GE

“თეგეტა მოტორსის” კამპანია „თეგეტა მწვანე ზონა“

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წასახალისებლად “თეგეტა მოტორსმა” კამპანია „თეგეტა მწვანე ზონა“ განახორციელა.  „თეგეტა მწვანე ზონა“ მიზნად ისახავდა კომპანიის თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, COVID–19 საწინააღმდეგო აცრის პროცესის წახალისებას. 

რატომ არის მნიშვნელოვანი?

„თეგეტა მოტორსმა“ 2500 თანამშრომლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიით შეუწყო ხელი. მსურველებისთვის „თეგეტამ“  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ორგანიზება გაუწია თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს, კერძოდ, უზრუნველყო  ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია და ვაქცინაციის კაბინეტებში ტრანსპორტირება.  

ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაზრდელად, კომპანიის შიგნით აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობდა. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, „თეგეტას“ გუნდის წევრებს ყოველდღიურად ეგზავნებოდათ სანდო წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული საინფორმაციო მასალები. კვირაში ერთხელ იმართებოდა შეხვედრა პროფესიონალებთან – ექიმებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებთან, რომლებიც „თეგეტელების“ კითხვებს პასუხობდნენ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. საორგანიზაციო და საინფორმაციო ნაწილის გარდა, ორჯერ აცრილი თანამშრომლებისთვის გათვალისწინებული იყო წამახალისებელი საჩუქრებიც და გათამაშებებში სოლიდური საჩუქრების მოგების შესაძლებლობა.

SDG 13 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

ვაქცინაციის კამპანიით „თეგეტა მოტორსმა“ წვლილი შეიტანა მდგრადი განვითარების მესამე მიზნის მიღწევაში, კერძოდ, კამპანიითა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით ხელი შეუწყო თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვას.

SDG 12 ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

„თეგეტა მწვანე ზონა“ კამპანიისა და პროექტის ფარგლებში ვაქცინაციის წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში აქტიურად იყო ჩართული „თეგეტა მოტორსის“ ადამიანური და ფინანსური რესურსი. შედეგად, კომპანიამ ხელი შეუწყო მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზნის მიღწევას, კერძოდ, ვაქცინაციის წახალისებითა და თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესში დახმარებით, ხელი შეუწყო ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნასა და გაძლიერებას.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია