GE

OKI POST-ის კამპანია „აჩუქე მუყაოს ყუთს ახალი სიცოცხლე“ მდგრადი მოხმარების წასახალისებლად

კომპანია Oki Post აქტიურადაა ჩართული მდგრადი მოხმარებისა და წარმოების ხელშეწყობის, ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით. კომპანიამ დაიწყო პროექტი „იმპორტირებული მუყაოს ყუთების გადამუშავება”. პროექტით, კომპანია უზრუნველყოფს მომსახურების გაწევისას არსებული ნარჩენების გადამუშავებას მომხმარებლებთან ერთად. მომხმარებლები ოფისში, ამანათის მიღების შემდგომ, მუყაოს შეფუთვებს სპეციალურ გადამამუშავებელ კონტეინერში ათავსებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან მიზნად ისახავს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, ამასთან, ზრდის კომპანიის თანამშრომელთა მოტივაციასა და მომხმარებელთა ნდობას კომპანიის მიმართ.

პროექტი “აჩუქე მუყაოს ყუთს ახალი სიცოცხლე, გადაამუშავე Oki Post­ თან ერთად” და კომპანიის გუნდი გეგმავს, რომ პროექტი პარტნიორ ქვეყნებშიც – უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში დანერგოს. აღსანიშნავია, რომ Oki Post­მა უარი თქვა და არ აწარმოებს დამატებით შეფუთვას -ბრენდირებულ პოლიეთილენის პარკებს. დამატებით, ინფორმაციის საზოგადოებისთვის გასაცნობად, კომპანიამ პროექტში ჩართო ბლოგერები, რათა ინიციატივის შესახებ მეტმა ადამიანმა შეიტყოს და ხელი შეუწყოს ცირკულარული ეკონომიკის 3R-­დან ორი მიმართულების (Reduce და Re­cycle) დანერგვას საქართველოში.

SDG 12 მდგრადი მოხმარება და წარმოება

Oki Post-ის პროექტის მიზანია მდგრადი მოხმარების წახალისება. პროექტი, ასევე, ხელს უწყობს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას მომხმარებლებსა და თანამშრომლებში. ამდენად, აღნიშნული პროექტი ეხმიანება და ხელს უწყოს მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზნის მიღწევას.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია