GE

მიზანი 16: მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები

ბიზნესის როლი 

ბიზნესის ვითარდება მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში, ეფექტიანი ინსტიტუტებით. ერთი მხრივ,  თუ კერძო სექტორი არ ახორციელებს პასუხისმგებლიან ბიზნეს საქმიანობას, საფრთხე ექმნება ბიზნესს (რეპუტაციული, ფინანსური, სამართლებრივი), იწვევს არასტაბილურ გარემოს საზოგადოებაში და აზიანებს კანონის უზენაესობას. კორუფცია აზარალებს ბაზრებს, კონკურენციას და ხელს უშლის კომპანიებს, შეასრულონ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებები. 

მეორე მხრივ, პასუხისმგებლიანი ბიზნეს საქმიანობით, კომპანიები ხელს უწყობენ ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას და ბაზრების სტაბილურობას. კერძო კომპანიებმა უნდა ითანამშრომლონ საჯარო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კორუფციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად და კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად. კომპანიებისათვის მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული მექანიზმების განვითარება, ანტიკორუფციული ვალდებულებების მხარდაჭერა და ეთიკის პრინციპების დაცვა ოპერაციების განხორციელებისას, ტრენინგები და რისკების მართვა. 

საკვანძო თემები, რომლებსაც მიზანი მიემართება 

  • ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობა; 
  • კანონებსა და რეგულაციებთან შესაბამისობა; 
  • ანტიკორუფციული მექანიზმები; 
  • ინფორმაციის საჯაროობა 

ბიზნეს აქტივობების და პრობლემის გადაჭრის გზების მაგალითები 

  • კანონებსა და რეგულაციებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; 
  • ადამიანური რესურსების, საჯარო და კორპორატიული შესყიდვების გამჭვირვალე პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა; 
  • ბიზნეს საქმიანობაში კორუფციის, ინტერესთა კონფლიქტის რისკების შეფასება და აღმოფხვრა; 
  • საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორულ პროექტებში მონაწილეობა (მშვიდობის მშენებლობის, ანტიკორუფციულ და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებში) 

ბიზნეს ინდიკატორები 

  • UN Global Compact-Oxfam Poverty Footprint; 
  • ქალთა გაძლიერების პრინციპები; 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-56 

ბიზნეს ინსტრუმენტები 

  • კომპანიის ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტი / სტრატეგია; 
  • The Bribe Payers Index 
  • The Anti-Bribery Checklist 
  • Social Hotspots Database/Portal (SHDB) 
  • Impact Reporting & Investment Standards (IRIS) 

საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები 

16.1 ძალადობის ყველა ფორმის და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემთხვევათა რაოდენობის შემცირება ყველგან 

16.10 საზოგადოებისთვის ინფორმაციაზე მუდმივი წვდომის უზრუნველყოფა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად 

16.2 ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობის, ექსპლუატაციის, ტრეფიკინგისა და ძალადობის ყველა ფორმის და წამების აღმოფხვრა 

16.3 ეროვნულ დონეზე კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა და თითოეული ადამიანისთვის მართლმსაჯულებაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა 

16.4 2030 წლისათვის ორგანიზებული დანაშაულის ყველა ფორმის შემცირება 

16.5 კორუფციისა და მექრთამეობის ყველა ფორმის მნიშვნელოვნად შემცირება 

16.6 ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუციების შექმნა ყველა დონეზე 

16.7 ყველა დონეზე სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის უზრუნველყოფა 

16.8 გლობალური მმართველობის ინსტიტუციებში საქართველოს მონაწილეობის განმტკიცება 

16.9 2030 წლისთვის ყველა ადამიანისთვის სამართლებრივი სტატუსის, მათ შორის დაბადების რეგისტრაციის, უზრუნველყოფა 

16.ა შესაბამისი ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერება, მათ შორის საერთასორისო თანამშრომლობის მეშვეობით, ყველა დონეზე ძალადობის პრევენციისა და ტერორიზმთან,დანაშაულთან ბრძოლის უნარის გასაუმჯობესებლად 

16.ბ მდგრადი განვითარების მიზნით არადისკრიმინაციული კანონებისა და პოლიტიკის შემოღების ხელშეწყობა და შემოღება განხორციელება 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია