GE

მიზანი 9: მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა

ბიზნესის როლი 

დღეისთვის, გამართული ინფრასტრუქტურა, რესურსები, საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიები ბიზნეს საქმიანობის წარმართვის საფუძველია. ამასთან, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები. 

თუმცა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, გამართული სატრანსპორტო სისტემები, ინოვაციური პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. Პრობლემა, განსაკუთრებით, რეგიონებს ეხება. ეს გამოწვევა, შეიძლება,  განხილულ იქნას, როგორც შესაძლებლობა ბიზნესისთვის, ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის განახლებას და ადაპტირებას, ინოვაციებს და კვლევას.  

კომპანიებისათვის მნიშვნელოვანია მუშაობა რეგიონებში და ადგილობრივი სტარტაპების დახმარება, ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნის ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება ინოცავიების მიმართულებით, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უნარების ჩამოყალიბება-გაძლიერებას,  რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, ინფრასტრუქტურის განახლებასა და აღდგენას და კომპანიების ბიზნეს საქმიანობის რეგიონებში გაფართოებას.  

თემები, რომლებსაც მიზანი მიემართება 

  • ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში; 
  • ინვესტიციები გარემოს დაცვის მიმართულებით; 
  • ფინანსურ სერვისებზე ხელმსაწვდომობა; 
  • კვლევა და განვითარება; 
  • ინოვაციები და სტარტაპების ხელშეწყობა 

ბიზნეს აქტივობები და გადაწყვეტის გზები 

  • ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ბიზნეს საქმიანობის მიერ გარემოსთვის მიყენებულ ზიანს; 
  • ინოვაციების და განვითარების მიმართულებით კვლევების ხელშეწყობა და დაფინანსება; 
  • Სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, ახალგაზრდული სტარტაპების დაფინანსება და შესაძლებლობების გაზრდა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა; 
  • ინფრასტრუქტურისა და საჯარო სივრცეების განახლება და ადაპტირება; 
  • Ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების გაზრდა რეგიონებში; 
  • პარტნიორული პროექტების განხორციელება რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მეწარმეობის ხელშეწყობის და ინოვაციების მიმართულებით; 
  • თანამშრომლობა შშმ მქონე პირებთან და კონსულტაცია ინფრასტრუქტურის ადაპტირებისას;  

ბიზნეს ინდიკატორების მაგალითები 

  • Access to Medicine Index, F.III.2; 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების სახელმძღვანელო G4-EC7 
  • GRI G4 Financial Services Sector Disclosures, FS7 
  • GRI G4 Electric Utilities Sector Disclosures, former EU8:  

ბიზნეს ინსტრუმენტები 

  • Impact Reporting & Investment Standards (IRIS) 

საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები: 

9.2 ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობა და 2030 წლისთვის დასაქმებასა და მთლიან შიდა პროდუქტში მრეწველობის წილის მნიშვნელოვანი ზრდა ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით 

9.3  მცირე და საშუალო ზომის სამრეწველო და სხვა მეწარმეობისთვის ფინანსურ მომსახურებებზე წვდომის გაზრდა და მათი ინტეგრირება საწარმოო ჯაჭვებსა და ბაზრებში  

9.5 სამეცნიერო კვლევების გაძლიერება, სამრეწველო სექტორების ტექნოლოგიური შესაძლებლობების განახლება, მათ შორის 2030 წლისთვის ინოვაციების წახალისება და ყოველ 1 მილიონ ადამიანზე კვლევებისა და განვითარების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის, აგრეთვე საჯარო და კერძო კვლევებისა და განვითარების დანახარჯების მნიშვნელოვნად გაზრდა 

9.ბ ადგილობრივი ტექნოლოგიის განვითარების, კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა, ხელშემწყობი პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის ჩათვლით. მათ შორის, სამრეწველო დივერსიფიცირების და ფართო მოხმარების საქონლისთვის ღირებულების დამატების მეშვეობით 

9.გ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე წვდომის მნიშვნელოვნად გაზრდა და 2020 წლისთვის ინტერნეტზე საყოველთაო  წვდომის უზრუნველსაყოფად ზომების მიღება 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია