GE

მიზანი 2: არა შიმშილს

ბიზნესის როლი 

დღეისთვის სოფლის მეურნეობა, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა სამუშაო ძალის ნაკლებობა, ნიადაგის ხარისხის გაუარესება, კლიმატის ცვლილება და ჰაერის დაბინძურება, საკვები პროდუქტების ნარჩენების მართვა, ცხოვრების წესის ცვლილება და ურბანიზაციის ტემპის ზრდა. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდა ხელს შეუწყობს საკვების ხელმისაწვდომობის ზრდას. საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამიტომ პრობლემა თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მთავრობებისთვის, ისე კერძო სექტორისათვის. 

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია ბიზნესის თანამშრომლობა მთავრობასა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაინტერესებულ სხვა მხარეებთან. ბიზნესის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიმშილის აღმოფხვრის, საკვების ხარისხისა და სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისათვის, განსაკუთრებით, აუცილებელია პარტნიორული პროექტების შემუშავება მცირე ფერმერების გაძლიერებისა და მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდა, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განვითარება.  

საკვანძო თემები 

  • ჯანდაცვისა და საკვების ხელმისაწვდომობა; 
  • საკვების ხარისხი; 
  • შრომის ინკლუზიური პრაქტიკა მიწოდების ჯაჭვში; 
  • მომხმარებელთა ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება 

ბიზნეს აქტივობები და გადაჭრის გზების მაგალითები 

  • მცირე ფერმერებისა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა საქმიანობაში, ფინანსური, ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების განვითარება; 
  • ადგილობრივი სასოფლო – სამეურნეო საჭიროებების გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურის გამართვა და უზრუნველყოფა; 
  • ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაზრდა, ცნობიერების ამაღლება და გადამზადება; 
  • სოფლის მეურნეობის სისტემებში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; 

Ბიზნეს ინდიკატორები 

  • GRI G4 საკვების დამუშავების სტანდარტები; 
  • UN Global Compact- Oxfam Poverty Footprint  

ბიზნეს ინსტრუმენტები 

  • ინიციატივა გლობალური განვითარებისთვის (IGD)  გავლენის შეფასების ჩარჩო 
  • ადამიანის უფლებათა გავლენის შეფასება და მართვა (HRIAM)    
  • ადამიანის უფლებათა შესაბამისობის შეფასება (HRCA) 
  • სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ 

საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები 

2.2  2030 წლისთვის არასაკმარისი კვების ყველა ფორმის აღმოფხვრა, მათ შორის, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არასაკმარისი ზრდისა და სისუსტის მხრივ, 2025 წლისთვის საერთაშორისოდ შეთანხმებული მიზნების მიღწევა; მოზარდი გოგონების, ორსულების, ლაქტაციის პროცესში მყოფი ქალებისა და მოხუცებულების საკვები საჭიროებების უზრუნველყოფა 

2.3 2030 წლისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის და  სურსათის მცირე მწარმოებლების, კერძოდ, ქალების, საოჯახო ფერმერების და მეთევზეების შემოსავლების გაზრდა. მათ შორის ,მიწაზე და სხვა პროდუქტიულ რესურსებსა და საშუალებებზე, ცოდნაზე, ფინანსურ მომსახურებაზე, ბაზრებზე, დამატებითი ღირებულების შექმნასა და არასასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმების შესაძლებლობებზე უსაფრთხო და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მეშვეობით 

2.4 2030 წლისათვის სურსათის წარმოების მდგრადი სისტემების უზრუნველყოფა და სიცოცხლისუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვა, რომელიც გაზრდის პროდუქტიულობას და წარმოების მოცულობას; ხელს შეუწყობს ეკოსისტემების შენარჩუნებას, რაც გააძლიერებს კლიმატის ცვლილებასთან, ექსტრემალურ ამინდთან, გვალვასთან, წყალდიდობასა და სხვა სახის კატაკლიზმებთან ადაპტირების უნარს და თანდათანობით გააუმჯობესებს მიწის ნაკვეთებისა და ნიადაგის ხარისხს 

2.5  2020 წლისთვის თესლების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ფერმისა და შინაური ცხოველების და მათი მონათესავე ველური სახეობების გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება; მათ შორის კარგად მართული და დივერსიფიცირებული სათესლე და მცენარეთა ბანკების საშუალებით სახელმწიფო დონეზე, აგრეთვე გენეტიკური რესურსების და ამასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის გამოყენებით მიღებული სარგებლის ხელმისაწვდომობის და სამართლიანი და თანაბარი გაზიარების უზრუნველყოფა, როგორც ეს საერთაშორისო დონეზე იქნა შეთანხმებული 

2.ა სოფლის ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის კვლევის და საკონსულტაციო მომსახურების, ტექნოლოგიების განვითარების და მცენარეებისა და მსხვილფეხა საქონლის გენეტიკურ ბანკებთან დაკავშირებით ინვესტიციების ზრდა, მათ შორის ინტენსიური საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდის მიზნით 

2.გ ისეთი ზომების მიღება, რაც უზრუნველყოფს სურსათის სასაქონლო ბაზრებისა და მათი პროდუქციის გამართულ ფუნქციონირებას და ხელს შეუწყობს დროულ წვდომას საბაზრო ინფორმაციაზე, მათ შორის ინფორმაციაზე სურსათის რეზერვების შესახებ, იმ მიზნით, რომ შეიზღუდოს სურსათზე ფასის უკიდურესი არასტაბილურობა. 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია