“თეგეტა მოტორსის” კამპანია #პროფესიასარაქვსგენდერი ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად
კომპანია “თეგეტა მოტორსისთვის” ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი მიმართულებებია. ქალთა გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, “თეგეტა მოტორსი” თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ახალი ხედვის განსახორციელებლად, ჩართულია ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ სხვადასხვა პროექტში. ქალთა გაძლიერების მიზნით, „თეგეტა მოტორსი“ კამპანია “მოძრაობა ცვლილებისთვის” პარტნიორია და მხარს უჭერს პროექტს „პროფესიას არ აქვს გენდერი“.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
#პროფესიასარაქვსგენდერი კამპანიის მიზანია ქალთა გაძლიერება და ასევე, წარმატებული და პროფესიონალი თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა. ამასთან, სფეროში, რომელშიც “თეგეტა მოტორსი” ოპერირებს, ცალსახად შესამჩნევია ქალთა ჩართულობა. შესაბამისად, “თეგეტა მოტორსი” მიზნად ისახავს, შეცვალოს სტერეოტიპები და გააძლიეროს ქალები ამ მიმართულებით, წაახალისოს და გადაამზადოს ქალი მექანიკოსები, ტექნიკოსები და სფეროში დასაქმებული სხვა პროფესიონალები. აღნიშნული პროექტიც სწორედ ამ მიზანს ისახავს, რადგან, კომპანიას მიაჩნია, რომ ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით სექტორში მომუშავე კომპანიების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
SDG 5 გენდერული თანასწორობა
„პროფესიას არ აქვს გენდერი“ კამპანიისა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით, “თეგეტა მოტორსი” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის – გენდერული თანასწორობის – განხორციელებას. პროექტის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე, შეირჩა 5 ქალი, რომლებმაც “თეგეტა აკადემიაში” გაიარეს გადამზადება.საბოლოო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი გათვალისწინებულია მათი დასაქმება კომპანიაში.