ტერმინალის საერთო სამუშაო სივრცეები
საქართველოში პირველად საერთო სამუშაო სივრცეების მიმართულება “ტერმინალმა“ შექმნა. კომპანია ამ მიმართულებით სწრაფად მზარდია – 4 წელში გაიხსნა „ტერმინალის“ 5 ფილიალი. „ტერმინალი“ მოიცავს სრულად აღჭურვილ 800 ინდივიდუალურ სამუშაო სივრცეს, 52 ოფისით, ინტერნეტით, 24/7 ხელმისაწვდომობით, შეხვედრებისა და საკონფერენციო 28 ოთახით. მყუდრო სამუშაო გარემოს ქმნის სამუშაო სივრცეების დიზაინი.
„ტერმინალის“ ხედვაა მეტი საერთო სივრცის – ბიზნესის, სტარტაპებისა და კერძო პირებისთვის სამუშაო პლატფორმის შექმნა, რაც მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, კომპანიას სჯერა, რომ „ტერმინალი“ საზოგადოებისათვის სოციალურ როლსაც ასრულებს – აერთიანებს სხვადასხვა ადამიანს, ქმნის გამოცდილების, ცოდნისა და მოტივაციის გაზიარების შესაძლებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ „ტერმინალი“ ქართული ბრენდია, ის ბაზარზე ევროპული სტანდარტებით ფუნქციონირებს და კონკურენციას უწევს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებს ამ მიმართულებით. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2020 წელს ტერმინალი გახდა „EuroAsian Startup Awards” გამარჯვებული საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცეების (co-working სივრცეების) კატეგორიაში.