GE

“უდაბნოს”ეკოლოგიურად სუფთა მიდგომა სარეველასთან ბრძოლასთან

“უდაბნოს” მიზანია, რომ ჰერბიციდის გამოყენება მინიმუმამდე დაიყვანოს და სარეველებთან საბრძოლველად, დანერგოს ახალი, ეკოლოგიურად გამართული მიდგომა. ეკოლოგიურ მიდგომაში კომპანია გულისხმობს ჰერბიციდის სხვადასხვა ჯიშის ცხვრებით ჩანაცვლებას. სარეველებთან ბრძოლისთვის კომპანიამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც საკუთარ ბაღებში ცხვრის ფარის გამოყენებას გულისხმობს. 2020 წლის სეზონზე კომპანიამ ბაღებში საცდელად შემოიყვანა გარკვეული რაოდენობის ცხვარი და შეეცადა, მისი საშუალებით ეკონტროლებინა სარეველა ბალახი, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო და კომპანიამ ამ გამოცდილების გაზიარება და დანერგვა გადაწყვიტა.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

დღეისთვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სარეველებთან ბრძოლაა. სარეველებთან საბრძოლველად კი საუკეთესო საშუალებად ჰერბიციდები მოიაზრება. ჰერბიციდებს, გარდა იმისა რომ ეფექტურად ებრძვის სარეველას, აქვს ბევრი უარყოფითი მხარეც. დიდი რაოდენობით ჰერბიციდის გამოყენება აისახება როგორც ეკო-სისტემაზე, ასევე, შესაძლოა, იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობაზეც. ჰერბიციდის ჭარბი ზემოქმედებით იცვლება ნიადაგის ქიმიური სტრუქტურაც.

  SDG 12 მდგრადი მოხმარება და წარმოება

სარეველებთან ბრძოლის ეკოლოგიურად სუფთა მიდგომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზნის მიღწევას, მდგრადი წარმოების განვითარებას. როგორც ერთწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, ცხვარი არ აზიანებს ხეს და შესაბამისად არც ხის ნაყოფს, ამიტომ, “უდაბნოს” სურს ჰერბიციდები სრულად ამოიღოს ხმარებიდან და ბაღებში სარეველას რაოდენობა ცხვრების დახმარებით აკონტროლოს, მომავალში კი ეს გამოცდილება სხვა კომპანიებს გაუზიაროს.   

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია