GE

„თეგეტა მოტორსი“  ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას – პროექტი „მამაკაცური საუბრები – “Men talking to Men”

გენდერული თანასწორობის წასახალისებლად, „თეგეტა მოტორსი“ არაერთ ინიციატივას ახორციელებს. თეგეტა ჰოლდინგის ბიზნესის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიის თანამშრომლების უმრავლესობას კაცები წარმოადგენენ. გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თეგეტა ჰოლდინგი არის პირველი კომპანია ბიზნეს სექტორიდან, რომელიც ჩაერთო გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ პროექტში – „მამაკაცური საუბრები“. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო მოდულის მიხედვით მომზადებული ფასილიტატორები კომპანიის თანამშრომლებთან დისკუსიის რეჟიმში საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება, საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები და სტერეოტიპები, ოჯახში საქმეების განაწილება, შვილების აღზრდასა და მოვლაში თანაბარი ჩართულობა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა, ძალადობის ელემენტების ამოცნობა, მათი გამოშკარავება. შეხვედრების სერია ყოველთვიურად ჩატარდება მთელი წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე შეხვედრას ესწრებიან მაღალი და შუა რგოლის მენეჯერები, მოგვიანებით კი დაგეგმილია front-ის თანამშრომლების ჩართულობა.  

რატომ არის მნიშვნელოვანი?  

გენდერული თანასწორობის წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სექტორებში, როგორშიც „თეგეტა მოროტსი“ ოპერირებს. მსგავსი პროექტები კი ხელს უწყობს ნიჭიერი, პერსპექტიული სამუშაო ძალის მოზიდვასა თუ შენარჩუნებას სამუშაო ადგილებზე, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული ვითარებისა და ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას.    

SDG 5: გენდერული თანასწორობა

ამ ინიციატივით, „თეგეტა მოტორსი“ ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის მიღწევას, რამდენადაც გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ მამაკაცების ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.      

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია