GE

მიზანი 10: შემცირებული უთანასწორობა

ბიზნესის როლი:  

უთანასწორობა შემოსავლის გადანაწილების თვალსაზრისით, როგორც ქვეყნების შიგნით, ისე ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ შესამჩნევია. ხშირად, ქვეყნის შიგნით მოსახლეობის შემოსავლის უთანასწორობას განაპირობებს სხვადახვა ფაქტორი, მათ შორის,  საცხოვრებელი ადგილი –  უთანასწორობა ქალაქებსა და სოფლებს შორის, გენდერი.  

ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, საჯარო სერვისების და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიზნესის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა, მათ შორის, დასაქმებულთა უფლებების, დაცვა ბიზნესის პასუხისმგებლობაა, შესაბამისად, კერძო კომპანიებს ასევე აქვთ უთანასწორობის თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა განაახლონ და შეიმუშავონ შესაბამისი პოლიტიკა და დანერგონ ინკლუზიური პრაქტიკა, რომელიც გამორიცხავს დისკრიმინაციას დასაქმებისას ასაკის, სქესის, რელიგიური შეხედულებების თუ სხვა ფაქტორებით.  

ბიზნესს აქვს დადებითი გავლენა უთანასწორობის შემცირებაზე, რაც გულისხმობს ინკლუზიური ბიზნეს მოდელების დანერგვას – მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, დასაქმების ბაზარზე და ადგილობრივ საზოგადოებაში, თანამშრომლობას საჯარო ინსტიტუტებთან და არასამთავრობო სექტორთან.  

საქართველოში, ბიზნეს კომპანები მუშაობენ უთანასწორობის შემცირებისათვის და ხელს უწყობენ თანასწორობის პრინციპის დამკვიდრებას სხვადასხვა მიმართულებით: ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, ქალთა გაძლიერება, შშმ პირთა ინკლუზია. ხშირად, კომპანიები ხელს უწყობენ დასაქამებისას თანაბაში შესაძლებლობების შექმნით, დახმარებას უწევენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მაგალითისთვის, ზოგიერთი კომპანიის პრიორიტეტია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დასაქმება, ყოფილი პატიმრების დასაქმება, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების გაძლიერება. 

საკვანძო საკითხები, რომლებსაც მიზანი მიემართება 

  • პროდუქტებისა და სერსვისების ხელმისაწვდომობა დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისათვის; 
  • ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა; 
  • თანაბარი ანაზღაურება ქალებისა და კაცებისთვის; 
  • შესაძლებლობების გაძლიერება; 
  • მრავალფეროვნება და თანაბარი შესაძლებლობები; 
  • ეკონომიკური ინკლუზია 
  •  

ბიზნეს აქტივობები და გადაჭრის გზები 

  • დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი პროდუქტების და სერვისების შექმნა / დანერგვა; 
  • სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობისთვის საბაზისო პროდუქტებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; 
  • სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ტრენინგები და მათი ჩართვა კომპანიის ღირებულებათა ჯაჭვში; 
  • თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებისა და სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის 

ბიზნეს ინდიკატორების მაგალითები 

  • ISO 26000 სტანდარტი სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ; 
  • GRI G4 ანგარიშგების სტანდარტი  G4-LA13:  
  • GRI G4 ანგარიშგების სტანდარტი G4-EC8; 
  • GRI G4 ანგარიშგების სტანდარტი G4-LA13; 
  • ქალთა გაძლიერების პრინციპები (WEP) 

ბიზნეს ინსტრუმენტები 

  • SDG Ambition ნიშნული: გენდერული ბალანსი მართვის ყველა დონეზე; 
  • UN Global Compact-Oxfam Poverty Footprint Tool; 
  • Corporate Human Rights Benchmark (CHRB) 

საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები 

10.1 2030 წლისთვის მოსახლეობის ქვედა 40%-ის შემოსავლის ზრდის  თანდათანობით მიღწევა და შენარჩუნება საშუალო ეროვნულ განაკვეთზე მაღალი განაკვეთით 

10.2 2030 წლისთვის ყველა ადამიანის გაძლიერება და სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა, მიუხედავად ასაკის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების, რასის, ეთნიკური კუთვნილების, წარმომავლობის, რელიგიის ან ეკონომიკური თუ სხვა სტატუსისა 

10.3 თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შედეგების მხრივ უთანასწორობის შემცირება, მათ შორის დისკრიმინაციული კანონების, პოლიტიკისა და პრაქტიკის აღმოფხვრით და ამ თვალსაზრისით სათანადო კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ქმედების ხელშეწყობით 

10.4 პოლიტიკის, განსაკუთრებით კი ფისკალური, სახელფასო და სოც.დაცვის პოლიტიკის შემოღება და თანდათანობით მეტი თანასწორობის მიღწევა 

10.7 ადამიანების მოწესრიგებული, უსაფრთხო, ლეგალური და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული მიგრაციისა და მობილობის  ხელშეწყობა, მათ შორის, დაგეგმილი და კარგად მართული მიგრაციის პოლიტიკის განხორციელების მეშვეობით 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია