GE

მიზანი 6: სუფთა წყალი და სანიტარია

ბიზნესის როლი 

ხელმისაწვდომობა წყალსა და სანიტარიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლება და მდგრადი 
განვითარების ერთერთი ძირითადი საკითხია. კლიმატის ცვლილება და წყალზე მოთხოვნის ზრდა (მათ შორის, წარმოების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ენერგიის გამომუშავებისთვის) იწვევს წყლის ხარისხის გაუარესებას და ხელმისაწვდომობის შემცირებას. 

დღეისთვის ბიზნესი წყლის ყველაზე დიდი მომხმარებელია, რადგან ბიზნეს საქმიანობა, წარმოება და მომარაგების ჯაჭვი წყლის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. გამოწვევებთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა ითანამშრომლონ დაინტერესებულ მხარეებთან წყლის რესურსების მართვის პროცესში, შეაფასონ წარმოების პროცესში წყლის მოხმარების მაჩვენებელი, დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, რაც შეამცირებს წარმოებისას წყლის გამოყენებას, განახორციელონ ინვესტიციები წყლის გაწმენდის მიმართულებით.  

თემები, რომლებსაც მიზანი მიემართება 

  • წყლის ხარისხი; 
  • თანაბარი და უსაფრთხო ხელმისაწვდომობა წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე; 
  • წყლის ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების დაცვა  

ბიზნეს აქტივობები და გადაწყვეტის გზები  

  • წარმოებასა და ოპერაციებში წყლის მართვის ეფექტიანობის დანერგვა, განსაკუთრებით, რეგიონებში, სადაც წყლის დეფიციტია; 
  • წყლის რესურსის მართვის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება – დანერგვა წარმოებისა და მიწოდების პროცესში; 
  • ნარჩენების მართვა და წყლის დაბინძურების თავიდან აცილება; 
  • წარმოებასა და პროდუქციაში მავნე ქიმიური ნივთიერებების ამოღებალ 
  • თანამშრომლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება 

ბიზნეს ინსტრუმენტები 

  • WBCSD Global Water Tool 
  • AUQASTAT 
  • Water Footprint Network (WFN) Assessment Tool 
  • Water use assessment within LCA 

საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები 

6.1 2030 წლისთვის ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომ სასმელ წყალზე საყოველთაო და თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა 

6.2 2030 წლისთვის ყველა ადამიანისთვის ადეკვატურ და თანაბარ სანიტარიულ და ჰიგიენურ პირობებზე წვდომის მიღწევა და ღია დეფეკაციის აღმოფხვრა, საგანგებო ყურადღების მიპყრობით ქალებისა და გოგონების, ასევე მოწყვლად სიტუაციებში მყოფი ადამიანების საჭიროებებისათვის 

6.5 2030 წლისთვის წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის დანერგვა ყველა დონეზე, მათ შორის, შესაძლებლობების ფარგლებში, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გზით 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია