GE

“ჯეპრამ” ნიკო ნიკოლაძის პრემია დააარსა

„ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია“ 2019 წლის გაზაფხულზე დაარსდა. პრემიის დაარსების მიზანია ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარება, ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა, ასევე, ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა, მათი ინოვაციური იდეების წახალისება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

პრემია ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებლებში კომპანიების სპონსორობით და რეალური ქეისების საფუძველზე, კონკურსების ჩატარებას და გამარჯვებული გუნდებისთვის ფულადი ჯილდოსა და „ნიკო ნიკოლაძის პრემიის“ გადაცემას. სამიზნე ჯგუფები არიან უნივერსიტეტები და ის კომპანიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობა და მხარს უჭერენ ხარისხიან განათლებას.

პრემიის ფარგლებში, პირველი კონკურსი 2019 წლის გაზაფხულზე ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კონკურს „მისიასთან“ და კომპანია „ბაზისბანკთან“ თანაშრომლობით. პროექტზე მუშაობისას სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექცია-სემინარები პროექტის მენეჯმენტის, მარკეტინგული კვლევების, კომუნიკაციის მეთოდებისა და ბიზნესების როლზე ხარისხიანი განათლების განვითარებაში.
კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენდა, ხოლო პირველ ადგილზე გასულ გუნდს “ჯეპრასგან” დამატებით პრემია გადაეცა.

2021 წლის თებერვალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ჯეპრა“-ს ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად, რომელშიც მონაწილეობდნენ X-XII კლასის მოსწავლეები და სტუდენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2021 წლის გაზაფხულზე საქართველოს უნივერსიტეტისა და “ჯეპრას” ორგანიზებით ჩატარდა მომდევნო კონკურსი „პიართონი“.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია