GE

„ეფეს საქართველო“ ხელს უწყობს ქალ თანამშრომლებს

“ეფეს საქართველო” ორიენტირებულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე. კომპანია შესაძლებლობას აძლევს ქალ თანამშორმლებს, იმუშაონ ხელმძღვანელ პოზიციებზე და 100 %-ით ანაზღაურებს მათ დეკრეტულ შვებულებას. ეფეს საქართველომ“ გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განახორციელა საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა კომპანიების მხრიდან ხელს უწყობს ქალთა განვითარებასა და გაძლიერებას. კომპანიის მიერ წამოწყებული პროექტი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, ეხმარება ქალებს არამარტო დასაქმებაში, არამედ ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობასა და კარიერულ განვითარებაში. დეკრეტული შვებულება ყველა ქალისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. კომპანია ამ მხრივაც ზრუნავს თანამშრომლებზე და უნაზღაურებს დეკრეტული შვებულების 100%-ს.

SDG 5 გენდერული თანასწორობა

აღნიშნული მიდგომით, კომპანია „ეფეს საქართველო“ ეხმიანება მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანს – გენდერულ თანასწორობას. კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯები ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა განვითარებას და გაძლიერებას.

SDG 8 ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

„ეფეს“ საქართველო, გარდა მდგრადი განვითარების მე-5 მიზნისა, ამ მიდგომით ხელს უწყობს მე-8 მიზნის განხორციელებასაც. თანამშრომლების ხელშეწყობით, კომპანია ხელს უწყობს ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნასა და დამკვიდრებას. 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია