GE

მიზანი 7: განახლებადი ენერგია

ბიზნესის როლი  

ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია სოციალური და ეკონომიკური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. ხელმისაწვდომი და სანდო ენერგია თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა სექტორისთვის. შესაბამისად, ქვეყნისათვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მოსახლეობისა და კერძო სექტორის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფაა. ამასთან, ენერგეტიკული სექტორის მდგრად განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების შემცირება, განახლებადი ენერგიების ათვისება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა. 

2020 წელს, საქართველომ, ენერგოეფექტური პოლიტიკის და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, ენერგოეფექტურობის შესახებ ახალი კანონი მიიღო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორის კომპანიებისათვის. საქართველოში მოქმედ კომპანიათა ნაწილს გააჩნია პოლიტიკა, სამოქმედო გეგმები და ბიზნეს პროცესები ენერგოეფექტურობის და რესურსების დაზოგვის მიმართულებით.  

მეშვიდე მიზნის განხორციელების პროცესში კერძო კომპანიების მონაწილეობა შესაძლებელია ენერგოეფექტურობის მიღწევითა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებით. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა ბიზნეს საქმიანობაში დანერგონ ენერგო ეფექტურობის პრინციპები (ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება წარმოების პროცესში, განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლება, წარმოების პროცესში წყლისა და ელექტორენერგიის შემცირება, ენერგიის ეფექტიანი მართვა) და ხელი შეუწყონ სუფთა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას.  

საკვანძო თემები 

  • ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობა; 
  • განახლებადი ენერგია; 
  • ენერგო ეფექტურობა; 
  • ინვესტიცია ინფრასტრუქტურის განვითარებაში; 
  • ინვესტიცია გარემოს დაცვის მიმართულებით 

ბიზნეს აქტივობების და გადაჭრის გზები 

  • კომპანიის თანამშრომლებისა და ადგილობრივი მოსალეობის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის და ენერგოეფექტურობის საკითხებზე (ტრენინგი, ინფორმაციის მიწოდება); 
  • კომპანიის ენერგოეფექტურობის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა; 
  • ოფისებისა და დაწესებულებების ფუნქციონირება ენერგოეფექტურობის პრინციპების გათვალისწინებით („ლედ” ნათურების გამოყენება, ენერგიის სუფთა წყაროების გამოყენება) 
  • წარმოებაში  ენერგოეფექტური დანადგარების და ტექნოლოგიების გამოყენება, წყლისა და ელექტროენერგიის გამოყენების შემცირება,  
  • ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენება; 
  • მცირე ბიზნესის და მეწარმეების ხელშეწყობა ენერგოეფექტურობის მიმართულებით 

ბიზნეს ინდიკატორები 

  • GRI G4 Electric Utilities Sector Disclosures, EU10; 
  • GRI G4 Electric Utilities Sector Disclosures, EU26; 
  • CDP’s Climate Change Information Request, CC11.2; 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-EN3; 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელძღვანელო G4-EN4 

ბიზნეს ინსტრუმენტები 

  • ISO 50001 სერტიფიცირება 
  • ISO 14000 სერტიფიცირება 

საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები 

7.1 2030 წლისთვის საქართველო მიაღწევს მნიშვნელოვან პროგრესს ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომ, საიმედო და თანამედროვე ენერგომომსახურებაზე  წვდომის უზრუნველყოფის თვალსაზრისით 

7.2 2030 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოში არსებულ სხვადასხვა ენერგიებს შორის განახლებადი ენერგიის წილი 

7.3 2030 წლისთვის საქართველოში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდა 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია