„ქარის“ მწვანე ტრანსპორტი

ქარიეკომეგობრული ელექტრომოპედების საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისათვის შეიქმნა. კომფორტი, გადაადგილების სიმარტივე და ეკოლოგიაზე ზრუნვაის მთავარი მახასიათებელია, რის გამოც ეს ტრანსპორტი ნელნელა იხვეჭს პოპულარობას.

ელექტრომოპედები დღესდღეობით ინდივიდუალური ან ორი ადამიანის გადაადგილებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. „ქარის“ შემთხვევაში, სერვისის საზიარო ბუნება მომხმარებელს ათავისუფლებს მოპედის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული არაერთი უხერხულობისგან, მთავარ ბენეფიტად კი  24-საათიანი ხელმისაწვდომობა, საცობებში მოძრაობის თავისუფლება, გარანტირებული საპარკინგე ზონები და ეკომეგობრულობა რჩება.

ელექტრომოპედების გამოყენება შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციით, რომელსაც სამგზავრო დანიშნულების გარდა, მომხმარებელთან კომუნიკაციის ფუნქციაც ეკისრება. „ქარის“ სამოძრაო არეალში სპეციალურადაა გამოყოფილი საპარკინგე სივრცეები, ე.წ.  „მწვანე ზონები,“ რათა სხვა ტრანსპორტს თუ ქვეითებს გადაადგილებისას  არ შეექმნათ შეფერხება.

„ქარის“ მოპედები აღჭურვილია მგზავრის უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ელემენტით, მათ შორის ორი ჩაფხუტით და ჰიგიენური ქუდებით. დაზიანებების მონიტორინგი კი მომხმარებლების მიერ Qari app-ში  უწყვეტად ხორციელდება. სერვისი საზიაროა, შესაბამისად, ელექტრომოპედის შენახვასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, მათ შორის, ძრავის ელემენტის დამუხტვაზეც, კომპანია ზრუნავს.

იმის მიუხედავად, რომ ქართულ რეალობაში შედარებით ახალი სერვისია, „ქარი“ უკვე ყალიბდება  ურბანული ცხოვრების და ყოველდღიურობის  ავთენტურ ელემენტად და ხელს უწყობს  ადგილობრივი  სუბკულტურების  განვითარებას.

დღესდღეობით ეკომეგობრული პროდუქტები და სერვისები ბაზარზე ძირითადად, გამონაკლისის სახითაა წარმოდგენილი.  ტრანსპორტირების სფერო უმეტესად ამოწურვად რესურსს იყენებს, რასაც არამხოლოდ ნეგატიური გავლენა აქვს გარემოზე, არამედ არც საზოგადოების გრძელვადიან ქცევას ითვალისწინებს. ურბანულ სივრცეში დაბინძურების ხარისხი საოცარი სისწრაფით იზრდება და შესაბამისად, ნადგურდება ეკოლოგია. „ქარის“ მიზანია, მომხმარებელში ახალი ჩვევის დანერგვით პოზიტიური ცვლილების ინიცირება. კომპანია ცდილობს, ეკომეგობრული ინიციატივები ერთეულებს გასცდეს  და  რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყოველდღიურობად გადაიქცეს. მნიშვნელოვანია ამ ინიციატივებში  როგორც მომხმარებლის, ასევე, კორპორაციების ჩართულობა.

„ქარის“ მოპედები უხმო ელექტროძრავებით მოძრაობს,  რასაც მინიმუმამდე დაჰყავს როგორც ჰაერის, ასევე, ხმოვანი დაბინძურება. სერვისის ბუნებიდან გამომდინარე, ელექტრომოპედები  სხვაგვარადაც ამცირებს გარემოზე ზემოქმედების ხარისხს: პიკის საათებში საცობში  მოხვედრილი ავტომობილები არა მარტო მეტ საწვავს მოიხმარს, არამედ, ჩვეულებრივ მოძრაობასთან შედარებით,  ზრდის გამონაბოლქვის წილსაც. „ქარის“ გამოყენება მსგავს „ეფექტებს“ გამორიცხავს. გარდა ამისა, ელექტრომოპედით მოძრაობა მგზავრებს საცობებსაც ააცილებს და გზების გათავისუფლებასაც ეხმარება.

მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია „ქარის“ კიდევ ერთი გამორჩეული  ნიშანია: მხარდაჭერის ჩათისა და კვალიფიციური საკონსულტაციო გუნდის დახმარებით ნებისმიერ საკითხს უმოკლეს დროში აგვარებენ. დარეგისტრირებულ მომხმარებელს კი, რომელსაც მართვის მოწმობა არა აქვს ან სათანადოდ ვერ ფლობს ამ უნარს, უფასო პროფესიულ ტრენინგსა და დახმარებას სთავაზობენ.

დამატებით სერვისებად ქარმა სტუდენტური და კორპორატიული პაკეტებიც წარადგინა. სტუდენტები ხშირად ავლენენ ენთუზიაზმს პოზიტიური სიახლეების დასანერგად, ხოლო სანაცვლოდ მათზე მორგებული შეღავათიანი პაკეტით სარგებლობა შეუძლიათ.

“მწვანე ტრანსპორტის” ინტეგრაცია ყოველდღიურობაში კორპორაციებისთვისაც მნიშვნელოვანი განაცხადია. მოკლე და საშუალო მანძილებზე მორაობისას კორპორაციული ტრანსპორტი ზრდის როგორც ფინანსურ, ასევე ენერგიის დანახარჯს. გარდა ამ პრობლემის ამოხსნისა, “ქარის” შეღავათიანი სერვისის შეთავაზებით კომპანიები თანამშრომლებს აარიდებენ საცობებს და უზრუნველყოფენ პარკინგის გარანტირებული ადგილებით.

პანდემიის პირობებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა ინდივიდუალური ტრანსპორტის როლი და მნიშვნელობა. სხვა საშუალებებთან შედარებით, „ქარის“ მოპედები არა მხოლოდ დახურულ სივრცეში კონტაქტს ამცირებს, დროდადრო დაწესებული შეზღუდვების პირობებშიც  ამარტივებს  გადაადგილებას.

ამჟამად „ქარის“ გუნდი ველოსიპედების გაზიარების სერვისზე მუშაობს, რაც ეკომეგობრული ტრანსპორტის ხაზს გააფართოვებს. გარდა ამისა, მეტი მრავალფეროვნებისათვის მინი ელექტრომობილების წარდგენაც იგეგმება.

კომფორტულ სატრანსპორტო საშუალებად ჩამოყალიბების გარდა, „ქარის“ მთავარი განაცხადი ურბანული ეკომეგობრულობაა. გამონაბოლქვითა და ხმაურით გადატვირთულ ქუჩებში კომპანია ქმნის ყოველგვარი დაბინძურებისგან თავისუფალი მოძრაობის კულტურას, რაც თანამედროვე  ეკოგამოწვევებით აღსავსე ქალაქში ძალზე მნიშვნელოვანია.

გააზიარე: