GE

ლექტორები

სალომე ზურაბიშვილი

მეტი

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა 2016 წელს დააარსა და მას შემდეგ ხელმძღვანელობს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ ქსელს საქართველოში. ის ასევე გაეროს გლობალური შეთანხმების აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ქსელის საბჭოს თავმჯდომარე და გლობალური ქსელის საბჭოს წევრია. სალომეს სპეციალობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალი, ამასთან მას აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება კორპორაციული მდგრადობის სფეროში აქვს. სალომე 11 წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორსა და აკადემიაში. 2020 წელს ის Forbes საქართველოს „30under30” კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. სალომე შვედეთის ინსტიტუტის ვიზბის პროგრამის კურსდამთავრებულია, მან მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის და შრომის უფლებების მიმართულებით მიიღო ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში. სალომე ასევე ევროპის პარლამენტის სახაროვის პროგრამის კურსდამთავრებულია.

ლანა ჩხარტიშვილი

მეტი

ლანა ჩხარტიშვილი

ლანა ჩხარტიშვილი არის გლობალური შეთანხმების საქრათველოს ქსელის მთავრობასთან ურთიერთობისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელი. 2016-2019 წლებში ლანა ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის კაბინეტს და ჩართული იყო სხვადასხვა ინსტიტუციური რეფორმების პროცესში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. ლანას აქვს 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება  საჯარო და კერძო სექტორში, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებში, სამოქალაქო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში ლანა ხელმძღვანელობს კორპორაციული მდგრადობის აკადემიას, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება და კორპორაციული მდგრადობის გაძლიერება ქვეყანაში. გაეროს 2030 დღის წესრიგის ფარგლებში, ლანა ადვოკატირებას უწევს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების "ბიზნესის და ადამიანის უფლებების" ინტეგრირებას მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტებში, პარტნიორ ბიზნესებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებთან. 2003 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ლანას მიენიჭა FLEX-ის აკადემიური სტიპენდია და 2004 წელს მიიღო აშშ-ს უმაღლესი სკოლის დიპლომი. 2008 წელს ლანამ დაასრულა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში, ხოლო 2011 წელს მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში. ამჟამად  ლანა აქტიურად მუშაობს სადოქტორო თეზისზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის დასრულებასაც გეგმავს 2024 წელს.

ბორის ჯანჯალია

მეტი

ბორის ჯანჯალია

ბორის ჯანჯალია 2007 წლიდან კორპორაციული მართვის ექსპერტია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მსოფლიო ბანკის ჯგუფში. იგი მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით შემდეგ სფეროებში: კორპორაციული მართვა, დავების ალტერნატიული გადაწყვეტა, რისკების მართვა, მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების დაკმაყოფილება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. აქვს საქმიან წრეებსა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, მათთვის კორპორაციული საჭიროებების განსაზღვრისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება. მას აქვს მიღებული სამართლის ბაკალავრის ხარისხი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ფინანსური და საბანკო საქმიანობის მართვის ბაკალავრის ხარისხი(თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი), ასევე მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სავაჭრო სამართალში (აბერდენის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო).

დავით მჭედლიძე

მეტი

დავით მჭედლიძე

დავით მჭედლიძე 2021 წლის სექტემბრიდან ასრულებს ფინანსთა სამინისტროს, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობას, ხოლო 2017 წლის ივნისიდან იკავებდა ამავე სამსახურის ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას სადაც, გუნდის სხვა წევრებთან ერთად წარმატებით უძღვებოდა ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის განხორციელებას. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში შეიქმნა ანგარიშგების გამჭვირვალე პორტალი - Reportal.ge, სადაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები ასაჯაროებენ თავიანთ წლიურ ანგარიშგებას. საჯარო სექტორში დასაქმებამდე, 2006 წლიდან, მოღვაწეობდა საბანკო და მიკროსაფინანსო სფეროში, სადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა ისეთ კომპანიებში მუშაობით როგორიცაა ბანკი კონსტანტა (პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რომელმაც მოიპოვა საბანკო ლიცენზია) და თიბისი ბანკი, როგორც ხელმძღვანელის ასევე რიგითი თანამშრომლის რანგში. დავითს დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლა 2007 წელს. ამჟამად ემზადება CFA ს მესამე დონის გამოცდისთვის და ასევე მოღვაწეობს როგორც ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის საგნების ხელმძღვანელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

ელენე კვანჭილაშვილი

მეტი

ელენე კვანჭილაშვილი

ჟურნალისტიკისა და ფსიქოლოგიის სფეროებში 10 წელზე მეტი გამოცდილებით, ელენე კვანჭილაშვილი ამჟამად Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი და BMG-ის სივრცეში, საავტორო გადაცემის – ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად – წამყვანია. ჟურნალისტიკაში, მისი ძირითადი ინტერესის სფეროა ბიზნესი და ეკონომიკა: პოლიტიკა, რეგულაციები, კორპორაციული პასუხისმგებლობა და ღირებულებები, ძირითადი ტენდენციები და გავლენა. ფსიქოლოგიაში იგი აქცენტს აკეთებს პოლიტიკურ, მასობრივ და ბიზნეს კომუნიკაციაზე. PhD ფსიქოლოგიაში დაიცვა თემაზე – ნაციონალიზმი სამხრეთ კავკასიაში: პიროვნული და ჯგუფური მახასიათებლები – სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის შედარების გზით: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. მისი სამაგისტრო კურსი პოლიტიკური კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში, რომელსაც ის დღემდე ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, როგორც ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მომზადდა აშშ-ს ბერკლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე, კარნეგის სტიპენდიის ფარგლებში. ელენე კვანჭილაშვილი არის კარნეგის სტიპენდიანტი 2011 წელს. ჟურნალისტიკით პროფესიულად მას შემდეგ დაინტერესდა, რაც წარჩინებით დახურა ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრატურის კურსი GIPA-ში.

თამარ გოდერძიშვილი

მეტი

თამარ გოდერძიშვილი

თამარი საქართველოს ბანკში შესაბამისობის მთავარი ოფიცერია, ის ბანკს 2014 წელს შეუერთდა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გუნდს ხელმძღვანელობს. მანამდე მუშაობდა ეროვნულ ბანკში იურიდიული დეპარტამენტის მოადგილის პოზიციაზე. ასევე, იყო ევრო საბჭოს ფინანსური ექსპერტი. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საერთაშორისო სამართალში და მაგისტრის ხარისხი ბიზნეს და ეკონომიკურ სამართალში გრონინგენის უნივერსიტეტიდან, ნიდერლანდები. ფლობს საერთაშორისო დიპლომს შესაბამისობის, რისკისა და მმართველობის მიმართულებით. თამარი იყო მოწვეული ლექტორი სხვადასხვა საკითხებზე მათ შორის კორუფციასთან ბრძოლისა და შესაბამისობის კუთხით.

თამარ როდონაია

მეტი

თამარ როდონაია

თამარ როდონაიას განათლება აქვს მიღებული სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების კუთხით, ამჟამად მუშაობს სადოქტორო კვლევაზე სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების კუთხით. თამარს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კორპორაციული კომუნიკაციების და სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის დანერგვის მიმართულებით. ის თორმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიო საკომუნიკაციო ჯგუფ თელიას წევრ-კომპანია ჯეოსელში, სადაც უძღვებოდა კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას. ამჟამად არის დამოუკიდებელი კონსულტანტი სოციალური პასუხისმგებლობის და კორპორაციული კომუნიკაციების მიმართულებით. 2016-2020 წლებში კონსულტაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაციებს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრს CSRDG, სამოქალაქო განვითარების სააგენტო სიდას, რომლის ფარგლებშიც ჩართულია გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში, ქალთა გაძლიერების საკომუნიკაციო პროგრამებში და სოციალური მეწარმეობის განვითარებასა და პოპულარიზაციის საკომუნიკაციო მიმართულებებში. არის მიწვეული ლექტორი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა). თამარი აგრეთვე არის თანადამფუძნებელი საკომუნიკაციო ჯგუფ ანაგრამასი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების მნიშვნელობა დაანახოს კერძო სექტორს და მაქსიმალურად დააინტერესოს, ჩართოს ამ პროცესში.

მაია ქობალია

მეტი

მაია ქობალია

არის გარემოსდაცვითი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალში“. მაია სრული დაფინანსებით/საუნივერსიტეტო სტიპენდიებით სწავლობდა მაგისტრატურაზე ესტონეთში (ტარტუს უნივერსიტეტში) და ბერლინში (ჰუმბოლტის უნივერსიტეტში), ხოლო თბილისის ილიას უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე (აქვს წარჩინების დიპლომი). სხვადასხვა დროს იგი გაცვლითი პროგრამებით სწავლობდა ასევე კრაკოვის იაგელონიის, ლოძისა და პოზნანის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტებში (პოლონეთი). მაია არის ჰილარი კლინტონისა და მადლენ ოლბრაიტის მიერ დაარსებული ვაითალ ვოისის (Vital Voices) გლობალური ქალთა ლიდერობისა და მენტორობის პროგრამის მენთი/ბენეფიციაარი და ღია სამყაროს ლიდერობის პროგრამის (Open World Leadership Program), კურსდამთავრებული (ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ). მაიას ინტერესების სფეროს წარმოადგენს უცხო ენები (იგი საუბრობს 6 ენაზე); ფსიქოლოგია; ბიჰევიორისტული/ქცევითი მეცნიერება; მუსიკა (პიანინოზე და გიტარაზე დაკვრა); მოგზაურობა (ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს გარდა, ნამყოფია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგ. ინდოეთი, ზამბია). მაია ქობალია არის გაეროს ახალგაზრდა მდგრადი განვითარების მიზნების პიონერი (UN Global Compact Young SDG Pioneer 2019), რისთვისაც ის ნიუ იორკში, გაეროს გლობალურ კონკურსშიც მონაწილეობდა 2019 წელს, როგორც პირველი Young SDG Pioneer გამარჯვებული საქართველოდან.

მარიამ ხერგიანი

მეტი

მარიამ ხერგიანი

მარიამი CENN-ს 2019 წლის სექტემბერში შეუერთდა, როგორც მწვანე ეკონომიკის კომპონენტის ლიდერი ADC-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“. 2019 წლის დეკემბრიდან ის მართავს ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტს - „EU4Youth/CENN: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების პროგრამა მწვანე ზრდისთვის “. 2013-2018 წლებში მარიამი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. სტრატეგიული ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელობის პერიოდში, ის პასუხისმგებელი იყო უწყების სტრატეგიულ დაგეგმვაზე, ანგარიშგებასა და მონიტორინგზე; მარიამი, ასევე, ჩართული იყო სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, რომელთა მიზანს ანტიკორუფციული საქმიანობა, მოქალაქეების ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა წარმოადგენდა. მარიამს აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში (MPA) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (Iliauni) და ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში კავკასიის უნივერსიტეტიდან (CSG). ის, ასევე, იყო ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TTU) გაცვლითი სტუდენტი და გავლილი აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მოკლე კურსები ნიუ-იორკში (Columbia University SIPA).

ნინო (ნუკი) სამხარაული

მეტი

ნინო (ნუკი) სამხარაული

2018 წლიდან გახლავთ მთავარი იურიდიული მრჩეველი საქართველოს საფონდო ბირჟასა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარში. მას აქვს 10 წელზე მეტი პროფესიული მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა ანგარიშვალდებულ საწარმოებთან საქართველოში, პროექტის იურისტად - დიდ ბრიტანეთში, გარე კონსულტანტ იურისტად უცხოელ ინვესტორებთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, მიწვეულ ტრენერად კორპორაციული მართვის თემაზე. მას აქვს მიღებული საერთაშორისო სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მაგისტრის ხარისხი კერძო სამართალში (კავკასიის უნივერსტეტი) და მაგისტრის ხარისხი სავაჭრო და საკორპორაციო სამართალში (Queen Mary University of London).

ნინო კვანტრიშვილი

მეტი

ნინო კვანტრიშვილი

ნინოს აქვს სტრატეგიული და კორპორაციული მდგრადობის კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება. ნინო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდის წევრი 2020 წლიდან გახდა და ამჟამად არის მდგრადობისა და პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელი. მანამდე ის იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (2019-2020). ნინო მუშაობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში კომუნიკაციების ოფიცერის პოზიციაზე (2011-2014; 2016-2019). ასევე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში და იყო პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ღონისძიებების დაგეგმვის განყოფილების უფროსი (2014-2017). ნინო კვანტრიშვილს აქვს მაგისტრის ორი ხარისხი მედია კომუნიკაციებში (ვებსტერის უნივერსიტეტი 2012-2013) და მედია კომუნიკაციების მენეჯმენტში (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი-ჯიპა 2006-2008).

რატი ზაუტაშვილი

მეტი

რატი ზაუტაშვილი

ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი რატი ზაუტაშვილი გლობალური შეთანხმების საქართველოს გუნდს 2020 წელს შეუერთდა. მას, უმაღლესი განათლება, მიღებული აქვს ბიზნესის მართვის მიმართულებით. 12 წლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში, როგორც კერძო ისე სახელმწიფო სექტორში განხორციელებული აქვს ათეულობით საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტი. იგი აქტიურად მუშაობს ბიზნესის მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კორპორაციული პასუხმისმგებლობის განვითარებას საქართველოში.

რესან ქიქავა

მეტი

რესან ქიქავა

რესან ქიქავა არის სს „გამოფენების ცენტრის“ დირექტორი, 10-წლიანი მენეჯერული გამოცდილებით საბანკო, საკონსულტაციო, უძრავი ქონებისა და ნავთობპროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებებით. 2010-2013 წლებში რესანი მუშაობდა ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ერთ-ერთ საერთაშორისო ტრეიდერულ კომპანიაში, რომელშიც ეკავა ჯერ რისკების მენეჯერი და შემდეგ – გენერალური დირექტორის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში რესან ქიქავა იყო ბრიტანული კომპანია Virgin-ის სტრატეგიული კონსულტანტი, აგრეთვე რამდენიმე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის კონსულტანტი მენეჯმენტისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებებით. 2005-2006 წლებში იგი იყო სამშენებლო კომპანია „იბერიის“ პროექტის დირექტორი, ხოლო 2003-2005 წლებში – სს „თიბისი ბანკის“ კომერციული კრედიტების მენეჯერი. რესან ქიქავა ფლობს ლონდონის – ”Imperial College London Business School”-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და Imperial College-ის დიპლომს, აგრეთვე ESM-თბილისის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სახელმწიფოს მართვის სპეციალობით.

სერგო ნოზაძე

მეტი

სერგო ნოზაძე

არის ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და HICDC - ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი და პარტნიორი. ამავე დროს, სერგო იკავებს HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტისა- HRPA Georgia და ტრენინგებისა და განვითარების ასოციაციის - ATD საპატიო პრეზიდენტის თანამდებობებს. სერგო ნოზაძე იკავებდა HR და ორგანიზაციული განვითარების დირექტორის პოზიციებს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ბანკი რესპუბლიკა - ჯგუფი Société Générale და MFOs Crystal, სადაც პასუხისმგებელი იყო სტრატეგიული HR და ორგანიზაციული განვითარების, სტრატეგიული ტალანტების მართვის, ადამიანების განვითარების ისტემემებზე და მათ მუდმივ შესაბამისობაზე თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკებსა და თანამედროვე სტანდარტებთან. სერგო ნოზაძეს აქვს 18 წლიან გამოცდილება, აქედან 15, უფროს და აღმასრულებელ მენეჯერულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილებით, როგორც კერძო , ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორებში. სერგო ნოზაძე აქტიურად მოღვაწეობს HR და სტრატეგიული ორგანიზაციული განვითარების, ადამიანების განვითარების, ტალანტების მართვისა და ლიდერშიპის განვითარების სფეროში.

რეგისტრაციის წერილი