GE

მიზანი 4: ხარისხიანი განათლება

ბიზნესის როლი  

ხარისხიანი განათლება მდგრადი განვითარების მიზნების სოციალურ – ეკონომიკური კომპონენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და მჭიდროდ უკავშირდება სხვა მიზნებს – სიღარიბის აღმოფხვრას, კარგ სამუშაოსა და ეკონომიკურ ზრდას, გენდერულ თანასწორობას. განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, კერძო სექტორს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს.  

მნიშვნელოვანია კომპანიების მიერ საგანმანათლებლო პროექტებში ინვესტიციების განხორციელება. განათლებაში გრძელვადიანი და სტრატეგიული ინვესტიცია ხელს შეუწყობს განათლების ხელმისაწვდომობას, ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას, შეამცირებს შეუსაბამობას არსებულ უნარებსა და შრომითი ბაზრის მოთხოვნებს შორის. განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა გააძლიერებს ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას და ინოვაციებს.  

საქართველოში კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული განათლების მიმართულებით, როგორც შიდა, ისე გარე კორპორაციული აქტივობებით. ერთი მხრივ, კომპანიები თანამშრომლობენ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, უნივერსიტეტებთან, სკოლებთან და მემორანდუმების ფარგლებში, კონკრეტული უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირებისა და შემდგომში დასაქმების შესაძლებლობას უქმნიან. ზოგიერთი კომპანია თანამშრომლობს სხვადახვა სექტორსა და ფონდთან და სტიპენდიის სახით აფინანსებს განათლებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. კომპანიების ნაწილი ხელს უწყობს პროფესიული განვითარების პროგრამებსა და ინკლუზიურ განათლებას. მეორე მხრივ, დაინტერესებულ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს კომპანიებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ. ამასთან, კომპანიები ორიენტირებულნი არიან თანამშრომელთა ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებაზე.  

კომპანიები ახორციელებენ ისეთ პროექტებსა და კამპანიებს, როგორებიცაა, სტუდენტთა მომზადება ეროვნული გამოცდებისათვის, ტექნოლოგიების სკოლა, საშინაო სკოლა, სხვადასხვა პროგრამა თანამშრომელთა გადამზადებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის.  

საკვანძო თემები 

  • ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა; 
  • ცოდნის ამაღლება და უნარების გაძლიერება; 
  • შესაძლებლობების გაძლიერება; 
  • ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა; 
  • დასაქმების ხელშწყობა 

ბიზნეს აქტივობების და გადაჭრის გზები 

  • თანამშრომლობა მთავრობასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სასწავლო პროგრამების გაუმჯობესების მიზნით, რათა ასახულ იყოს ბიზნეს საჭიროებები (დასაქმებისათვის საჭირო უნარებს); 
  • სასწავლო და სტაჟირების ისეთი პროექტების შექმნა, რომ სტუდენტებს ადრეულ ეტაპზე ჰქონდეთ კორპორატიულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა; 
  • თანამშრომელთა უნარებისა და შესაძლებლობების ზრდა სხვადასხვა პროექტითა და კურსით; 
  •  ისეთი საგანმანათლებლო პროდუქტებისა და სერვისების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას 

ბიზნეს ინდიკატორები: 

  • ქალთა გაძლიერების პრინციპები; 
  • UN Global Compact-Oxfam Poverty Footprint 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო, G4-LA9; 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-43: 

ბიზნეს ინსტრუმენტები: 

  • Corporate Human Rights Benchmark (CHRB); 
  • Impact Reporting & Investment Standards (IRIS); 
  • UN Global Compact- Oxfam Poverty Footprint 

საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები

4.1   2030 წლისთვის ყველა გოგონასა და ბიჭისთვის სრულად უფასო, თანასწორი და ხარისხიანი დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უზრუნველყოფა, რაც მათ შესაბამის და ქმედით სასწავლო შედეგებს მოუტანს 

4.2  2030 წლისთვის ყველა გოგონასა და ბიჭისთვის ადრეულ ასაკში განვითარებისა და ზრუნვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა ისინი მზად იყვნენ სკოლამდელი განათლებისათვის 

4.3 2030 წლისთვის ყველა ქალისა და მამაკაცისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მათ შორის საუნივერსიტეტო განათლების, უზრუნველყოფა 

4.3.ბ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საერთაშორისო დაცვის  მქონე  პირებისთვის. 

4.3.გ განათლების (მათ შორის უმაღლესი განათლების და პროფესიული სწავლების) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პატიმართათვის, მათი პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების ტიპისა და ინდივიდუალური რისკებისა და საჭიროებების შეფასების მიხედვით 

4.4 2030 წლისთვის იმ ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების რაოდენობის გაზრდა, რომელთაც აქვთ დასაქმებისთვის, ღირსეული სამუშაოსთვის და მეწარმეობისთვის შესაფერისი უნარები, მათ შორის ტექნიკური და პროფესიული უნარები 

4.5 2030 წლისთვის განათლებაში გენდერული უთანასწორობების აღმოფხვრა და მოწყვლადი ადამიანებისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის განათლებისა და პროფესიული სწავლების ყველა დონეზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა 

4.6 2030 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ყველა ახალგაზრდის და მოზარდების სულ მცირე 99-100%-ის, როგორც ქალების, ისე მამაკაცების მიერ, წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების ფუნქციური უნარების ფლობა 

4.7 2030 წლისთვის უზრუნველყოფილ იქნას ყველა მოსწავლის მიერ მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად ცოდნისა და უნარების შეძენა, მათ შორის მდგრადი განვითარებისა და ცხოვრების  მდგრადი წესის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, მშვიდობისა და ძალადობისგან თავისუფალი კულტურის ხელშეწყობის, გლობალური მოქალაქეობის, ასევე კულტურული მრავალფეროვნების დაფასებისა და მდგრად განვითარებაში კულტურის წვლილის აღიარებისაკენ მიმართული განათლების მეშვეობით 

4.ა ბავშვებზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ორიენტირებული და გენდერულად მგრძნობიარე სასწავლო დაწესებულებების მშენებლობა და განახლება. ყველასათვის უსაფრთხო, არაძალადობრივი, ინკლუზიური და ეფექტიანი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა 

4.გ 2030 წლისთვის კვლიფიციური მასწავლებლების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა, მათ შორის  მასწავლებელთა ტრენინგის მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია