GE

Phubber – მდგრადი მოდის პლატფორმა

Phubber ცირკულარული მოდის პლატფორმაა, სადაც მომხმარებლები, Phubber აპლიკაციის მეშვეობით, ტანსაცმელს ყიდულობენ და ყიდიან. „ფაბერისთვის“ მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მოდის მდგრად განვითარებას და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ამჟამად, მსოფლიოში მოდის ინდუსტრია მეორეა ნარჩენების მიმართულებით. ცირკულარული მოდის განვითარება კი ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა. მოდის მდგრადობა მოიცავს სისტემის სრულად გაუმჯობესებას და შეცვლას, რათა, თანდათან, ეს ინდუსტრია გარემოსთვის ნაკლებ საზიანო გახდეს და ნაკლები ბუნებრივი რესურსი გამოიყენოს. ამ მიმართულებით, საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს Phubber – ცირკულარული მოდის ყველაზე დიდი პლატფორმა საქართველოში ხელს უწყობს გამოყენებული ნივთებისა და ტანსაცმლის გაყიდვას, რასაც მინიმუმამდე დაყავს დახარჯული რესურსი და  ამცირებს გარემოსადმი მიყენებულ ზიანს.

SDG 12 მდგრადი მოხმარება და წარმოება

Phubber-ის საქმიანობა ეხმიანება მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზანს, რადგან იგი ხელს უწყობს მდგრადი მოხმარებისა და წარმოების განვითარებას. მოდის ინდუსტრია მეორე ადგილზეა გარემოს დაბინძურების კუთხით. ჭარბი წარმოება აზიანებს გარემოს და შესაბამისად, უკვე შექმნილ, წარმოებულ პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდა და ახალ პროდუქტზე მოთხოვნის შემცირება მნიშვნელოვანია. ამდენად, დღეისთვის გავრცელებული და სწრაფად მზარდი ტრენდია ტანსაცმლისა და პროდუქციის გაყიდვა – resale, რაშიც Phubber მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამასთან, მდგრადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, Phubber ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, როგორებიცაა: დისკუსიები, ადგილობრივი მდგრადი და ეკომეგობრული ბრენდების მხარდაჭერა, მდგრადი (მრავალჯერადი გამოყენების) ჩანთების წარმოება, შეფუთვისას ნარჩენების შემცირება, საგანმანათლებლო შინაარსის სტატიები და ბლოგები.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია