ჰ&მ-ის ცირკულარული მოდის ინდუსტრია
1947 წელს შვედეთის ქალაქ ვასტეროსში ერლინგ პერსონის მიერ დაარსებული კომპანია, „Hennes & Mauritz AB“ (H&M) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო მოვაჭრეა მოდის სფეროში, რომელიც ტრენდულ და ხარისხიან სამოსს საუკეთესო ფასად გვთავაზობს, მოდის მდგრადი განვითარებისათვის. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, იპოვონ ტრენდული მოდელები და უნიკალური დიზაინერული კოლაბორაციები, გარდერობის აუცილებელი ნივთები ხელმისავწდომ ფასად, აქსესუარები სტილის უფრო მეტად გამოკვეთისათვის, ასევე – სპორტული სამოსი მოტივაციის ასამაღლებლად. მაგრამ H&M ბევრად მეტია, ვიდრე – მხოლოდ მოდა. ფასის, ხარისხისა და მდგრადობის პრინციპებით, რომლებიც კომპანიის დნმ-შია ჩადებული, H&M-ი არა მხოლოდ საკუთარი სტილის აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს, არამედ მოდის სამყაროში უფრო მდგრადი მომავლის შექმნის შესაძლებლობასაც გვთავაზობს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ პლანეტაზე, სადაც რესურსები შეზღუდულია და კლიმატის კრიზისი გვემუქრება, კორპორაციული პასუხისმგებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამიტომ H&M-თვის პრიორიტეტულია აწარმოოს ისეთი პროდუქცია, რომლის გამოყენება მრავალჯერადად იქნება შესაძლებელი საბოლოო გადამუშავებამდე. საამისოდ კომპანიას გრძელვადიანი სტრატეგია აქვს გაწერილი, რომლის შესახებაც გვესაუბრება პასკალ ბრუნი, H&M-ის გლობალური მდგრადობის მენეჯერი.
კომპანიაში განმარტავენ, რომ პლანეტაზე, სადაც რესურსები შეზღუდულია და კლიმატის კრიზისი გვემუქრება, კორპორაციული პასუხისმგებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამიტომ H&M-თვის პრიორიტეტულია აწარმოოს ისეთი პროდუქცია, რომლის გამოყენება მრავალჯერადად იქნება შესაძლებელი საბოლოო გადამუშავებამდე. საამისოდ კომპანიას გრძელვადიანი სტრატეგია აქვს გაწერილი, რომლის შესახებაც გვესაუბრება პასკალ ბრუნი, H&M-ის გლობალური მდგრადობის მენეჯერი.
გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, მოდის ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს: სწრაფი მოდა, რომელიც ასე პოპულარულია მომხმარებელთა შორის, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გარემოს. როგორი პოზიცია აქვს H&M-ს ამ საკითხთან დაკავშირებით და რას აკეთებთ ამ პრობლემის გადასაჭრელად?
ჩვენ გვაქვს ვალდებულება, განვახორციელოთ ცვლილება მოდის უკეთესი მომავლისკენ. აქ იგულისხმება როგორც მდგრადობის გაუმჯობესება ღირებულებათა ჯაჭვში, ასევე – მდგრადი ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის წარმოჩენა.
მდგრადობა ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. H&M ჯგუფის მდგრადობის ხედვა გულისხმობს სათავეში ჩავუდგეთ ცირკულარული მოდის ინდუსტრიაზე გადასვლის პროცესს, რაც მოიაზრებს კლიმატზე ნულოვან ზემოქმედებას, ასევე – სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებს. ცირკულარულობა ნიშნავს რესურსების ოპტიმიზაციას და ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანას, რაც გულისხმობს მოდის დიზაინის შექმნას, წარმოებასა და გამოყენებას ისეთი ფორმით, რომ იგი არასოდეს იქცეს ნარჩენებად, გამოიყენონ, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე არ მოხდება დანიშნულების შეცვლა ან ხელახალი გადამუშავება.
H&M ჯგუფს არ სურს სამოსის გადაყრის მიდგომაში წვლილის შეტანა. ჩვენ არ ვემხრობით სწრაფ მოდას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს, შემოსავლის მიუხედავად, ხელი მიუწვდებოდეს მოდაზე, რომელიც უფრო მდგრადი წყაროებიდან მიღებული მასალებით იქნება დამზადებული. გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისათვის მასალების 100% იქნას გადამუშავებული ან უფრო მდგრადი წყაროებიდან მიღებული, 2025 წლისთვის კი – გადამუშავებული მასალების უკვე 30% რესურსის სახით გამოვიყენოთ.
წინა წელს ჩვენ სამჯერ, 17.9%-მდე გავზარდეთ გადამუშავებული მასალების წილი, ასევე გავზარდეთ უფრო მდგრადი წყაროებიდან მიღებული მასალების წილი 80%-მდე, რაც ჩვენი მიზნების მისაღწევად წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო.
H&M წლების განმავლობაში ამახვილებს ყურადღებას მდგრად და ეთიკურ წარმოებაზე. ბრენდი ბევრს მუშაობს ამ მიმართულებით და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ეკოინოვაციურ პროექტს, მათ შორის გადამუშავებული ნარჩენებიდან მიღებულ ახალი ტიპის ბოჭკოებს, რაც წარმატებით გამოიყენება თავად კომპანიის პროდუქციის დასამზადებლად. მოგვიყევით ამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ. რა როლს ასრულებენ ისინი თქვენი ბრენდის მსოფლმხედველობის პოპულარიზაციაში?
გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის მდგრადობა მარკეტინგის ინსტრუმენტს არ წარმოადგენს. 20 წელიწადზე მეტია, რაც მდგრადობის მიმართულებით ვმუშაობთ – ჯერ კიდევ 1997 წელს ქცევის კოდექსზე დავიწყეთ მუშაობა, რომელიც იქცა უფრო დიდი ინიციატივის ნაწილად: ეს არის ვალდებულება მდგრადობასთან დაკავშირებით, რაც განსაზღვრავს მოთხოვნებს ღირსებული სამუშაო ადგილის, ჯანსაღი ეკოსისტემისა და ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ, მაგრამ იგი ასევე განსაზღვრავს, თუ როგორ შეგვიძლია ერთად მუშაობა ღირებულებათა ჯაჭვის ფარგლებში მდგრადობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთვის მდგრადობა ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია ზრდის მიზნებსა და მდგრადი განვითარების მიზნებს ჩვენთვის თანაბარი მნიშვნელობა აქვს, ისინი გვერდიგვერდ არსებობენ და სრულად ურთიერთდაკავშირებულნი არიან.
ახალი მასალები, გადამუშავების ტექნოლოგიები და ბიზნესმოდელები, რომლებიც ხელს უწყობენ წრიულობას, რესურსების მოხმარებისა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას, საჭიროა ჩვენი ბიზნესისა და მოდის ინდუსტრიის გარდასაქმნელად. ჩვენ მუდმივად განვსაზღვრავთ, ვამოწმებთ ახალ გადაწყვეტილებებს და ვზრდით მასშტაბს. ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია ზრდისა და რესურსების მოხმარების ერთმანეთისაგან განცალკევება ცირკულარული ბიზნესმოდელების დანერგვისა და მასშტაბირების გზით, რაც გაზრდის მრავალჯერად გამოყენებას კომერციული მიზანშეწონილობის პირობებში, მაგალითად სხვა გზებთან ერთად, გაქირავებისა და რეკომერციალიზაციის მეშვეობით. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გვაახლოებს მიზანთან – მივაღწიოთ ნულოვანი ნახშირბადის ემისიის დონეს 2040 წლისათვის და 56%-ით შევამციროთ სრული ემისიები.
ჩვენი ცირკულარული ინოვაციების ლაბი მხარს უჭერს ინოვაციებს ადრეულ ეტაპზე ახალი და უფრო მდგრადი მასალებისა და ტექნოლოგიების შესაფასებლად. აქ საცდელი კონცეპტუალური პროექტები წინა-კომერციულ პროექტებად გარდაიქმნება და სრულ გზას გადის კომერციულ წარმოებამდე.
ჩვენი საინვესტიციო ჯგუფის, H&M CO:LAB-ის მეშვეობით, ინვესტიციებს ვდებთ იმ კომპანიებში, რომლებიც ავითარებენ ტექნოლოგიებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას, ცირკულარული და მდგრადი მომავლის შექმნისათვის.
დღეს მსოფლიო განსხვავებულია და ადამიანებსაც სხვადასხვა მოთხოვნა აქვთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვსურს, რომ მოდა ხელმისაწვდომი და სიხარულის მომტანი იყოს ყველასთვის. მაგრამ იმ ეკოლოგიური და სოციალური სირთულეების გამო, რომელთა წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას, ვალდებულნი ვართ, შევცვალოთ ჩვენი საქმიანობის გზები.
კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს ჩვენი საქმიანობა ინოვაციებს მოდის ინდუსტრიაში ცირკულარულობის მისაღწევად, არის H&M-ის ფონდის ჯილდო გლობალური ცვლილების დარგში. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ადრეულ ეტაპზე მყოფი ინოვაციების შემთხვევაში და უდიდესია მოდის ინდუსტრიაში. ამ ჯილდოს „მოდის ნობელის პრემიასაც“ კი უწოდებენ. მისი მიზანია დაიცვას პლანეტა და ჩვენი სასიცოცხლო პირობები. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე www.globalchangeaward.com და www.hmfoundation.com
“H&M-ში ჩვენ გამოვიწვიეთ საკუთარი თავი, რათა მოდა მდგრადად გვექცია, მდგრადობა კი მოდურად,” განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-იოჰან პერსონმა. რა უპირატესობები აქვს მდგრადობას მოდის ინდუსტრიაში ისეთი ბრენდისთვის როგორიც თქვენ ხართ?
ჩვენი ხედვის თანახმად, მოდა და დიზაინი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველასთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ის ასევე კარგი იქნება ადამიანებისთვის, პლანეტისთვის, ჩვენი დარგისა და ბიზნესისთვის. ჩვენი საქმიანობის გლობალური მასშტაბი გვაკისრებს ცვლილებების მართვის პასუხისმგებლობას. ჩვენ გვსურს, გამოვიყენოთ ჩვენი ზომა და მასშტაბი, რათა მივაღწიოთ ღირებულებათა ჯაჭვის შინაარსიან გარდაქმნას დადებითი ზემოქმედების მიმართულებით — იქნება ეს პროდუქციის დიზაინის შექმნა, ნედლეულის მოპოვება, წარმოება, ტრანსპორტირება, გაყიდვა თუ მოხმარება, ხელახალი გამოყენება და გადამუშავება. ჩვენი გავლენა ყველაზე მეტია იქ, სადაც ყველაზე მტკიცე ურთიერთობები გვაქვს. ამიტომაც ვირჩევთ, ვიმუშაოთ მათთან ერთად, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებსა და ვალდებულებებს დადებითი გავლენის მოსახდენად. ძლიერი, გრძელვადიანი ურთიერთობები, რომლებსაც ვამყარებთ ჩვენს პარტნიორებთან – მომწოდებლებთან, გადამზიდავებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან – ხელს უწყობს ჩვენს სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების პროცესში.
H&M-ს 5000-ზე მეტი მაღაზია აქვს მსოფლიოში, რაც ერთგვარი განაცხადია მრავალი კუთხით, მათ შორის მომხმარებელზე ზემოქმედების თვალსაზრისითაც. რამდენად ახდენთ თქვენი პასუხისმგებლობის რეალიზებას მომხმარებელთან მიმართებით და რამდენად გსურთ, რომ შეცვალოთ მომხმარებლის ქცევა, აამაღლოთ მათი პასუხისმგებლობის გრძნობა გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით? რას აკეთებს H&M ამ მიმართულებით?
რამდენადაც ვცხოვრობთ პლანეტაზე, სადაც რესურსები შეზღუდულია და კლიმატის ცვლილება გვემუქრება, გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი ინდუსტრია გარდავქმნათ, რათა იგი გახდეს უფრო წრიული, გადავიდეთ ეკონომიკაზე, რომელშიც მოდა არასოდეს გადაიქცევა ნარჩენებად, არამედ – საბოლოოდ გადამუშავებაამდე მოხდება მისი მრავალჯერადი გამოყენება. როგორც დიდი ზომის მოდის კომპანიამ, ჩვენ მნიშვნელოვანი როლი უნდა შევასრულოთ მოდის წარმოებისა და მოხმარების გზების ცვლილების თვალსაზრისით.
მოსალოდნელია, რომ 2050 წლისათვის ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა თითქმის 10 მილიარდს მიაღწევს და გვინდა, გავაგრძელოთ დემოკრატიული, მდგრადი მოდის შექმნა მომავალშიც. ამავე დროს, უნდა უზრუნველვყოთ მოდის ინდუსტრიის გარემოზე ზემოქმედების შემცირება. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ჩვენ გვჭირდება პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების ახალი გზების მოძიება. ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო წრიულები და დავრწმუნდეთ, რომ პროდუქტები მაქსიმალურად დიდხანს გაძლებს და მრაველჯერ მოხდება მათი ხელახალი გამოყენება.
H&M ჯგუფში გვჯერა, რომ ჩვენს დარგში გამჭვირვალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი ცვლილებების ხელშეწყობის თვალსაზრისით, რადგან ამით იქმნება როგორც შედარების შესაძლებლობა, ასევე – ანგარიშვალდებულებაც. გამჭვირვალობა ჩვენს მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს შეძენის დროს. ამავე დროს, იგი საშუალებას აძლევს ბიზნესს მიიღოს უკეთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც გააუმჯობესებენ მდგრადობას და ხელს შეუწყობენ დადებით ცვლილებებს.
ამავე დროს, ჩვენ მუდამ ვმუშაობთ, რათა უფრო მეტი ინფორმაცია გავხადოთ ხელმისაწვდომი პროდუქტის დონეზე. მაგალითად, 2019 წლის გაზაფხულიდან, H&M ბრენდი იძლევა ვრცელ ინფორმაციას ყველა კატეგორიის პროდუქტთან დაკავშირებით ონლაინ მაღაზიაში, მათ შორის ხელმისაწვდომია ქარხნის დასახელება, თანამშრომელთა რაოდენობა და ინფორმაცია გამოყენებულ მასალებთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ სამოსს უფრო მდგრადი ფორმით.
ცოდნის გაზიარების გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ წინსვლას, რომელიც ჩვენი ინდუსტრიის ფარგლებს სცდება.
რა სამომავლო გეგმები აქვს H&M-ს მდგრადი მოდის შემდგომი განვითარებისა და პოპულარიზაციის მხრივ სამხრეთ კავკასიის რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში?
H&M-ში ჩვენ გვაქვს ვალდებულება შევქმნათ ძალიან კარგი მოდა საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის. ჩვენი ყველა პროდუქტი დამზადებულია მათ შემქმნელ ადამიანებსა და გარემოზე ზრუნვის პირობებში.
სამოსი, რომელშიც უფრო მდგრადი მასალებია გამოყენებული, არის ყველა განყოფილებაში, მთელი წლის განმავლობაში. 2020 წლიდან, ჩვენ მიერ გამოყენებული ბამბის 100% გადამუშავებული ან უფრო მდგრადი გზით არის მიღებული.
მოდის ინდუსტრია მძიმე ტვირთად აწევს ბუნებრივ რესურსებს, ამიტომ H&M ჯგუფს განსაზღვრული აქვს მკაფიო მიზნები მომავლისათვის: ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისათვის მასალების 100% იყოს გადამუშავებული ან უფრო მდგრადი წყაროებიდან მიღებული.
ტანსაცმლის ჩაბარების ინიციატივა საქართველოში H&M-ის გახსნის დღეს, 2017 წელს დაინერგა. H&M-ი იყო მოდის პირველი ბრენდი, რომელმაც 2013 წლის გაზაფხულზე წამოიწყო სამოსის ჩაბარების ინიციატივა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ინიციატივით, გვინდა შევთავაზოთ მომხმარებლებს მარტივი გამოსავალი, რათა ძველ ქსოვილებს ახალი სიცოცხლე შესძინონ, მათი ბრენდისა და მდგომარეობის მიუხედავად. დამატებითი ინფორმაცია ტანსაცმლის ჩაბარების პროგრამისა და გადამუშავების ინიციატივების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Collect, recirculate and recycle – H&M Group (hmgroup.com) .
კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიტუაციის გამო ქვეყანაში დროებით შეჩერებულია გადამუშავების ინიციატივა, მაგრამ ჩვენი მიზანია უახლოეს მომავალში კვლავ ავამოქმედოთ ტანსაცმლის ჩაბარების პროგრამა, რათა ქართველი მომხმარებელი შთავაგონოთ და მივცეთ შესაძლებლობა და მოტივაცია, თავიანთი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიური წრის შეკვრაში.