GE

მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

ბიზნესის / კერძო სექტორის როლი: 

მდგრადი განვითარების მიზნების მთავარი ამოცანა მსოფლიოს მოსახლეობისათვის კეთილდღეობის შექმნა და ცხოვრების გაუმჯობესებაა. ამ საერთო ხედვის გათვალისწინებით, მდგრადი განვითარების პირველი მიზანი სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრას და შემცირებას ისახავს მიზნად. მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, სიღარიბის აღმოფხვრის მიზნით შესაბამის პოლიტიკას ატარებენ. მიუხედავად ამისა, სიღარიბის აღმოფხვრა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

2020 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 21.3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა1ცხოვრობს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს არა მხოლოდ შემოსავალსა და ცხოვრების ხარისხს, არამედ ხელმისაწვდომობის ნაკლებობას ხარისხიან განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვადასხვა სერვისზე. 

სიღარიბის აღმოფხვრის თვალსაზრისით, გარდა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განხორციელებისა, ბიზნესის/კერძო სექტორის როლი განსაკუთრებით საკვანძოა. საქართველოში კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიმართულებაშ., ხშირად კომპანიები სხვადასხვა სექტორთან თანამშრომლობენ და ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ.  თუმცა, სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით, კომპანიები უფრო მეტად საქველმოქმედო აქციებიას და პროექტების მეშვეობით მუშაობენ, ნაკლებად ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული გრძელვადიანი პროექტები. ამასთან, კომპანიების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან არ აიგივებს.  

მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის პოპულარიზება, ამ მიზნების ინტეგრირება კომპანიების ბიზნეს საქმიანობაში, კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის დანერგვა და  მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ჰქონდეთ კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული კონკრეტული სტრატეგია.  

საკვანძო თემები, რომლებსაც პირველი მიზანი მიემართება: 

  • პროდუქტისა და სერვისების ხელმისაწვდომობა დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის; 
  • შემოსავლის და ანაზღაურების უზრუნველყოფა დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისათვის;  
  • ეკონომიკური განვითარება; 
  • ჯანდაცვის ხარისხიან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა; 
  • დისკრიმინაციის აღმოფხვრა; 
  • განათლებაზე (მათ შორის, პროფესიულ განათლებაზე) ხელმისაწვდომობა; 
  • გენდერული თანასწორობა 

ბიზნეს აქტივობებს და პრობლემის გადაჭრის გზების მაგალითები 

  • სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა – განვითარება; 
  • საბაზისო პროდუქტებსა და მომსახურებაზე მოწყვლადი ჯგუფების, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა; 
  • ადგილობრივი, სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება, გადამზადება და ბიზნეს საქმიანობაში ინტეგრირება; 
  • გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას განათლებაზე, ტექნოლოგიებზე, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში; 
  • სექტორებსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობა, პარტნიორული პროექტების განხორციელება 

ბიზნეს ინდიკატორები  

  • UN Global Compact-Oxfam Poverty Footprint, PF-1.2 
  • UN Global Compact-Oxfam Poverty Footprint, PF-1.12 
  • GRI G4 მდგრადი განვითარების სახელმძღვანელო G4-EC8 
  • GRI G4 მდგრადი განვითარების სახელმძღვანელო GRI G4-DMA-b 
  • მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ინდექსი, D.III.2 

ბიზნეს ინსტრუმენტები (tools)  

  • UN Global Compact-Oxfam Poverty Footprint Tool 
  • UN Guiding Principles of Business and Human Rights Reporting Framework 
  • ქალთა გაძლიერების პრინციპები

საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები 

1.1. 2030 წლისთვის საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა; უკიდურესი სიღარიბე ამჟამად იზომება იმ ადამიანების მიხედვით, რომლებიც ცხოვრობენ დღეში 1.9 აშშ დოლარზე ნაკლები თანხით 

1.2 2030 წლისთვის ნებისმიერი ფორმით სიღარიბეში მცხოვრები ყველა ასაკის მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების პროპორციული ოდენობის შემცირება, ქვეყანაში დადგენილი განმარტებების შესაბამისად 

1.3 მიღებულ იქნას შესაფერისი ეროვნული ზომები, რათა 2030 წლისთვის მიღწეულ იქნეს ღარიბი და მოწყვლადი ადამიანების არსებითი დაფარვა 

1.4 2030 წლისთვის უზრუნველყოფილ იქნას, რომ ყველა მამაკაცსა და ქალს, განსაკუთრებით სიღარიბეში მყოფ და მოწყვლად პირებს, ჰქონდეთ თანასწორი უფლებები ეკონომიკურ რესურსებთან მიმართებაში. ასევე მათთვის უზრუნველყოფილ იქნას ხელმისაწვდომობა საბაზისო მომსახურებებზე, მიწისა და ქონების სხვა ფორმების მფლობელობასა და მართვაზე, მემკვიდრეობაზე, ბუნებრივ რესურსებზე, სათანადო უახლეს ტექნოლოგიებსა და ფინანსურ სერვისებზე, მათ შორის მიკროსაფინანსო მომსახურებაზე  

1.5 კლიმატთან დაკავშირებული ექსტრემალური შემთხვევების და გარემოსთან დაკავშირებული სტრესებისა და კატასტროფების პროგნოზირების და ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფა  

1.ა სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის განვითარების სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის მეშვეობით, რესურსების მნიშვნელოვანი მობილიზების უზრუნველყოფა საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის და სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით პროგრამებისა და პოლიტიკის განსახორციელებლად 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია