მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება
ბიზნესის როლი
Გლობალურ ეკონომიკაში მოხმარება და წარმოება დამოკიდებულია ბუნებრივი გარემოსა და რესურსების გამოყენებაზე, რაც გარემოსა და ეკოსისტემაზე უარყოფითად აისახება. სოციო – ეკონომიკური და დემოგრაფიული ცვლილებები, ასევე, ზრდის მოთხოვნას ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე. ამდენად, საჭიროა შეზღუდული ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენების ახალი გზების და მოხმარებისა და წარმოების მდგრადი პრაქტიკის დანერგვა, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვა და ნარჩენების ეფექტიანი მართვა.
მდგრადი განვითარების მეჩვიდმედე მიზნის მისაღწევად სახელმწიფოებთან ერთად, კერძო სექტორს აქვს განსაკუთრებული როლი. Მნიშვნელოვანია, რომ კერძო კომპანიებმა შეაფასონ პროდუქტისა და წარმოების გავლენა გარემოზე, გამოავლინონ ღირებულებათა ჯაჭვში არსებული პრაქტიკა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს გარემოზე და შეიმუშაონ ახალი, ინოვაციური მიდგომები წარმოებისას.
Საქართველოში მოქმედი კერძო კომპანიებისათვის მდგრადი მოხმარება და წარმოება მნიშვნელოვანი მიმართულებებია. Როგორც კვლევები და პრაქტიკა აჩვენებს, კომპანიების ნაწილისათვის მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვა და დამუშავება, ოფისებში მდგრადი მოხმარების პრაქტიკის დანერგვა და საქმიანობის გარემოზე ზეგავლენის შეფასება.
Საკითხები, რომლებსაც მიზანი მიემართება
- Რესურსების და სერვისების ეფექტიანობა;
- Ნარჩენების მართვა და გადამუშავება;
- შესყიდვების პრაქტიკა;
- პროდუქტების ეტიკეტი და ინფორმაცია
- Ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება;
- შესყიდვების პრაქტიკა და პოლიტიკა
ბიზნეს აქტივობები და გადაწყვეტის გზები
- ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მდგრადი მოხმარებისა და წარმოების საკითხების შესახებ (ტენინგი, საგანამანათლებლო პროგრამა,
- ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა (სამრეწველო ნარჩენების მართვა, ოფისის ნარჩენების გადამუშავება, პლასტმასის გამოყენების შემცირება);
- კომპანიის საქმიანობის გარემოზე გავლენის კვლევა და მონიტორინგი;
- მდგრადი მოხმარების წასახალისებლად ორგანიზაციული პრაქტიკის დანერგვა;
- პროდუქტისა და სერვისის გარემოზე ზეგავლენის შეფასება და შემცირება
ბიზნეს ინდიკატორები
- GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო, G4-EN2:
- GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო, G4-EN27:
- GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-EN28
ბიზნეს ინსტრუმენტები
- ISO 14001 (ნარჩენების მართვა);
- ISO 20400 (მდგრადი შესყიდვები);
- ISO 14020 (ეტიკეტების შესახებ);
- გლობალური პროტოკოლი მდგრადი შეფუთვის შესახებ
საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები
12.8 2030 წლისთვის, საქართველოში მყოფი ადამიანებისთვის შესაბამისი ინფორმაციისა და ცოდნის უზრუნველყოფა მდგრადი განვითარების და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების წესის შესახებ