GE

H&M კამპანია „REWEAR, REUSE, RECYCLE“ ხელს უწყობს მდგრად წარმოებას

H&M“-ის მიზანია, ტანსაცმელი მდგრადი გზით, მდგარდი მასალითა და მისაღებ ფასად შექმნას. მოდის ინდუსტრია ზეგავლენას ახდენს ბუნებრივ რესურსებზე, ამიტომ, 2030 წლისთვის, H&M-ის მიზანია იყენებდეს მხოლოდ გადამუშავებულ ან მდგრადი წყაროებიდან მიღებულ მასალებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

სწრაფი მოდა და მოდის ინდუსტრია, ნარჩენების კუთხით, გარემოს აბინძურებს. იმისთვის, რომ ჩვენი პლანეტა გადავარჩინოთ, აუცილებელია ბიზნესის სწორი წარმართვა. საქართველოში ფილიალის გახსნის დღიდან, „H&M“-მა დაიწყო გადამუშავების ინიციატივის განხორციელება სამი კატეგორიის მიხედვით: REWEAR – მდგომარეობის შესაბამისად, მეორეული ტანსაცმლის გაყიდვა; REUSE – ძველი ტანსაცმლისა და ტექსტილის სხვა პროდუქტად გარდაქმნა და გამოყენება; RECYCLE – ტანსაცმლის გადამუშავება.აღნიშნული მიდგომა რომელიც კომპანია H&M-ს აქვს, კარგი გამოსავალია იმისთვის, რომ კომპანიამ გააგრძელოს ეფექტურად მუშაობა და ამასთან ერთად, არ დააბინძუროს გარემო.

SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება

კომპანია H&M-ი აღნიშნული მიდგომით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზნის- მდგრადი განვითარების და წარმოების განხორციელებას. 2030 წლისთვის დასახული მიზანი, რომელიც გულისხმობს მხოლოდ გადამუშავებული ან მდგრადი წყაროებიდან მიღებული მასალებს გამოყენებას, ზუსტად პასუხობს მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზანს.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია