მიზანი 14: წყალქვეშა ცხოვრება
ბიზნესის როლი
ზღვები და ოკეანეები დღესდღეობით დგანან დაბინძურების, რესურსების გამოლევისა და კლიმატური ცვლილებების გამოწვევის წინაშე, რაც მნიშვნელოვნადაა გამოწვეული ადამიანური ფაქტორის გამო. ეს გამოწვევები, თავის მხრივ, მოქმედებს გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ბუნებრივ რესურსებზე და წარმოშობს გლობალურ სოციო-ეკონომიკურ პრობლემებს, ჯანდაცვის, საფრთხოებისა და ფინანსურ რისკებს.
დღეისთვის მასალების და პროდუქციის უმრავლესობის აღდგენა, გადამუშავება ან ხელახლა გამოყენება არ ხდება, ამის ნაცვლად, მათ ყრიან და შედეგად, ამ პრობლემების აღმოფხვრისა და თავიდან აცილებისთვის, სახელმწიფოთა ძალისხმევის გარდა, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მონაწილეობა. ბიზნეს საქმიანობის, პროდუქტის წარმოების და სერვისების მიწოდებისას გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შეფასება და შემცირება, ნარჩენების მართვის პოლიტიკა და გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიმათულებით მუშაობა ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ჩართულობას მეთოთხმეტე მიზნის განხორციელებაში.
მთავარი საკითხები
- ზღვის ბიომრავალფეროვნება;
- ზღვის დაბინძურება;
- ნარჩენების მართვა;
- ინვესტიციები გარემოს დაცვის მიმართულებით
ბიზნეს აქტივობები და გადაჭრის გზები
- პროდუქტის / მასალის სასიცოცხლო ციკლის შეფასება და განსაზღვრა, როგორ შეიძლება აღდგენს ან გადამუშავდეს და არ მოხვდეს ზღვაში / ოკეანეში;
- პროფუქტში, შეფუთვასა თუ წარმოების პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების და მასალის აღრიცხვა და საჯაროობა;
- ცირკულარული ბიზნეს მოდელების წახალისება;
- Მომხმარებელთა წახალისება (მეორეული ბაზრები, პროდუქციის ჩაბარება);
- ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა, რომ არ მოხდეს მათი ზღვაში მოხვედრა
ბიზნეს ინდიკატორები
- GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-EN22
- GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-EN26
ბიზნეს ინსტრუმენტები
- Integrated Biodiversity Assessment Tool (IBAT for Business)
- Impact Reporting & Investment Standards (IRIS)
საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები
14.4 2020 წლისთვის თევზის რეწვის ეფექტურად რეგულირება და ჭარბი, უკანონო, აღურიცხავი და არარეგულირებული თევზჭერის და თევზჭერის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა იმისათვის, რომ აღდგეს თევზის მარაგი შესაძლო უმოკლეს ვადაში, სულ მცირე ისეთ დონეზე, რომ შეიქმნას მაქსიმალურად მდგრადი რაოდენობა, როგორც ამის საშუალებას იძლევა თევზების ბიოლოგიური მახასიათებლები
14.გ ოკეანეებისა და მათი რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი მოხმარების გაზრდა, საერთაშორისო სამართლის განხორციელებით, როგორც ეს ასახულია გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციაში, რომელიც გვთავაზობს საკანონმდებლო ჩარჩოს ოკეანეებისა და მათი რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენებისთვის, როგორც ნათქვამია „მომავალი რომელიც ჩვენ გვინდა“ 158 პარაგრაფში