ნიშნული: 100% თანხვედრა SDG ინვესტიციებისა და ფინანსების CFO პრინციპებთან

მასალაზე იმუშავა:
ქეთევან ბოჭორიშვილი
გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივების კოორდინატორი,
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

ვუახლოვდებით რა 2030 დღის დღის წესრიგის განხორციელების ვადის ამოწურვას, გლობალური გამოწვევების გადაჭრის საქმეში კომპანიების მნიშვნელოვანი როლის აღქმა მუდმივად იზრდება. გაეროს გლობალური შეთანხმება ქმნის შესაძლებლობების უნიკალურ ფანჯარას ბიზნეს სტრატეგიების განვითარებისთვის, რომლებიც გააერთიანებენ SDG-ებს და ხელს შეუწყობენ უფრო ინკლუზიური და მდგრადი საზოგადოებების ფორმირებას.

„SDG Ambition“ არის აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანიების გააქტიურებას და მათ მხარდაჭერას დასახონ ამბიციური კორპორაციული მიზნები, 17 მდგრადი განვითარების მიზნის (SDGs) გარშემო და მოახდინონ ამ მიზნების ინტეგრირება თავიანთ ბიზნესებსა დასაქმიანობაში. „SDG Ambition“ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას დააჩქარონ განვითარება და მიაღწიონ ტრანსფორმაციულ ცვლილებებს – გაზარდონ ბიზნესის ღირებულება, გააუმჯობესონ ბიზნესის მდგრადობა და გრძელვადიანი ზრდის შესაძლებლობა.

SDG Ambition ნიშნულები (benchmarks) არის გაზომვადი მიზნების ერთობლიობა, რომელიც ეფუძნება დადგენილ ანგარიშგების მოთხოვნებს. აღნიშნული ნიშნულების გამოყენებით ხდება SDG-ების მისადაგება ბიზნესებთან, იმის გათვალისწინებით, თუ კონკრეტულად რა მიმართულებით შეუძლია ბიზნესს მოახდინოს მაქსიმალური გავლენა. ეს ნიშნულები ადაპტირებადია და შესაძლებელია მათი გამოყენება ყველა ინდუსტრიაში, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს განსაზღვრონ ნიშნულები იმ სფეროებისთვის, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია მათი ინდუსტრიის კონტექსტში.
ინტეგრირებული SDG ინვესტიციებისა და ფინანსების შესახებ CFO-ს პრინციპებთან 100%-იანი შესაბამისობა წარმოადგენს მე-13 გამოქვეყნებული ნიშნულს SDG Ambition პროგრამაში. სტანდარტი შეიმუშავა გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ და Accenture-მა, CFO კოალიციის თემის საგნის ექსპერტებთან ერთად.
ნიშნულის ძირითადი აუდიტორიაა ფინანსური გადაწყვეტილების მიმღები პირები – ანუ ისინი, ვისაც აქვთ შესაძლებლობა გავლენა მოახდინონ ფინანსურ და საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე – ნებისმიერ ინდუსტრიაში მოქმედი კორპორაციების ფარგლებში. ამ ნიშნულის გამოყენება შეუძლიათ სხვადასხვა ზომის კომპანიებს, თუმცა ნიშნულების ბიზნეს საქმიანობებში ინტეგრაციის გზა განსხვავდება ბიზნესის მასშტაბიდან, რესურსებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მდგრადი კორპორაციული ფინანსების მიმართულებით უფრო სტაბილურ და მდგრად კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ ნიშნულები, რათა მიიღონ უფრო ღრმა ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ტექნოლოგიური სისტემები თავიანთი ინიციატივების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და აიმაღლონ შესაძლებლობები ფინანსებთან დაკავშირებული ESG მონაცემთა შეგროვებასა და ანგარიშგებაში.
დაბალი სიმწიფის მქონე კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ ნიშნული, როგორც მთავარი ორიენტირი ზემოქმედების სტრატეგიის შესაქმნელად, გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად გზებისა და საქმიანობათა განსაზღვრისთვის და ასევე, დაინტერესებული მხარეებისთვის კომპანიის ხედვის გაზიარების მიზნით.

ნიშნული არ შეესაბამება რომელიმე ტაქსონომიას. კომპანიებმა უნდა გამოიყენონ ის ტაქსონომიები, რომლებიც მათთვის ყველაზე რელევანტურია და/ან მათი მანდატის ნაწილია (მაგ., ევროკავშირის ტაქსონომია) საინვესტიციო და ფინანსური გადაწყვეტილებების განსაზღვრისას და გაზომვისას. კომპანიები თავიანთ საქმიანობაში არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ ტაქსონომიებთან შესაბამისობით, რადგან ტაქსონომიები არ მოიცავს ყველა SDG-ს.

CFO კოალიციამ შეიმუშავა CFO პრინციპები, რათა ჩართოს გლობალური CFO საზოგადოება გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის განხორციელების პროცესში და გამოიყენოს კორპორაციული ინვესტიციები და დაფინანსება SDG-ების შესრულებისთვის. CFO კოალიციამ SDG-ებისთვის გამოკვეთა ოთხი პრინციპი, რომლებიც დეტალურად აღწერს, თუ როგორ შეუძლია კერძო სექტორს ამბიციური მიზნები გადააქციოს კორპორაციულ ინვესტიციებად, რომლებიც გარდაქმნის ბიზნეს მოდელებს, შექმნის გრძელვადიანი სტრატეგიების განხორციელების შესაძლებლობას და გაზრდის ზემოქმედებას SDG-ის განხორციელებზე.

ეს Ambition Benchmark არის გზამკვლევი ფინანსური გადაწყვეტილების მიმღებთათვის, რათა დაამკვიდრონ ეს პრინციპები კორპორაციული ინვესტიციების და ფინანსების იმგვარი მართვისთვის, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს კომპანიების ზრდას, ღირებულების შექმნასა და სოციალურ ზემოქმედებას.

გააზიარე: