GE

მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

ბიზნესის როლი 

ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებს – შრომით ურთიერთობებს, ეკონომიკურ ზრდას და ინვესტიციებს მოიცავს და დაკავშირებულია სხვა მიზნებთან: სიღარიბის აღმოფხვრასთან, განათლების ხელმისაწვდომობასთან და გენდერულ თანასწორობასთან. 

ეკონომიკური ზრდის წახალისებისა და ღირსეული, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში სახელმწიფოსთან ერთად, წამყვანი როლი აქვს  ბიზნესს. კერძო სექტორის საქმიანობა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციებს, დასაქმებას და უმუშევრობის შემცირებას. ამასთან, სექტორის განვითარების და ადგილობრივი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სექტორის ბიზნეს კომპანიებმა დანერგონ შრომის მაღალი სტანდარტები, ხელი შეუწყონ დისკრიმინაციის აღმოფხვრას, შექმნან მრავალფეროვანი და თანასწორი სამუშაო გარემო.  

საქართველოში, მერვე მიზნის განსახორციელებლად კერძო კომპანიები მუშაობენ სამი ძირითადი მიმართულებით:  სათანადო შრომითი პირობების შექმნა და შრომის უსაფრთხოება, რეგიონული განვითარება და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, წარმოების ზრდა და განვითარებაში ინვესტიციების განხორციელება. ბოლო დროს, ბიზნეს კომპანიებისათვის შრომის უსაფრთხოება განსაკუთრებით აქტუალურია და ამ მიმართულებით, ხშირია ცნობიერების ამაღლების პროექტები. კომპანიებისთვის ასევე მნიშვნელოვანია თანაბარი შესაძლებლობებისა და დასაქმების კარგი პრაქტიკის დანერგვა, მეწარმეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა.  

საკვანძო საკითხები  

  • დასაქმების ხელშეწყობა და უმუშევრობის შემცირება;  
  • დისკრიმინაციის აღმოფხვრა; 
  • ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაზრდა; 
  • ეკონომიკური განვითარება; 
  • იძულებითი და სავალდებულო შრომის აღმოფხვრა; 

ბიზნეს აქტივობები და გადაჭრის გზებიბ 

  • სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების შემუშავება ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის; 
  • მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, დაფინანსების შესაძლებლობების განვითარება, ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების პროექტების განხორციელება; 
  • თანამშრომლების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამის შემუშავება; 
  • ადამიანური რესურსების მართვისა და სამსახურში მიღების პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვა; 
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა, თანამშრომლების გადამზადება და ცნობიერების ამაღლება 

ბიზნეს ინდიკატორები 

  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-11: 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-LA2: 
  • GRI G4 მდგადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-LA9: 
  • UN Global Compact- Oxfam Poverty Footprint, PF-3.2: 
  • ქალთა გაძლიერების პრინციპები (WEPs)

ბიზნეს ინსტრუმენტები 

  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) – შრომის საერთაშორისო ნორმები;  
  • ISO 45001 სტანდარტი;  
  • ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; 
  • UN Global Compact – Oxfam Poverty Footprint 

საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები 

8.1  2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება ეროვნული გარემოებების შესაბამისად 

8.10   ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტების უნარის გაძლიერება, იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს და გააფართოვოს  საბანკო, სადაზღვევო და ფინანსურ მომსახურებებზე საყოველთაო წვდომა8.2  2030 წლისთვის ეკონომიკური პროდუქტიულობის უფრო მაღალი დონეების მიღწევა დივერსიფიცირების, ტექნოლოგიების განახლებისა და ინოვაციების მეშვეობით, მათ შორის მაღალი დამატებითი ღირებულებისა და იმ სექტორებზე ფოკუსირების მეშვეობით, რომლებიც მოითხოვს ინტენსიურ შრომას8.3   განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საწარმოო საქმიანობას, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას, მეწარმეობას, კრეატიულობას და ინოვაციას, და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა ჩამოყალიბებისა და ზრდის წახალისებას, მათ შორის ფინანსურ მომსახურებაზე მათი წვდომის უზრუნველყოფის მეშვეობით 

8.5   2030 წლისთვის ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ყველა ქალისა და მამაკაცისათვის, მათ შორის ახალგაზრდებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, პროდუქტიული დასაქმების და ღირსეული სამუშაოს, ასევე თანასწორი ღირებულების სამუშაოსთვის თანასწორი ანაზღაურების მისაღწევად 

8.6   2020 წლისთვის იმ ახალგაზრდების პროპორციული ოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება, რომლებიც არ მუშაობენ, არ სწავლობენ ან არ გადიან პროფესიულ მომზადებას 

8.7 დაუყოვნებელი და ქმედითი ზომების განხორციელება იძულებითი შრომის აღმოფხვრის, მონობის თანამედროვე ფორმებისადა ადამიანებით ტრეფიკინგის დასრულების, ბავშვთა შრომის ყველაზე უარესი ფორმების, მათ შორის ჯარისკაცი ბავშვების დაქირავებისა და გამოყენების აკრძალვისა და აღკვეთის მიზნით; ხოლო 2025 წლისთვის ბავშვთა შრომის ყველა ფორმის აღმოფხვრა 

8.8 შრომითი უფლებების დაცვა და უსაფრთხო და დაცული შრომითი გარემოს შექმნა ყველა მომუშავე პირისთვის, მათ შორის მიგრანტი მუშაკებისთვის, განსაკუთრებით კი მიგრანტი ქალებისა და არასაიმედოდ დასაქმებულებისათვის 

8.9 2025 წლისთვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი ტურიზმის მხარდასაჭერად, რომლის შედეგად იქმნება სამუშაო ადგილები და ხდება ადგილობრივი კულტურისა და პროდუქტების პოპულარიზაცია 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია