ცირკულარული ეკონომიკის სარგებელი

პარ ლარშანსი, კომპანია „Ragn-Sells“-ის მდგრადობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი.

წლების განმავლობაში პარ ლარშანს 1000-ზე მეტი გამოსვლა ჰქონდა მდგრადობასთან დაკავშირებულ თემებზე. მას აქვს 25 წლიანი პროფესიული გამოცდილება მდგრადობის მენეჯმენტის სფეროში. ბატონი ლარშანსი ეხმარება შვედეთის სამთავრობო უწყებებს გარემოსდაცვითი მიზნების დასახვის საკითხების ექსპერტის რანგში. სხვადსხვა დროს მუშაობდა შვედეთის მრეწველობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში.

„Ragn-Sells“-ი შვედური კერძო კორპორაციული ჯგუფია, რომელიც 1881 წელს შეიქმნა და საქმიანობს შვედეთში, ნორვეგიაში, დანიასა და ესტონეთში. 1966 წლიდან „Ragn-Sells“-ი ჩართულია ნარჩენების მართვაში, გარემოსდაცვით მომსახურებასა და ნარჩენების გადამუშავებაში. ჯგუფი აგროვებს, ამუშავებს და წმენდს ნარჩენებს კომპანიებში, ორგანიზაციებსა და შინამეურნეობებში. კომპანიამ შეიმუშავა უაღრესად კლიმატ-ეფექტური ცირკულარული გადაწყვეტილებები, რომლებიც მორგებულია ცირკულარულ ეკონომიკაზე, რათა ხელი შეუწყოს „waste2energy“ სისტემებს და გამოუსადეგარი წყლების გამწმენდ ნაგებობებს, რათა ისინი ცირკულარულ ეკონომიკაში მომგებიან და მომწამლავი ნივთიერებებისგან გამწმენდ ნაგებობებად იქცნენ.

ექსკლუზიურ ინტერვიუში ბატონი ლარშანსი გვიზიარებს შვედეთში „Ragn-Sells“-ის ნარჩენების მართვისა და გამონაბოლქვის შემცირების გამოცდილებას, რათა გახდეს კლიმატ-პოზიტიური კომპანია 2030 წლისთვის და მოუწოდებს კერძო სექტორს, გარემოსდაცვითი გამოწვევები ბიზნეს გეგმად აქციონ.

რატომ ისწრაფვიან კომპანიები ცირკულარული ეკონომიკისკენ, რა ბიზნეს და სოციალური სარგებელი მოაქვს ცირკულარულ ეკონომიკას და ეკო-ინოვაციურ მიდგომებს?

არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კლიმატზე დადებითი ეფექტია, რაც მასების ცირკულარულმა ნაკადებმა შეიძლება მოიტანოს და, უკვე ვიცით, რომ ბევრი ქიმიური ელემენტისადმი მოთხოვნა აღემატება მათი მოპოვების შესაძლებლობას – სპილენძი, კობალტი და კიდევ 40 ქიმიური ელემენტი აუცილებელია ციფრულ და ელექტრონულ ტრანსფორმაციაში, რაც ახლა ხდება და გასტანს მომავალი 30 წლის განმავლობაში. რკინის საჭიროებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მრავალი პრობლემა მოპოვებით პროცესში.

დღეისათვის უკვე ბევრი კომპანიაა, რომელიც ხედავს გამოწვევებს, თუ როგორ უნდა დააკმაყოფილონ ნედლეულის საკუთარი მოთხოვნა და ეს აიძულებს კომპანიებს, მოიპოვონ მასალები იმავე პროდუქტისგან, რომელსაც ბაზარზე ათავსებენ. ქიმიური ელემენტები ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

ცირკულარულ ეკონომიკას ახალი სახის რეგულაციები სჭირდება, რათა შესაძლებელი იყოს ცირკულარული მასალის ნაკადების მოძრაობა, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება დეკონტამინაციის ეტაპის გათვალისწინება, რათა საფრთხე არ შევუქმნათ მომავალი თაობების ჯანმრთელობას.

როგორ შეუძლია, ერთის მხრივ, ბიზნესს და, მეორეს მხრივ, მთავრობას ცირკულარული ეკონომიკისკენ სწრაფვა? თქვენს ქვეყანაში რას აკეთებს ბიზნესი და მთავრობა იმისათვის, რომ მწვანე ეკონომიკა რეალობად იქცეს?

დღევანდელ სწორხაზოვან ეკონომიკაში ჩვენ ორგანიზებულნი ვართ ფილიალების სახით, ეს დღევანდელ ეკონომიკაში ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ნარჩენების მართვის ინდუსტრიის ნაწილი, ხოლო ხვალინდელ ცირკულარულ ეკონომიკაში ჩვენ საზოგადოებას ღირებულებათა ჯაჭვებში მოვათავსებთ, რადგან სრულ ცირკულარულ ეკონომიკაში ნარჩენები არ არის. მართალია, იარსებებს ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც უნდა გამოვიტანოთ ეკოსისტემიდან, რადგან ისინი გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რისთვისაც საჭიროა. როდესაც ორგანიზებას უწევ მასალების ნაკადებს, შენ უნდა გქონდეს პოლიტიკოსების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით, ეს შეიძლება იყოს მატერიალური კვოტები, საგადასახადო შეღავათები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ,  რომ ცირკულარული მასალის ნაკადების შესახებ კანონმდებლობა ეფუძნება არა წარმოშობის არამედ ხარისხის კრიტერიუმებს. თუ იგი ნარჩენად იქნა განსაზღვრული, ბევრ ქვეყანაში არ არის ნებადართული მისი გამოყენება ახალი პროდუქტების წარმოებისთვის. სიმართლე გითხრათ, დღეს რასაც ნარჩენებს ვეძახით, რეალურად დაულაგებელი რესურსია და მხოლოდ გადამუშავების სწორი მეთოდი გჭირდებათ, რათა ისინი „კვლავ დალაგდნენ“. ჩვენი Ash2Salt (easymining.se) და Ash2Phos (easymining.se) წარმოადგენს მაგალითებს, რომელიც აჩვენებს თუ როგორ შეიძლება მასალის ხარისხის აღდგენა მინიმუმ იმავე ხარისხში ან თუნდაც უკეთესად ვიდრე თავდაპირველად იყო.

ეკოინოვაციურ მიდგომებზე გადასვლის პროცესში რა არის ბიზნესის ძირითადი გამოწვევები?

არსებობს რამდენიმე გამოწვევა, მაგრამ ყველაზე რთული კულტურული ასპექტია, ჩვენ უნდა ვიყოთ ექსპერტები თანამშრომლობაში, ამავდროულად  კი გვჭირდება კანონმდებლობის ცვლილებებიც. ცირკულარული ეკონომიკა და ცირკულარული მასალის ნაკადები არ გაითვალისწინებს, რომ ქვეყნებს შორის საზღვრები არსებობს, ამიტომ კანონები უნდა იყოს უფრო ფართო გეოგრაფიულად, მაგალითად, ევროკავშირის ან თუნდაც მსოფლიო სავაჭრო გარიგებების (WTO) დონეზე.

რა არის ის ამოცანები, რომლებიც დაუწესეთ „Ragn-Sells“-ს, რათა წაახალისოთ მწვანე პროდუქტები და წარმოების პროცესები მთელს მიწოდების ჯაჭვში?

ჩვენ კლიმატის ამოცანები უმაღლეს პრიორიტეტად განვსაზღვრეთ, თუმცა ასევე დავისახეთ დეკონტამინაციის პრინციპი, რომელიც უნდა შევასრულოთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვიარსებებთ ნარჩენების მართვის დღევანდელ ინდუსტრიაში მანამ, სანამ ნარჩენები იარსებებს, თუმცა ჩვენი ყურადღება ასევე გამახვილებულია ცირკულარული ქიმიური პროცესების შემუშავებაზე, რომელიც რამდენიმე განსხვავებული „მიწოდების წრის“ (და არა მიწოდების ჯაჭვი, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული) ნაწილი იქნება. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ პროგნოზი 2015 წელს, რაც კომპანიის დღევანდელი სტრატეგიის საბაზისო მაჩვენებელია, ჩვენ გვესმოდა, რომ მომავალში ცირკულარული ეკონომიკის პირობებში აღარ იარსებებს „ნარჩენები“ და, შესაბამისად, არც ნარჩენების მართვის კომპანიები იქნება საჭირო.

როგორ იმოქმედა კოვიდ-პანდემიამ მწვანე და სუფთა ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის მიღების პროცესში თქვენი გადაწყვეტილებების მიღებაზე? როგორ იმოქმედა მან თქვენს მიწოდების ჯაჭვზე და რა ნაბიჯები გადადგით მიწოდების ჯაჭვის მხარდასაჭერად?

ჩვენზე საერთოდ არ იმოქმედა პანდემიამ ან მხოლოდ ნაწილობრივ იმოქმედა (ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, შემთხვევებს, როდესაც  მომხმარებლები გვყავდა ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში). რაც დავინახეთ, არის ის, რომ მოპოვებითი ინდუსტრიის მიერ მიღებული რესურსებიდან გლობალური მიწოდების ჯაჭვები დღეს უკვე ძნელად იშოვება და ამან განაპირობა, რომ ნარჩენებიდან მასალის მოპოვება გაიზარდა. ჩვენ გავზარდეთ ბრუნვა და, ამავე დროს, შევძელით ხარჯების შემცირება. ჩვენ ამას აღვიქვამთ მტკიცებულებად იმისა, რომ ჩვენი სტრატეგია, გავხდეთ ნედლეულის მიმწოდებელი და მომავალ ცირკულარულ ეკონომიკაში დეტოქსიფიკატორი, სწორი გზაა. ჩვენი გაზრდილი თანამშრომლობის უნარი ასევე განაპირობებს ახალ ბიზნეს შეთანხმებებს ახალ გეოგრაფიულ რეგიონებში და გაზრდილ ინტერესს საზოგადოების მხრიდან.

როგორ შეგიძლიათ მიაწოდოთ პროდუქცია ნარჩენების წარმოქმნის გარეშე? როგორ იქმნება ცირკულარული მასალის ნაკადი, აქტივების და რესურსების გარეშე, რათა გაფართოვდეს ცვლილებები მთლიანად ბიზნესში?

პირველ რიგში, პროდუქტი ისე უნდა დაგეგმოთ, რომ შესაძლებელი იყოს ნედლეულის ღირებულების შენარჩუნება, შემდეგ უნდა ითანამშრომლოთ ღირებულებათა წრეზე როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ, რათა უზრუნველყოთ როგორც თქვენი მარაგები, ასევე პროდუქტის სწორი გამოყენება. შემდეგ დაგჭირდებათ იმის უზრუნველყოფა, რომ შეგიძლიათ მასშტაბის ეფექტის ეკონომიკაში მუშაობა, თუმცა აქ ბევრი გამოწვევაა დღევანდელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

რა ნაბიჯები გადადგა თქვენმა კომპანიამ დაბალი ნახშირბადის და რესურს-ეფექტური ოპერაციების მიმართულებით?

ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 2030 წლამდე გავხდეთ კლიმატ-პოზიტიური, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევამცირებთ CO2-ზე ჩვენს ზემოქმედებას მინიმუმ 50 პროცენტით 2030 წლამდე, მაგრამ ასევე შემოვიღებთ ახალ ცირკულარულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეამცირებენ CO2-ის გაფრქვევებს და CO2-ის გამოყენებას სხვადასხვა პროცესში: OSA პროექტი ესტონეთში ერთი-ერთი მაგალითია, სადაც ჩვენ შევიმუშავეთ მეთოდი CO2-ის გამოყენებით ესტონეთის ნაცრის მთებიდან ნაცრის გამოსადევნად. პირველი საწარმოო ერთეული 2025 წლიდან ამოქმედდება, რომელიც აწარმოებს PCC-ის (ფილერს), თუმცა საერთო ჯამში ამ ერთ პროექტს აქვს პოტენციალი გლობალური CO2 გაფრქვევა შეამციროს 400 მილიონი ტონით რაც CO2-ის შვედეთის 2019 წლისთვის არსებული გაფრქვევების 8 წლის ჯამის ტოლი ოდენობაა. https://www.osaservice.ee/en/

კიდევ ერთი მაგალითია „Re-Fertilze“ პროექტი ან პროექტი აზოტი, რომელიც ჰაბერ ბოშის მეთოდით აზოტოვანი სასუქის წარმოების საჭიროებას შეამცირებს და ამავდროულად თავიდან აიცილებს „სიცილის გაზის“ უზარმაზარ გაფრქვევას (N2O). LIFE RE-Fertilize (easymining.se)

გააზიარე: