მსოფლიო ბანკის კეთილსინდისიერების სტანდარტიკორუფციის დასაძლევად
მსოფლიო ბანკი – საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა, რომლის შექმნის მიზანი განვითარებადი ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარებაა. როგორია მსოფლიო ბანკის სტრატეგია კერძო სექტორში კორუფციის დასაძლევად, რაში მდგომარეობს ამ თვალსაზრისით ძირითადი გამოწვევები და როგორ უმკლავდება მათ ორგანიზაცია – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მსოფლიო ბანკის კეთილსინდისიერების შესაბამისობის ოფიცერი ლისა კრისტინ მილერი საუბრობს.
ლისა კრისტინ მილერი, მსოფლიო ბანკის კეთილსინდისიერების შესაბამისობის ოფიცერი
გაგვაცანით მსოფლიო ბანკის ძირითადი ანტიკორუფციული ინიციატივები, განსაკუთრებით, კი ისინი, რომლებიც კერძო სექტორზეა მიმართული.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის ძალისხმევის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც კერძო სექტორში კეთილსინდისიერების შესაბამისობის ხელშეწყობას ემსახურება, არის სანქციის ძირითად ფორმად შეზღუდვისგან პირობითი გათავისუფლების გამოყენება. ეს სანქცია ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ბანკის ჯგუფის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობენ და ამას ადასტურებს დაწესებულების ადმინისტრაციული სანქციების სისტემა. პირობითი გათავისუფლების შემთხვევაში სუბიექტს შესაძლებელია, მოეხსნას სანქცია მინიმალური პერიოდის გავლის შემდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამოიჩენს გარკვეულ სარეაბილიტაციო ძალისხმევას, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა კეთილსინდისიერების შესაბამისობის პრინციპებთან შესაბამისი ზომების მიღება, როგორც ეს ბანკის ჯგუფის კეთილსინდისიერების შესაბამისობის ოფიცრის მიერ არის განსაზღვრული. ამგვარი ზომების მიღებით, სუბიექტები იმოქმედებენ ბიზნესის კეთილსინდისიერების გაზრდილი სტანდარტების შესაბამისად და შეამცირებენ იმ ტიპის გადაცდომის განმეორების რისკს, რომელმაც სანქციები გამოიწვია.
როგორ უწყობს ხელს მსოფლიო ბანკი კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ კოლექტიურ ქმედებებს და რა არის ამის წარმატებული მაგალითები?
კეთილსინდისიერების პრინციპების ხელშესაწყობად ბანკის ჯგუფის კეთილსინდისიერების პრინციპებთან შესაბამისობის ოფისი (ICO) სხვადასხვა გზით მხარს უჭერს კოლექტიურ ქმედებებს. მაგალითად, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის კერძო სექტორთან, სემინარების ჩატარებისა და სასწავლო სახელმძღვანელოების შემუშავების მეშვეობით, რაც ხელს უწყობს კეთილსინდისიერების ამაღლების ზომების დანერგვას. ამგვარი ძალისხმევის ბოლო მაგალითებია: (i) კეთილსინდისიერების შესახებ ცოდნის გაზიარების ონლაინ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო წვდომას სასწავლო პროგრამებზე, სახელმძღვანელო მითითებებზე, რესურსების ბმულებზე და საკომუნიკაციო ქსელზე.(https://www.integritycomplianceknowledgehub.org/); და (ii) მცირე და საშუალო ბიზნესის კეთილსინდისიერების პრინციპებთან შესაბამისობის პროგრამები – პრაქტიკული სახელმძღვანელო და რესურსები, გამოცემული იუსტიციის სამინისტროს, კორეის რესპუბლიკისა და ICO-ს მიერ. (https://documents.worldbank.org/en/publication/documents-reports/documentdetail/099717003082422668/idu1a80129c3178a91493c1b3521418d07f88f2e).
როგორ უჭერს მხარს მსოფლიო ბანკი კერძო სექტორს და როგორ თანამშრომლობს ის კეთილსინდისიერებისა და ანტიკორუფციულ პრინციპებთან შესაბამისობის გასაძლიერებლად სხვადასხვა დარგთან?
მენტორობის პროგრამების მეშვეობით, ICO აერთიანებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ბანკის ჯგუფის მიერ სანქციებისგან გათავისუფლდნენ, რადგან დაკმაყოფილდა გათავისუფლებისთვის დაწესებული პირობები, და ამჟამად სანქცირებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ICO-სთან მუშაობენ, რათა დააკმაყოფილონ მათთვის დაწესებული პირობები, რაც მათთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას შექმნის.ამგვარი ურთიერთსწავლების პროცესი, რომელიც ხშირად ერთსა და იმავე რეგიონში და/ან ერთსა და იმავე დარგში მომუშავე ორგანიზაციებს მოიცავს, ICO-ს კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
თქვენი აზრით, რა ძირითადი გამოწვევები დგას კერძო სექტორის წინაშე, როდესაც საქმე ეხება ეფექტიანი ანტიკორუფციული ღონისძიებების განხორციელებას და როგორ უმკლავდება მსოფლიო ბანკი ამ გამოწვევებს?
ICO ხშირად ისმენს კომპანიებისგან, რომ ძირითადი გამოწვევა, რომელსაც ისინი აწყდებიან კეთილსინდისიერების პრინციპების დასაცავად ეფექტიანი ზომების დანერგვისას, დაკავშირებულია ამგვარი ზომების შემუშავებასთან და მათ კომპანიების საოპერაციო კონტექსტთან მორგებასთან. იმისათვის, რომ კომპანიებს ამ საკითხის გადაჭრაში დავეხმაროთ, არამარტო ძირითადი პრინციპები უნდა იყოს გათვალისწინებული კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, მათი განხორციელების მეთოდი, არსებული რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით, მორგებული უნდა იყოს კომპანიაში არსებულ მდგომარეობას. ძირითადი დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება ICO-ს მიერ კომპანიის კეთილსინდისიერების პრინციპებთან შესაბამისობის ზომების მიმოხილვისას, არის:
ბანკის ჯგუფის კეთილსინდისიერებასთან შესაბამისობის სახელმძღვანელო მითითებები (https://thedocs.worldbank.org/en/doc/06476894a15cd4d6115605e0a8903f4c-00-SWorldbank. Compliance-guidelines.pdf)
და MDB ზოგადი პრინციპები ბიზნესის კეთილსინდისიერების პროგრამებისთვის (https://thedocs.worldbank.org/en/doc/528f96BFD7A3991FBA23747E20ED6DC0-0530012023/mdb-ntelualderal. .pdf), რომლებიც შემუშავდა ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით.
თქვენი აზრით, რომელმა ახალმა, ან ახლად წარმოჩენილმა ანტიკორუფციულმა ტენდენციებმა შეიძლება სამომავლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში?
ამჟამად მიმდინარეობს აქტიური დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავზომოთ კეთილსინდისიერების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გაწეული ძალისხმევის ეფექტიანობა. იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსია გადავა რაოდენობრივი ფაქტორების განხილვიდან ხარისხობრივ შეფასებებზე, რაც ფოკუსირებული იქნება შედეგებსა და ზემოქმედებაზე. მაგალითად, გარდა იმისა, რომ ფოკუსირება უნდა მოხდეს თანამშრომლების/ბიზნეს პარტნიორების/პროექტების რაოდენობაზე, რომლებმაც სათანადო გადამოწმება გაიარეს, ყურადღება ასევე უნდა მიაქციოთ იმას, კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე შეფერხებას კომპანიის საქმიანობაში და გამოვლინდა თუ არა ის ასეთი მიმოხილვის შედეგად. ანალოგიურად, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ მომზადდეს მოხსენება იმის შესახებ, თუ რამდენი მამხილებელი შეტყობინება იქნა მიღებული, კომპანიის მიერ აუცილებლად უნდა შეფასდეს, თუ რა რეაგირება ჰქონდა მას ამგვარ შეტყობინებებზე; რა მოიმოქმედა მან ამგვარი შეტყობინებების მიღების შემდეგ და რა შედეგი მოჰყვა პრობლემის გადასაჭრელად მიღებულ ზომებს. საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელოვნური ინტელექტი კეთილისინდისიერების ძალისხმევასთან დაკავშირებით, ასევე განვითარების სტადიაზეა და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს…