პროგრამის აღწერა
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში მოქმედი Peer Learning Group-ების პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ თანამოაზრე პროფესიონალთა ქსელი, სადაც მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს გაუზიარებთ საუკეთესო პრაქტიკებს და გამოწვევებს მდგრადობის კრიტიკულ საკითხებზე, გაიცნობთ და ითანამშრომლებთ ინდუსტრიის ექსპერტებთან.
ფასილიტირებული სესიების, გაზიარებული რესურსებისა და ჯგუფური დისკუსიების მეშვეობით, მონაწილეები ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ.
პროგრამის სარგებელი
• ისწავლეთ სხვა კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების მაგალითზე;
• პროგრამის მონაწილეებს გაუზიარეთ იდეები იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც გამოწვევების დაძლევაში დაგეხმარებათ;
• გამოავლინეთ განვითარებადი ინოვაციების ტენდენციები, რომლებსაც გამოიყენებთ თქვენი კომპანიის კონტექსტში;
• შექმენით ქსელი მდგრადობის თანამოაზრე პროფესიონალებთან ერთად.
რას მოგცემთ პროგრამა:
• უსაფრთხო სივრცეს რთული და გაბედული საუბრებისთვის, რომელსაც გაუძღვება დარგის ექსპერტი;
• თანამოაზრეთა ქსელსა და მხარდაჭერის სისტემას მუდმივად ცვალებად გარემოში, მომხმარებლებისა და აქციონერების მზარდი ზეწოლის პირობებში;
• ცოდნას, ცნობიერების ამაღლებასა და შთაგონებას, რათა თქვენმა კომპანიამ გააუმჯობესოს მდგრადი მიდგომები.
2023 წელს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის Peer Learning ჯგუფები 2 პრიორიტეტულ მიმართულებაზე ფოკუსირდება:
გენდერული თანასწორობა და შრომითი და ადამიანის უფლებები. კომპანიებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ ერთ ან ორივე პრიორიტეტულ მიმართულებაში.
თითოეული ჯგუფი ყოველწლიურად 4 სესიას მოიცავს. სესიები ტარდება ონლაინ და ფასილიტირებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ.
ყოველი სესიის დაწყებამდე, მონაწილეები მიიღებენ სესიისთვის მოსამზადებელ მასალას გაეროს გლობალური შეთანხმებისგან. შეხვედრების განმავლობაში, მონაწილეები სწავლობენ ქეისების, ჯგუფური სესიებისა და დისკუსიის მეშვეობით.
სესიების თემები
გენდერული თანასწორობა
- ქალები ლიდერულ პოზიციებზე
- თანაბარი ანაზღაურება
- კაცი მოკავშირეები ცვლილებისთვის
- გენდერულად პასუხისმგებელიანი შესყიდვები
შრომითი და ადამიანის უფლებები
- შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები
- დისკრიმინაცია
- ზიანის ანაზღაურების მექანიზმები შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევებში
- საცხოვრებელი ხელფასი
მონაწილეობის პირობები
Peer Learning Groups-ის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კომპანიას მოეთხოვება, იყოს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი ან გააჩნდეს მზადყოფნა, შეუერთდეს მას და დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:
- მზად არის, პროგრამის აქტივობებში დანიშნოს კომპანიის ორი წარმომადგენელი, რომლებიც წლის განმავლობაში დაესწრებიან 4 სესიას;
- მზადაა კოლეგებს ღიად გაუზიაროს გამოცდილება, ისწავლოს და მათთან ერთად ჩაერთოს დისკუსიაში, რაც ურთიერთსწავლების პროცესს კიდევ უფრო შედეგიანს ხდის.
Peer Learning Groups– ში მონაწილეობა შესაძლებელია ყველასთვის. ჯგუფში ადგილების დასაკავებლად, კომპანიებს მოვუწოდებთ ადრეულ ეტაპზევე დარეგისტრირდნენ.