GE

მიზანი 5: გენდერული თანასწორობა

ბიზნესის როლი 

გენდერული თანასწორობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და  ქალთა გაძლიერება არსებითია ეკონომიკური ზრდის, სოციალური განვითარებისა და ბიზნეს საქმიანობის გასაძლიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შესამჩნევია პროგრესი ამ მიმართულებით,  კანონმდებლობაში ასახულია გენდერული თანასწორობის პრინციპები და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ვალდებულებებთან, რჩება გამოწვევები პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის მისაღწევის მიმართულებით. 

ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მიღწევა სხვადასხვა მხარის, მათ შორის, ბიზნესის, ჩართულობასა და თანამშრომლობას მოითხოვს. კომპანიებს მოეთხოვებათ ადამიანის ფუნდამენტური  უფლებების, მათ შორის, ქალთა უფლებების დაცვა. თუმცა, საბაზისო ვალდებულებების მიღმა კომპანიებმა ქალთა გაძლიერებას ხელი უნდა შეუწყონ ბიზნეს საქმიანობით, ინვესტიციებითა და საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობით, პოლიტიკისა და პრაქტიკის ადაპტირებით და ქალთა გაძლიერების მიმართულებით პარტნიორული ინიციატივების განხორციელებით. 

საქართველოში გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული კამპანიები კერძო სექტორისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ღონისძიებები, ძირითადად, ორი მიმართულებით ხორციელდება: ერთი მხრივ, გენდერული თანასწორობა, როგორც პრიორიტეტი სტრატეგიულ დონეზე, კომპანიების დიდ ნაწილში, გენდერული თანასწორობა ასახულია ქცევის კოდექსსა და რეგულაციებიში, ასევე როგორც, კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიებისა და კამპანიების პრიორიტეტული მიმართულება. Მეორე მხრივ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა როლის და მენეჯერულ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის ზრდის ხელშეწყობა.  

კომპანიები ახორციელებენ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ქალი მეწარმეების დაფინანსება და ტრენინგები, პროფესიული ტრენინგების ჩატარება და დაფინანსება, ქალთა მენეჯერულ და მაღალ პოზიციებზე წარმომადგენლობის მხარდაჭერა და სხვა. 

საკვანძო თემები, რომლებსაც მიზანი მიემართება: 

  • თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა; 
  • თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; 
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა; 
  • სამუშაო ადგილზე შევიწროების აღმოფხვრა; 
  • გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროვების აღმოფხვრა; 
  • განათლების ხელმისაწვდომობა; 
  • ლიდერულ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის მხარდაჭერა 

ბიზნეს აქტივობები და პრობლემის გადაჭრის გზები 

  • სხვადასხვა სექტორში და მმართველობის ყველა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; 
  • გაწეული სამუშაოსათვის თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა; 
  • ბავშვის მოვლისა და დეკრეტული შვებულებისათვის რესურსებისა და პრაქტიკის დანერგვა; 
  • სამუშაო ადგილას ძალადობისა და შევიწროვების ყველ ფორმის აღმოფხვრა და თავიდან აცილება; 
  • თანამშრომლობა ქალ მეწარმეებთან და ქალთა მიერ დაფუძნებულ კომპანიებთან 

ბიზნეს ინდიკატორები 

  • ქალთა გაძლიერების პრინციპები (WEPs); 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო, G4-LA1: 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-LA12 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელოG4-LA13 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-DMA-b 
  •  

ბიზნეს ინსტრუმენტები: 

  • გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები (WEPs); 
  • ადამიანის უფლებათა კორპორაციული ნიშნული (CHRB); 
  • გენდერული თანასწორობის პრინციპების თვით-შეფასება;  
  • UN Global Compact- Oxfam Poverty Footprint;
  • Understand and Measuring Women’s Economic Empowerment 

საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები: 

5.ბ მოწინავე ტექნოლოგიების, კერძოდ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გაფართოება ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით 

5.1  ყველა ადგილას ყველა ქალისა და გოგონას მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის შემცირება 

5.2   ყველა ქალისა და გოგონას მიმართ საჯარო და კერძო სფეროებში ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის ტრეფიკინგის და სექსუალური და სხვა ტიპის ექსპლუატაციის, აღმოფხვრა 

5.3  ყოველგვარი მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა, როგორიც არის ბავშვთა, ადრეულ ასაკში და იძულებითი ქორწინება 

5.5  პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა სრული და ეფექტიანი მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების ყველა დონეზე ლიდერობისათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა 

5.6 2030 წლამდე, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაზე და რეპროდუქციულ უფლებებზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა,  მოსახლეობისა და განვითარების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო  პროგრამისა და პეკინის სამოქმედო პლატფორმის, ასევე მათი გადასინჯვის მიზნით გამართული კონფერენციების დასკვნითი დოკუმენტების შესაბამისად 

5.ა ზომების განხორციელება და ჩვეულებითი პრაქტიკის შეცვლა  ეკონომიკურ რესურსებზე ქალების თანასწორი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე,  მიწისა და სხვა ფორმის ქონების და მემკვიდრეობის ფლობაზე და კონტროლზე 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია