GE

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ მწვანე დაფინანსების პროგრამა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის” პროგრამა „მწვანე დაფინანსება“ გულისხმობს მომხმარებლებისათვის „მწვანე“ ალტერნატივების შეთავაზებას და ეკო­მეგობრული, გარემოსთვის ნაკლებ საზიანო პროდუქტების დაფინანსების ხელშეწყობას.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

„კრისტალის“ მიზანია, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს მიაწოდოს ინფორმაცია ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების უპირატესობის შესახებ, ასევე,აამაღლოს ცნობიერება ამ მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი მწვანე ალტერნატივები: ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკა; ეკო­მეგობრული სამშენებლო მასალები; განახლებადი ენერგოტექნოლოგიები (მზის წყლის გამაცხელებელი; მზის პანელები); ენერგოეფექტური გათბობის საშუალებები; ჰიბრიდული და ელექტრო ავტომანქანები, ასევე CNG სისტემები (გაზის აპარატურის მოხმარება); სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, 2020 წლიდან ხორციელდება საინფორმაციო კამპანია „მწვანე სახლი“. განსხვავებული საკომუნიკაციო პროდუქტები, როგორიცაა: VR (ვირტუალური რეალობის) ვიდეო, ანიმაციური ვიდეო, საინფორმაციო ბროშურები და სხვა, გვიყვება კონკრეტული ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროდუქტის სარგებლიანობაზე, შესაძლო თანხობრივი დანაზოგების მიღებაზე და გარემოს მიმართ მზრუნველობაზე. „მწვანე დაფინანსებით“ ორგანიზაცია, ასევე, ცდილობს, ხელი შეუწყოს ადგილობრივ ბაზარზე ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროდუქტების მწარმოებლებს; იძიებს და აფართოებს შესაბამისი მომწოდებლების ქსელს.

SDG 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება

რამდენადაც „კრისტალის“მიზანია გამონაბოლქვისა და გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება, ასევე თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების შემცირების, გადამუშავების, აღდგენისა და გარემოს დაცვის შესახებ, კომპანია ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზნის მიღწევას – მდგრადი მოხმარებისა და წარმოების წახალისებას.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია