„ვოლვო ქარ კავკასიას“ ეკომეგობრული ბიზნეს მოდელი
ადამიანებზე, პლანეტაზე ზრუნვა, მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება „ვოლვო ქარსის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის საკვანძო პრიორიტეტია. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათთვის გარემო და ეკოლოგია არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე უსაფრთხოება.
რამდენადაც საავტომობილო სფეროს დიდი გავლენა აქვს ეკოლოგიაზე, „ვოლვო ქარსის“ კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის ნაწილია ის, რომ კომპანიის ყველა ქარხანა გადამუშავებულ ენერგიაზე მუშაობს. „ვოლვო ქარსის“ მიზანია, 2025 წელს წარმოებული ახალი ავტომობილების ნახევარი- დამუხტვადი ჰიბრიდი, ხოლო მეორე ნახევარი სრულად ელექტრო იყოს. კომპანია ასევე გეგმავს, რომ 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები აწარმოოს.
,,ვოლვო ქარსში“ აცხადებენ, რომ კომპანიის მიწოდების ჯაჭვი ყველა ეტაპზე მოიაზრებს გარემოზე ზრუნვას: მავნე ზემოქმედების შემცირების მცდელობა იწყება სამუშაო ოფისებში, გრძელდება ქარხნებში და სრულდება ავტომობილებში.
ამასთან, კომპანია იღებს ვალდებულებას ნარჩენების მართვაზე საბურავების, აკუმულატორებისა და ზეთების დამუშავების მიმართულებით.
„ვოლვო ქარსის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ნაწილია კომპანიაში ჰარმონიული გარემოს შექმნა, გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვა და კულტურის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერა.
“ვოლვო ქარ კავკასიის” დირექტორი გაგა კოხრეიძე გვესაუბრება კომპანიის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის შესახებ.
“ვოლვო” შვედური კომპანიაა და ისევე როგორც შვედური კომპანიების უმრავლესობისთვის, „ვოლვოსთვისაც“ კორპორაციული მდგრადობა საქმიანობისა და კომპანიის სტრატეგიის მამოძრავებელი ძალაა. თუ შეიძლება, მოგვიყვეთ „ვოლვოს“ და „ვოლვო ქარ კავკასიის“ საქმიანობის შესახებ.
„ვოლვო ქარ კავკასია“ თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია და „ვოლვო ქარსის“ ოფიციალური იმპორტორია კავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მას ამჟამად რეგიონში ოთხი შოურუმი აქვს წარმოდგენილი – თბილისში, ტაშკენტში, ერევანსა და ბაქოში.
„ვოლვოსთვის“ საგზაო უსაფრთხოებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარება. ბრენდი უკვე მრავალი წელია, ამ საკითხზე აქტიურად ზრუნავს. დღეს „ვოლვო ქარსის“ ყველა ქარხანა გადამუშავებულ ენერგიაზე მუშაობს. „ვოლვო ქარსის“ მიზანია, 2025 წელს წარმოებული ახალი ავტომობილების ერთი ნახევარი- დამუხტვადი ჰიბრიდი, ხოლო მეორე სრულად ელექტრო იყოს.
უფრო გრძლვადიან პესპექტივაში, 2030 წლისთვის კი, მსოფლიო ბრენდი მხოლოდ ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს. ეს იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ვოლვოს მთავარი მიზნისკენ – გახდეს სრულად ეკომეგობრული მანქანების მწარმოებელი.
„ვოლვო ქარსში“ კარგად ესმით, რომ საავტომობილო სფეროს დიდი გავლენა აქვს ეკოლოგიაზე და სწორედ ამიტომ შვედური მწარმოებელი ცდილობს იყოს პირველი ყველაზე მდგრადი ბრენდი, რომლისთვისაც გარემო და ეკოლოგია ისეთივე პრიორიტეტული იქნება, როგორიც უსაფრთხოებაა.
„ჩვენი ამბიციები ფოკუსირებულია ადამიანებზე, უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე“- გაცხადებულია კომპანიის მიზნებში. რა კეთდება გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად და როგორია თქვენი კორპორაციული პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით? მდგრადი განვითარების რომელი მიზნების შესრულება აქვს დასახული კომპანიას?
,,ვოლვოში“ მიწოდების სრული ჯაჭვი გარემოზე ზრუნვაზეა აგებული. მავნე ზემოქმედების შემცირების მცდელობა იწყება სამუშაო ოფისებში, გრძელდება ქარხნებში და სრულდება ავტომობილებში.
სკანდინავიური ბრენდის ყველა დილერი, მათ შორის ,,ვოლვო ქარ საქართველო,“ ვალდებულია დაიცვას მწარმოებლის სტანდარტები და “Code of conduct,“ რომელშიც მდგრადი განვითარება საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკუთარი სტანდარტები აქვს ჰოლდინგს, რომლის შემადგენლობაშიც ,,ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან საქმიანობს. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ეკოლოგიაზე ზრუნვა კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი ოფისები მოწყობილია Plastic-free & Paper free პრინციპით. ვთანამშრომლობთ შესაბამის ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩვენს სამუშაო სივრცეში შეგროვებულ პლასტმასას და ქაღალდს ამუშავებენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტომობილის ნაწილებისა და პროდუქციის მართვა და გადამუშავება. ამ მიმართულებით ჰოლდინგის შემადგენლობაში გაჩნდა კომპანია ,,თეგეტა გრინ პლანეტ,“ რომელიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების შესრულებაზეა პასუხისმგებელი.
კომპანია იღებს ვალდებულებას ნარჩენების მართვაზე საბურავების, აკუმულატორებისა და ზეთების დამუშავების მიმართულებით. უსარგებლო ნაწილები რეციკლირების იმ ობიექტებს გადაეცემა, რომელთაც შესაბამისი საქმიანობის ნებართვა აქვთ. სეპარირებული ნარჩენებისგან ახალი პროდუქცია მიიღება, რომელიც შემდგომ ბაზარზე ხელახლა ჩაეშვება.
„ვოლვოს“ ერთ-ერთი მიზანია 2025 წლისთვის წარმოებული ავტომობილების დაახლოებით 50% იყოს ელექტრო. ასევე, კომპანიას სურს, რომ 2025 წლისთვის თითოეულ ავტომობილზე 40%-ით შემცირდეს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი. გვიამბეთ ამ მიზნების შესახებ.
დიახ, როგორც დასაწყისშიც აღვნიშნე, 2025 წელს „ვოლვოს“ მიერ გამოშვებული ახალი ავტომობილების ნახევარი იქნება ელექტრო, ხოლო მეორე- ჰიბრიდი. იმისთვის, რომ ამ მიზნამდე მივიდეთ, „ვოლვო ქარსის“ მიერ გამოშვებული ყველა ახალი მოდელი იქნება სრულად ელექტრო. „ვოლვოს“ ფლაგმანი, სრულად ელექტო SUV-ის Volvo EX – 90-ის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გაიმართა. ინოვაციური ტექნოლოგიით აღჭურვილი Volvo EX 90-ის წარდგენა „ვოლვო ქარსის“ ახალი ერის დასაწყისია.
ეს არის ბრენდის პირველი ავტომობილი ახალი თაობის სრულად ელექტრიფიცირებული და პროგრამულად განვითარებული მოდელების სერიიდან.
Volvo EX90-ის შემდეგ, ბრენდი ყოველ წელს წარადგენს ახალ ელექტროავტომობილს და ასე შეძლებს 2025 წლისათვის წარმოების ნახევარი- ელექტო, ხოლო მეორე ნაწილი დამუხტვად ჰიბრიდულ მოდელებს დაუთმოს.
„ვოლვოს“ დამუხტვად ჰიბრიდებსაც მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ელექტროძრავის სრულად დამუხტვის შემთხვევაში ამ მოდელით უკვე 95 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამუხტვადი ჰიბრიდები ელექტრომობილებია სათადარიგო გეგმით: როდესაც ავტომობილი ელექტროძრავის 95 კმ-ს ამოწურავს, ის შიგაწვის ძრავაზე გადაერთვება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ვოლვომ“ დიდი ხანია უარი თქვა მანქანის ინტერიერში ცხოველური მასალის გამოყენებაზე. შვედურმა ბრენდმა ის უმაღლესი ხარისხის ახალი ქსოვილით ,,ნორდიკოთი“ ჩაანაცვლა. ეს არის „ვოლვო ქარსის“ მიერ შექმნილი უნიკალური მასალა, რომელიც გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან, ღვინის საცობებისგან და სხვა ბიომასალებისგან მზადდება.
„ვოლვო ქარსი“ მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები აწარმოოს, ხოლო 2040 წელს საგრძნობლად შეამციროს ნახშირბადის კვალი და კლიმატნეიტრალურ კომპანიად იქცეს.
კორპორაციული პასუხისმგებლობა გულისხმობს როგორც გარემოზე ზრუნვას, ასევე ადამიანისა და შრომითი უფლებების დაცვას, კორუფციასთან ბრძოლას. რას აკეთებთ ამ მიმართულებით?
ჩვენს კომპანიაში, ისევე, როგორც „ვოლვო ქარსის“ ყველა ავტორიზებულ იმპორტიორთან, შეხვდებით “Business Integrity” დოკუმენტს, რომელსაც იცნობს და იზიარებს ჩვენი ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი. სწორედ ამ დოკუმენტშია ანტიკორუფციული ჩანაწერიც, რომლის საფუძველზეც ფორმდება ბიზნეს ურთიერთობები. მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ „ვოლვო ქარსის“ ბიზნესპარტნიორები არასდროს უნდა ჩაერთონ რაიმე სახის კორუფციაში. არ მიიღონ არანაირი ტიპის საჩუქარი, ან სარგებელი, რომელსაც შეიძლება ბიზნესგადაწყვეტილებებზე ჰქონდეს გავლენა. ასეთია, მაგალითად, შუამავლების გამოყენება მესამე მხარის მეშვეობით, პოლიტიკური პარტიებისთვის სხვადასხვა სახის შემოწირულობა და სხვა.
ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველა ტიპის რეპორტი, ჩანაწერი თუ ინვოისი უნდა იყოს ზუსტი და გადამოწმებული. ჩვენი კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნაა. ჩვენი გუნდის წევრებმა ზედმიწევნით ზუსტად იციან თავიანთი უფლებები.
კომპანია უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხო პირობების შექმნას, მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს (რაც მოიცავს რისკის გამოვლენისა და დარღვევებზე რეაგირების პროცედურების შემუშავებას, პროფილაქტიკური და გამაფრთხილებელი ზომების გატარებას, თანამშრომელთა ტრენინგს და სხვ.). დასაქმებულთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით კომპანია მათ სთავაზობს ჯანმრთელობის დაზღვევას, რომლის ხარჯსაც ნაწილობრივ ფარავს დამსაქმებელი.
ასევე კომპანია უზრუნველყოფს Work-life balance-ის დაცვას, რაც გულისხმობს კომპანიაში ისეთი სამუშაო პირობების შექმნას, რომლებიც თავსებადია თანამშრომელთა ოჯახურ მოვალეობებთან, პირად ცხოვრებასთან და იცავს გენდერულ თანასწორობას. ოჯახთან თავსებადი სამუშაოს პოლიტიკის განხორციელება მოიცავს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას, განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ამგვარი პოლიტიკა, ვფიქრობთ, მოტივაციას უქმნის ჩვენი გუნდის წევრებს და თავიდან აცილებს მათ ზედმეტ სტრესს, რაც კომპანიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კომპანია „ვოლვო“ იღებს პასუხისმგებლობას, ხელი შეუწყოს კულტურის განვითარებას მსოფლიო მასშტაბით. ჩართულია თუ არა „ვოლვო ქარ კავკასია“ ქართული კულტურის განვითარების საქმეში და რა პროექტები გაქვთ განხორციელებული ამ მიზნის ფარგლებში?
ჩვენ საქართველოში გამოჩენის დღიდანვე ვცდილობთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ჩართულები ვართ არაერთ პროექტში, როგორიცაა, მაგალითად, მუსიკალური კონცერტების მხარდაჭერა. უკვე სამი წელია, რაც Stockton Records-თან და ახლა უკვე რადიო „ჯიპასთან“ ვთანამშრომლობთ. დავიწყეთ ერთობილი მუსიკალური პროექტი, რომელშიც ქართველი და უცხოელი არტისტები მიიღებენ მონაწილეობას და ლაივ კონცერტები ჩვენსა და რადიო „ჯიპას“ სოციალურ მედია არხებში გაშუქდება.
წარმატებული იყო „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და ნიკა მაჩაიძის კოლაბორაცია, რომლის დახმარებითაც, კომპანიამ პრემიუმ კლასის დამუხტვადი ჰიბრიდი წარადგინა. კამპანიის ფარგლებში მუსიკოსმა ორი ახალი კომპოზიცია და ვიზუალური კონცეფცია შექმნა.
„ვოლვომ“ კამპანიაში ჩართო ახალგაზრდა მხატვრებიც. ხელოვანებმა, ირაკლი ქადეიშვილმა და ზაზა ჩიფჩიურმა Volvo-ს დამუხტვადი ჰიბრიდის ინსპირაციით შექმნილი ნამუშევარი თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის კედელზე გადაიტანეს.
რას ურჩევდით ქართულ კომპანიებს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის ჭრილში. რატომ არის მნიშვნელოვანი მათ მიერ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და მდგრადობის საკითხების ბიზნეს სტრატეგიებში ინტეგრირება?
გაეროს 2022 წელს გამოქვეყნებულ მდგრადი განვითარების ანგარიშში, სადაც 163 ქვეყნის მონაცემებია, საქართველო 51-ე ადგილზეა (ამ სტატისტიკის მიხედვით, შვედეთი მე-3 ადგილზეა) და სწორედ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო აქტიური მონაწილეობით შევძლებთ ამ სტატისტიკის გაუმჯობესებას. დღეს ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს სკანდინავიური ქვეყნების სახით, თუ როგორ შეიძლება ბიზნესის „მწვანე გზით“ წარმართვა. ძალიან ბევრი ალტერნატივაა იმისთვის, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მივაყენოთ და ბიზნესიც წარმატებული იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ბაზარზე ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია ჩნდება, რომლებიც, ასე ვთქვათ, „მწვანე მიზნებს“ ემსახურებიან და სხვადასხვა ნარჩენს ახალ ფუნქციას სძენენ.
როგორც წესი, შედეგი ყოველთვის უფრო ეფექტიანია, როდესაც პროცესში რამდენიმე მხარე მონაწილეობს. ვგულისხმობ სახელმწიფო და კერძო ბიზნესის თანაბარ მონაწილეობას. მიგვაჩია, რომ მიზნის მიღწევას საერთო ძალისხმევით უფრო წარმატებით შევძლებთ.
როგორია სახელმწიფოს როლი საავტომობილო სფეროში მდგრადობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, რა სახის რეგულაციები არსებობს ამ სექტორში და როგორ შეიძლება მათი მორგება არსებულ რეალობაზე ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად?
სასიხარულოა, რომ ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება. ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რაზეც ავტომობილი მოწმდება, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებაა.
გარდა ამისა, ელექტრომობილების იმპორტის განბაჟება უფასოა. ამასთან, ჰიბრიდებისა და დამუხტვადი ჰიბრიდების შემთხვევაში შეღავათიანი ტარიფებია დაწესებული.
უკვე დაწყებულია ელექტროფიცირებული ავტომობილებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაც. სახელმწიფოსთან ერთად ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული კერძო სექტორი. მაგალითად, „თეგეტა ჰოლდინგი,“ რომლის შვილობილი კომპანიაცაა ,,ვოლვო ქარ საქართველო,“ წლიდან წლამდე აფართოებს ელექტროდამტენების ქსელს. კომპანიამ დასამუხტი სადგურები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში დაამონტაჟა.
მოგვიყევით კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით სამომავლო გეგმებისა და პროექტების შესახებ.
2023 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანში ახალ შოურუმებს გავხსნით. შენობები სრულად სკანდინავიური ბრენდის სტანდარტით აშენდება და მოეწყობა.
ამასთან, აღსანიშნავია ჩვენი გეგმები აზერბაიჯანში, რომელის მიხედვითაც, მეზობელ ქვეყანაში აშენებულ შოურუმში მზის ელექტროსადგურის მონტაჟს ვაპირებთ. ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: შეამციროს ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე – მზის ელექტროსადგური არ გამოჰყოფს მხუთავ აირებს, არ აზიანებს ატმოსფეროს, არ აქვს რადიაცია და სრულიად უსაფრთხოა. ამასთან, ახალი პროექტის დასრულების შემდეგ კომპანიაში ხარჯებიც მნიშვნელოვნად შემცირდება.
ასევე საოფისე სივრცეები სრულად გადამუშავებული ავეჯითა და აქსესუარებით აღიჭურვება.
გრძელვადიან გეგმებშია უშუალოდ „ვოლვოს“ ბრენდის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების დასამუხტი სადგურები განვათავსოთ რეგიონის ყველა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ წელს ელექტრო და დამუხტვადი ჰიბრიდების წილიც მკვეთრად გაიზრდება. 2030 წელს სრულად ელექტროფიცირებულები ვიქნებით.