საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი წლებია კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციად პოზიციონირებს. შესაბამისად, პანდემიის პერიოდში, კომპანიისთვის დიდ გამოწვევად იქცა რიგი კორპორაციული მდგრადობის აქტივობებისა და პროექტების განხორციელება. ბანკისთვის განათლება და ბიზნესის მხარდაჭერა კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებებად დარჩა ვინაიდან, მათი ხედვით, პანდემიის პერიოდში, სწორედ ამ სექტორებს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ციფრულმა სამყარომ მრავალი შესაძლებლობა შექმნა.
საქართველოს ბანკმა, პარტნიორების ჩართულობით, აღნიშნული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენა და დისტანციურად განაგრძო ისეთი საგანმანათლებლო და ბიზნესის მხარდასაჭერი პროექტების განხორციელება, როგორიცაა: სასტიპენდიო პროგრამები (Fullbright, Chevening, Miami Ad School Europe), Impact Hub Tbilisi – თან ერთად ყოველწლიური Social Imapact Award-ის ჩატარება, რომლის მიზანი სოციალური მეწარმეობის მიმართულებით საუკეთესო პროექტების გამოვლენაა. ასევე, იყო განათლების სფეროში პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებზე წერტილოვანი რეაგირება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის Zoom Education – ის პლატფორმის შეძენა, პროექტ „ჩართეს“ 300 ბენეფიციარისთვის (რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები) ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტის გადასახადის დაფინანსება. საქართველოს ბანკისა და კომპანია „წიგნების თაროს“ პარტნიორობის ფარგლებში, მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვისთვის არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლაც შეიქმნა, რომელმაც იზოლაციის პერიოდში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასო კლასგარეშე გაკვეთილები შესთავაზა. ეპიდ-სიტუაციას არ შეუფერხებია ბანკის მიერ ქართული წიგნის ინსტიტუტთან ერთად პანდემიამდე დაწყებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება.
ოთხ რეგიონულ საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები (იდეათეკები) გაიხსნა და ბანკის ძალისხმევით მას დისტანციური გამოყენების დატვირთვაც მიეცა. აღნიშნულ სივრცეს პედაგოგები და მოსწავლეები დისტანციური სწავლების გამრავალფეროვნებისთვის იყენებენ. საქართველოს ბანკი 2017 წლიდან თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) და ფინანსურ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოს თერთმეტ დაცულ ტერიტორიაში. ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით ბანკის მიერ განხორციელებული პროექტებიდან ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტი „500 Startups“-ია, რომლის პირველი ეტაპი წარმატებით ჩატარდა და ამ ფაზაში მონაწილე თხუთმეტმა კომპანიამ 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოიზიდა. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხორციელდება, ახალი კარიერული შესაძლებლობები შექმნა. უამრავი პროფესია, რომელიც უახლოესი 10 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა, დღეს ყველაზე მოთხოვნადია და ეს მოთხოვნა მზარდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რაც შეეხება ძველ ტრადიციულ პროფესიებს, მათზე მოთხოვნა კლებულობს და ზოგიერთი მათგანი საერთოდ ქრება. პროფესიონალთა აზრით, უნარები და გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ის მაინც არ არის საკმარისი გრძელვადიანი წარმატებისა და მოტივაციისთვის. ე.წ. soft skill ების შეძენას და შემდგომ ამის მიხედვით სამსახურის შერჩევას კი შეუძლია ადამიანის წარმატებული კარიერის შექმნა. პანდემიის პერიოდმა ბანკს ნათლად დაანახა, რომ უმნიშვნელოვანესია ზუსტად აღნიშნული Soft Skill-ის შეძენა და ახალი პროფესიების დაუფლება. ამ გამოწვევის საპასუხოდ, შეიქმნა „მომავლის პროფესიების“ პროექტი, რომელიც თავის მხრივ იქცა სტიმულად ბევრი ადამიანისთვის არ დაკარგონ მოტივაცია, იფიქრონ თვითგანვითარებაზე და აღმოაჩინონ ის უნარები, რომელთა განვითარებაც დაეხმარებათ ახალი პროფესიების შესწავლაში.