მწვანე ტაქსონომია: მდგრადი ინვესტირების ჩარჩო
ავტორი: მეგი შუბალიძე
გარემოს დაცვის მენეჯერი
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
2015 წელი მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებისთვის გლობალურ ძალისხმევაში მნიშვნელოვანი თარიღია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ისეთ ძირითად შეთანხმებებს, როგორებიცაა ადის აბებას მოქმედების დღის წესრიგი განვითარების დაფინანსების შესახებ, 2030 წლის დღის წესრიგი 17 მდგრადი განვითარების მიზნით (SDGs) და პარიზის Შეთანხმება. პარიზის შეთანხმება ქვეყნებს ავალდებულებს, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვას, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მცდელობას, პრეინდუსტრულ დონესთან შედარებით, აღიარებს რა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კლიმატის ცვლილების რისკებს და შედეგებს;. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ამ ვალდებულებების შესრულება გადამწყვეტი იქნება საგანგებო კლიმატური მდგომარეობის მოსაგვარებლად. როგორც საჯარო, ისე კერძო რესურსების მობილიზება აუცილებელია გლობალური მიზნების მისაღწევად, რაც მოითხოვს საჯარო ფინანსური ინსტიტუტების, ბანკების, ინვესტორების, კორპორაციებისა და კაპიტალის ბაზრების აქტიურ ჩართულობას მდგრადი და მწვანე ფინანსური ნაკადების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ინვესტორების ინფორმირება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის ხელშემწყობი საქმიანობების აუცილებლობის შესახებ.
მწვანე ტაქსონომია არის კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი გარემოსდაცვითი ეფექტების (კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის) მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს შესაბამისი ტექნიკური კრიტერიუმებისა და ინდიკატორების განსაზღვრით; მწვანე და სოციალური პროექტების/პროდუქტების კლასიფიცირებითა და მკაფიო განსაზღვრებით, მწვანე ტაქსონომია ახდენს ე.წ. greenwashing და social washing-ის პრევენციას, ამასთან, მწვანე ინვესტიციები ზრდის ბაზრისადმი სანდოობას. მწვანე, მდგრადი ან კლიმატის ცვლილების შერბილება/ადაპტაციისკენ მიმართული დაფინანსების ტაქსონომიების შემუშავება ფუნდამენტურია მწვანე დაფინანსების სისტემის შესაქმნელად. ფინანსურმა სექტორმა გარემოსდაცვითი მოსაზრებები, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილება, უნდა დააინტეგრიროს რისკისა და შესაძლებლობების ანალიზში.
მწვანე ტაქსონომიების უპირველესი მიზნები მოიცავს გამჭვირვალობის გაზრდას ისეთი მკაფიო სახელმძღვანელო მითითებების დადგენით, როგორიცაა: მწვანე ინვესტიციის განმარტება, არამწვანე პროდუქტის მწვანედ კლასიფიცირების (greenwashing) თავიდან აცილება მკაცრი სტანდარტების დაწესებით, კაპიტალის მობილიზება პროექტებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლასდა მარეგულირებელი ორგანოსგან წამახალისებელი ინსტრუმენტების შემუშავების ხელშეწყობას.
მწვანე ტაქსონომია, როგორც წესი, მოიცავს ტექნიკური სკრინინგის კრიტერიუმებს, რაც გულისხმობს გარემოზე ზემოქმედების სამეცნიერო შეფასებებზე დაფუძნებულ დეტალურ მოთხოვნებს, რომლებსაც საქმიანობა უნდა აკმაყოფილებდეს მდგრადად კლასიფიცირებისთვის. „არ მიაყენო მნიშვნელოვანი ზიანი“ (DNSH) პრინციპი უზრუნველყოფს, რომ საქმიანობა ხელს უწყობდეს ეკოლოგიურ ამოცანების შესრულებას, სხვა გარემოსდაცვითი მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშე. გარდა ამისა, მინიმალური სოციალური გარანტიები უზრუნველყოფს შრომის ფუნდამენტურ უფლებებთან და სოციალურ სტანდარტებთან შესაბამისობას, შესაბამისად, მდგრადი საქმიანობა მაქსიმალურად ითვალისწინებს ადამიანის უფლებებსა და სოციალურ კეთილდღეობას.
მწვანე ტაქსონომია არის კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი გარემოსდაცვითი ეფექტების (კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის) მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს შესაბამისი ტექნიკური კრიტერიუმებისა და ინდიკატორების განსაზღვრით; მწვანე და სოციალური პროექტების/პროდუქტების კლასიფიცირებითა და მკაფიო განსაზღვრებით, მწვანე ტაქსონომია ახდენს ე.წ. greenwashing და social washing-ის პრევენციას, ამასთან, მწვანე ინვესტიციები ზრდის ბაზრისადმი სანდოობას.
ევროკავშირმა (EU) შეიმუშავა ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი მწვანე ტაქსონომია, რომელიც ძალაში 2020 წელს შევიდა. იგი აკლასიფიცირებს აქტივობებს, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ექვს გარემოსდაცვით მიზანში: კლიმატის ცვლილების შერბილება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, წყლისა და საზღვაო რესურსების მდგრადი მოხმარება და დაცვა, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა, დაბინძურების პრევენცია და კონტროლი, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა. ევროკავშირის ტაქსონომია ადგენს დეტალურ ტექნიკურ სკრინინგ კრიტერიუმებს თითოეული მიზნისთვის, რაც უზრუნველყოფს მხოლოდ ჭეშმარიტად მდგრადი საქმიანობის კლასიფიცირებას.
გლობალური ტენდენციების შესაბამისად, საქართველომ ეროვნული ბანკის მეშვეობით, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, შეიმუშავა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია. ეს ინიციატივა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია მწვანე ინვესტიციების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი საკითხების ფინანსურ სისტემებში ინტეგრაციისთვის. ტაქსონომიის კატეგორიები და ტექნიკური კრიტერიუმები მიჰყვება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და აერთიანებს ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკურ მახასიათებლებს, რაც უზრუნველყოფს მის რეალისტურობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ქართული მწვანე ტაქსონომია მიზნად ისახავს ინვესტიციების წარმართვას მდგრადი პროექტების იდენტიფიცირებისა და დაფინანსების ჩარჩოს შექმნით. ის ხელს უწყობს გამჭვირვალობას მკაფიო და თანმიმდევრული კრიტერიუმების უზრუნველყოფით იმაზე, თუ რას წარმოადგენს მწვანე ინვესტიცია და ებრძვის greenwashing-ს კონკრეტული სტანდარტების დაწესებით, რათა თავიდან აიცილოს გარემოსდაცვითი სარგებლის შესახებ შეცდომაში შემყვანი განაცხადები. გარდა ამისა, იგი მხარს უჭერს პოლიტიკის შემუშავებას, ეხმარება რა პოლიტიკის შემქმნელებს დანერგონ წამახალისებელი მექანიზმები და რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მდგრად ეკონომიკურ საქმიანობას და გააძლიერებს კონკურენტუნარიანობას რეგიონში, ქვეყნის მწვანე დაფინანსების ლიდერად პოზიციონირებით.
ქართული მწვანე ტაქსონომია მოიცავს რამდენიმე ძირითად კომპონენტს, რომელთაგან თითოეული მორგებულია ქვეყნის გარემოსდაცვით და ეკონომიკურ კონტექსტზე. ეს კომპონენტები მოიცავს დეტალურ, სექტორისთვის რელევანტურ ტექნიკურ სკრინინგ კრიტერიუმებს, რომლებსაც აქტივობები უნდა აკმაყოფილებდეს, რათა კლასიფიცირდეს როგორც მდგრადი და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია, ნარჩენების მართვა და მდგრადი სოფლის მეურნეობა. აქტივობებმა ხელი უნდა შეუწყოს მინიმუმ ერთი გარემოსდაცვითი მიზანის შესრულებას, როგორიცაა კლიმატის ცვლილების შერბილება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, წყლის და საზღვაო რესურსების მდგრადი მოხმარება და დაცვა, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა, დაბინძურების პრევენცია და კონტროლი, ან ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა/ აღდგენა. DNSH პრინციპი უზრუნველყოფს, რომ აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობენ ერთი გარემოსდაცვითი მიზნის მიღწევას, არ წარმოშობდეს მნიშვნელოვან ზიანს სხვა მიზნებისთვის, ხოლო სოციალური და მმართველობითი გარანტიები უზრუნველყოფს სოციალურ სტანდარტებთან და კარგი მმართველობის პრაქტიკასთან შესაბამისობას.
ქართული მწვანე ტაქსონომია ფოკუსირებულია რამდენიმე ძირითად სექტორზე, რომლებიც კრიტიკულია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. ის მოიცავს განახლებადი ენერგიის (მზის, ქარისა და წყლის) პროექტების ხელშეწყობას დაარსებულ ინფრასტრუქტურაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას.წახალისებულია მდგრადი მეურნეობის პრაქტიკა, რომელიც ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას, ორგანული მეურნეობა და წყლის რესურსების ათვისებისთვის ეფექტური საირიგაციო სისტემების დამონტაჟება, ისევე როგორც ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკა, რაც აძლიერებს ნახშირბადის სეკვესტრს და ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას. გარდა ამისა, ხელშეწყობის საგანია ნარჩენების გადამუშავების ობიექტების და ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის პროექტების განვითარება, დაბალ-ნახშირბადიანი ტრანსპორტის,მათ შორის, ელექტრო მანქანების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება.
ქართული მწვანე ტაქსონომიის დანერგვა გულისხმობს მარეგულირებელი ბაზის შექმნას ტაქსონომიის კრიტერიუმების განსახორციელებლად და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, შესაძლებლობების გაზრდას ფინანსური ინსტიტუტების გადამზადებით, ბიზნესისა და მარეგულირებლების მწვანე ტაქსონომიის გამოყენებაზე ინფორმირებულობით და მწვანე ინვესტიციების ზეგავლენის მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების შემუშავებით.
ევროკავშირის მწვანე ტაქსონომია ამ მიმართულებით ერთგვარ ნიშნულს ადგენს ხოლო სხვა ქვეყნები საკუთარ ჩარჩოებს ავითარებენ. მაგალითად, ჩინეთს აქვს მწვანე ბონდებით განმტკიცებული პროექტების ნუსხა, ხოლო კანადა და იაპონია მუშაობენ ტაქსონომიის საკუთარ ვერსიებზე. საყოველთაოდ მიღებული მწვანე ტაქსონომიის შემუშავებას უკავშირდება ისეთი გამოწვევები, როგორიცაა რეგიონალური განსხვავებები გარემოსდაცვით პრიორიტეტებსა და ეკონომიკურ სტრუქტურებში, რაც საბოლოოდ ართულებს ერთიანი ჩარჩოს შექმნას. სანდო და შედარებადი მონაცემები არსებითია აქტივობების მდგრადობის შესაფასებლად, თუმცა, ის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სხვადასხვა ტაქსონომიას შორის თანმიმდევრულობისა და თავსებადობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ბაზრის ფრაგმენტაციის თავიდან ასაცილებლად და საერთაშორისო საინვესტიციო ნაკადების მოზიდვისა და ათვისების გასამარტივებლად.
მწვანე ტაქსონომიების ეფექტური განხორციელება მოითხოვს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის აქტიურ მონაწილეობას. მთავრობები და მარეგულირებლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ტაქსონომიის ჩარჩოების შემუშავებაში, აღსრულებაში და პერიოდულ განახლებაში. ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა ჩართონ ტაქსონომიის კრიტერიუმები საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ანგარიშგებაში. კორპორაციებმა უნდა შეუსაბამონ თავიანთი საქმიანობა ტაქსონომიის სტანდარტებს და გააძლიერონ გამჭვირვალობა მათი მდგრადობის პოლიტიკაში. ინვესტორებმა უნდა გამოიყენონ ტაქსონომიის სახელმძღვანელო მითითებები, რათა გამოავლინონ ჭეშმარიტად მდგრადი საინვესტიციო შესაძლებლობები და თავიდან აიცილონ ე.წ greenwashing-ის პრაქტიკა.
მწვანე ტაქსონომიების ეფექტური განხორციელება მოითხოვს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის აქტიურ მონაწილეობას. მთავრობები და მარეგულირებლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ტაქსონომიის ჩარჩოების შემუშავებაში, აღსრულებაში და პერიოდულ განახლებაში. ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა ჩართონ ტაქსონომიის კრიტერიუმები საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ანგარიშგებაში. კორპორაციებმა უნდა შეუსაბამონ თავიანთი საქმიანობა ტაქსონომიის სტანდარტებს და გააძლიერონ გამჭვირვალობა მათი მდგრადობის პოლიტიკაში. ინვესტორებმა უნდა გამოიყენონ ტაქსონომიის სახელმძღვანელო მითითებები, რათა გამოავლინონ ჭეშმარიტად მდგრადი საინვესტიციო შესაძლებლობები და თავიდან აიცილონ ე.წ greenwashing-ის პრაქტიკა.
მწვანე ტაქსონომია კრიტიკული ინსტრუმენტია გლობალურად მდგრად ეკონომიკაზე გადასვლისთვის. მდგრადი საქმიანობის მკაფიო განმარტებებისა და კრიტერიუმების მიწოდებით, ის ხელს უწყობს ფინანსური კაპიტალის მობილიზებას პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას, აძლიერებენ გამჭვირვალობას და ებრძვიან greenwashing-ს. რაც უფრო მეტი რეგიონი განავითარებს თავის ტაქსონომიას, ჩარჩოები მეტად ჰარმონიზდება და შექმნის გლობალურ მიდგომას მდგრადი დაფინანსების მიმართ. ეს ერთიანი ძალისხმევა გამოიწვევს მნიშვნელოვან პროგრესს კლიმატის ცვლილებასთან და გარემოს გაუარესებასთან ბრძოლაში. ქართული მწვანე ტაქსონომია წარმოადგენს გარდამტეხ ეტაპს საქართველოს მდგრადობისკენ მიმავალ გზაზე, მხარს უჭერს რა ეროვნულ გარემოსდაცვით მიზნებს და ხელს უწყობს უფრო ფართო გლობალურ ძალისხმევას.