ნომინაცია „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ – ჟიურის შეფასება

ნომინაციაში „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ ჟიურის წევრები იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; პერ ლარშენი, Ragn-Sells-ის მდგრადობის დირექტორი და ნინო ანთაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

ბატონი პერ ლარშენი აფასებს შედეგებს და მოკლედ აღწერს კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს მნიშვნელობას.

„ცირკულარული ეკონომიკა თანამშრომლობაა, თუ ცდილობთ მარტო გამარჯვებას, აუცილებლად წააგებთ./პერ ლარშენი.” გდანსკი, პოლონეთი, 2019 წლის აპრილი.

რას ნიშნავს კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს არსებობა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურისა და მდგრადობის შემდგომი განვითარებისთვის?

პასუხისმგებლიანობისა  და მდგრადობის კულტურის მთელი არსი ემყარება მოსაზრებას, რომ ეს ნებაყოფლობითი ქმედებაა. სარგებელი არის საბაზრო მოთხოვნის შექმნა შემოთავაზებულ პროდუქტზე ან მომსახურებაზე და თქვენი განმასხვავებელია ის, რომ სხვაზე უკეთესი ხართ. ჯილდოს მიღება საუკეთესო გზაა ამ პრაქტიკის პოპულარიზაციისთვის. დადებითი გვერდითი ეფექტის სახით კი, თქვენ შექმნით მაგალითების ჩამონათვალს, რომლებიც ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება იყოს შთაგონების წყარო, რაც საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ახალ კულტურას საზოგადოებაში, ადამიანებისა და ჩვენი პლანეტის უკეთესობისკენ.

რატომ იყო ჯილდო თქვენთვის, როგორც ჟიურის წევრისთვის საინტერესო და რა სირთულეებს უკავშირდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი?

მე ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ და მიყვარს სწავლა სხვა კულტურებიდან, ქვეყნებიდან, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებიდან. მეორე მხრივ, მე არ ვარ შეჩვეული საქართველოს კულტურას და ცოტა რთული იყო მაგალითების შეფასება, რადგან ყოველთვის საჭიროა ადგილობრივი ცოდნის გამოყენება, რათა გაიგოთ, რამდენად კარგია ძალისხმევა.

როგორია კორპორაციული პასუხისმგებლობის გაგების დონე ნომინანტ კომპანიებს შორის? თქვენ იყავით ჟიურის კომიტეტის წევრი ნომინაციაზე „მდგრადი მოხმარება და წარმოება“, შეგიძლიათ გვითხრათ იმ პროექტების შესახებ, რომლებიც თავად კომპანიებმა განახორციელეს – როგორი იყო მათი ხარისხი, რა იყო ყველაზე რთული და აკმაყოფილებს თუ არა ისინი კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს?  

მომავალი წლისთვის რომ გავითვალისწინოთ, ძალიან კარგი იქნება უკეთესი მიმოხილვა, თუ რა კონტექსტშია მიღებული პასუხისმგებლიანი ქმედება. ამჯერად საკმაოდ ბევრი ნომინანტი იყო, რომელთაც არ ჰქონდათ აღწერილი წინაპირობები და ძალიან რთული იყო 0-ზე ან 1-ზე უკეთესი ქულის მინიჭება. რას ნიშნავს კორპორაციული პასუხისმგებლობის აღება, დამოკიდებულია ადგილობრივ/ეროვნულ სიტუაციაზე. დღეს შვედეთში გენდერული ბალანსით მუშაობა სავალდებულო ფაქტორია, ამიტომ ჩვენზე არაა დამოკიდებული ამ კორპორაციული პასუხისმგებლობის აღება. იგივეა, როდესაც საქმე ეხება CO2-ის გაფრქვევების შემცირების ზომებს, მისი შეუსრულებლობა პირდაპირი ფინანსური ზარალიც კია. სხვა ქვეყნებში ეს საკითხები კორპორაციული პასუხისმგებლობის აღებით სრულდება.

გააზიარე: