GE

მიზანი 13: კლიმატისთვის მოქმედება

ბიზნესის როლი 

კლიმატის ცვლილება და ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევაა, მათ შორის, კლიმატის ცვლილებები გავლენას ახდენს ეკონომიკასა და ადამიანთა ცხოვრებაზე. კლიმატის ცვლილება ცვლის ბუნებასა და ეკოსისტემებს. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია უკვე არსებული გამოწვევების დაძლევა, მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო გახდეს უფრო მედეგი და შეძლოს მომავალ გამოწვევებთან გამკლავება და ადაპრიტრება. კლიმატის ცვლილება გამოწვევაა საქართველოსთვისაც. როგორც კვლევით დასტურდება, მოსახლეობის 91% კლიმატის ცვლილებას მიიჩნევს რეალურ გამოწვევად. 

მეცამეტე მიზნის მისაღწევად, საჭიროა არამხოლოდ სახელმწიფოების, კერძო სექტორის მონაწილეობაც. ამ მხრივ, კერძო კომპანიებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვთ, რადგან კლიმატის ცვლილებას ძირითადად ეკონომიკური აქტივობა იწვევს (CO2, გამონაბოლქვი). მეორე მხრივ, კომპანიებს შეუძლიათ ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღება კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად, თავიანთ საქმიანობასა და წარმოებაში. ემისიების შემცირება, განახლებად ენერგიაზე გადასვლა და ენერგიის მენეჯმენტის გაუმჯობესება კომპანიების საოპერაციო ხარჯების შემცირებას განაპირობებს.  

მთავარი საკითხები: 

  • ენერგოეფექტურობა; 
  • ინვესტიციები გარემოს დაცვის მიმართულებით; 
  • გამონაბოლქვის შემცირება; 
  • გარემოს დაცვის საითხებზე ცნობიერების ამაღლება; 

ბიზნეს აქტივობები და გადაწყვეტის გზები 

  • კომპანიის ელექტრო ენერგიის წყაროების განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლება; 
  • კომპანიის ენერგო ეფექტურობის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა; 
  • ბიზნეს პროცესებით გამოწვეული ემისიების დადგენა  (გამონაბოლქვის რაოდენობრივი შეფასება); 
  • ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერა; 

ბიზნეს ინდიკატორები 

  • GRI G4 მგდრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-EN15 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-EN16 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-EN17 
  • UN Global Compact- Oxfam Poverty Footprint, PF- 17.13: 

ბიზნეს ინსტრუმენტები 

  • Impact Reporting & Investment Standards (IRIS); 
  • IPCC (კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფი); 
  • ბიზნეს ამბიცია 1.5°C; 
  • სათბური აირების შესახებ პროტოკოლი (GHG Protocol) 

საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები 

13.2 კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ზომების ინტეგრირება ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში, სტრატეგიებსა და გეგმებშიმოცანები 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია