GE

მიზანი 11: მდგრადი ქალაქები და დასახლებები

ბიზნესის როლი 

ურბანიზაციის მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით მზარდია. 2050 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობის 70% ქალაქებში იცხოვრებს, რაც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ქალაქების როლს განსაკუთრებით ზრდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ქალაქების განვითარება და არსებული ისეთი გამოწვევების დაძლევა, როგორებიცაა, გადატვირთული ქალაქები, ინფრასტრუქტურა, გარემოსა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები, ტრანსპორტი.   

მთავრობებთან, არასამთავრობო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ამ გამოწვევების დაძლევაში კერძო სექტორს აქვს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი. კომპანიებს შეუძლიათ წვლილი შეიტნონ ქალაქების მდგრად განვითარებაში ინფრასტრუქტურის განვითარებით, ნარჩენების მართვით, ტექნოლოგიებისა და საბაზისო სერვისების განვითარებით, ინოვაციების დაფინანსებით. ამასთან, კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ  ქალაქების ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და ზოგადად, ქალაქების ურბანული სისტემების ოპტიმიზაციაში.  

საკვანძო თემები 

  • საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა; 
  • ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში; 
  • მდგრადი ტრანსპოტი; 
  • საჯარო სივრცეების ხელმისაწვდომობა; 
  • მდგრადი შენობები 

ბიზნეს აქტივობები და გადაწყვეტის გზები 

  • დაინტერესებულ მხარეებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება, რაც გააუმჯობესებს ქალაქების ფუნქციონირებას, მედეგობასა და განვითარებას; 
  • მშენებლობებისა და ინფრასტრუქტურის ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფა, მშენებლობების მართვა; 
  • ინვესტიციები ტრანსპორტის განვითარების, გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით; 
  • საჯარო სივრცეების გაუმჯობესება 

ბიზნეს ინდიკატორები 

  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-EC7 
  • GRI G4 Event Organizers Sector Disclosures, EO2 
  • GRI G4 Airport Operators Sector Disclosures, AO7 
  • GRI G4 Oil and Gas Sector Disclosures, OG12 
  • GRI G4 Construction and Real Estate Sector Disclosures, CRE 

ბიზნეს ინსტრუმენტები 

  • Impact Reporting & Investment Standards (IRIS) 
  • Corporate Human Rights Benchmark (CHRB) 

საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები 

11.1 საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა 

11.6 2030 წლისთვის დიდ ქალაქებში ერთ სულ მოსახლეზე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, მათ შორის ჰაერის ხარისხისთვის და მუნიციპალური და სხვა ნარჩენების მართვის საკითხებზე განსაკუთრებული ყურადღების დათმობით 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია