GE

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მხარდაჭერა თანამშრომლებს COVID-19 პანდემიის დროს

“ჯიპიაი ჰოლდინგისათვის” თანამშრომელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, COVID-19 პანდემიის პირობებში. პანდემიის დასაწყისიდან, კომპანიაში შეიქმნა COVID-19-ის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს მართავდა, ხოლო თანამშრომლებს შეეძლოთ დაკავშირებოდნენ მათ COVID-19-თან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხით. გარდა ამისა, კომპანიის მენეჯმენტისათვის პრიორიტეტი იყო ყველა თანამშრომლის შენარჩუნება, ასევე სამუშაო პროგრამებზე წვდომის უზრუნველყოფა თითოეული თანამშრომლისთვის დისტანციური მუშაობის პირობებში. შემუშავდა დისტანციური მუშაობის სამოქმედო გეგმა და შიდა საკომუნიკაციო სტრატეგია. პანდემიის დაწყებიდან ყველა თანამშრომელი დისტანციურად მუშაობდა, რითაც კომპანიამ მოახერხა მათი ჯანმრთელობის დაცვა და პირველი ტალღის დროს არცერთი თანამშრომელი არ დაინფიცირებულა, ამასთან, ყველა თანამშრომელმა შეინარჩუნა სამსახური.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

თანამშრომელთა მხარდაჭერა, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანიას ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა ყველა თანამშრომელთან კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, მათი საჭიროებების შესახებ და ყველა პროცესი კომპანიაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა. გამომდინარე თანამშრომელთა მოსაზრებიდან, კომანიამ მუშაობის ახლებურ სტილზე ე.წ ჰიბრიდული მართვის მოდელზე გადაწყვიტა – თანამშრომელთა 70%ზე მეტი მუდმივად სახლიდან იმუშავებს, ეს მოდელი გულისხმობს მენეჯმენტის სრულიად ახალი მიდგომებისა და სტანდარტების დამკვიდრებას, ახალი მმართველობითი სისტემების შექმნას.

SDG 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

აღნიშნული მიდგომით „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მხარს უჭერს მდგრადი განვითარების მერვე მიზნის მიღწევას, რაც გამოიხატება ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნასა და COVID-19 პანდემიის პირობებში თანამშრომელთა მხარდაჭერაში.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია