„აჭარაბეთი“ მდგრადი განვითარების გზაზე

„აჭარაბეთი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონლაინ გართობის კომპანიაა, რომლის მიზანია, დანერგოს ინოვაციური პროდუქტები და მუდმივად შესთავაზოს სიახლეები მომხმარებელს. ბოლო რამდენიმე წელია კომპანია აქტიურად ცდილობს მდგრადი განვითარების მიზნების გარშემო ახალი ინიციატივებისა და აქტივობების განხორციელებას. ამ მიზნების ნაწილია პარტნიორობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფსა და სექტორთან, რაც „აჭარაბეთის“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს ჩვენს გამოცემასთან „აჭარაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი, ირაკლი დავარაშვილი.

20 წელზე მეტია „აჭარაბეთი“ საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. ბოლო რამდენიმე წელია კომპანია აქტიურად პოზიციონირებს, როგორც სხვადასხვა ინიციატივისა თუ მიმართულების მხარდამჭერი. როგორია კომპანიის გამოცდილება კორპორაციული პასუხისმგებლობის მხრივ, რა არის თქვენი პრიორიტეტი?

უკვე 20 წელზე მეტია „აჭარაბეთი“ საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. ჩვენ გვჯერა, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე გარკვეული ვალდებულებების საკუთარი ნებით აღებას და მათ შესრულებას ნიშნავს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს მათი ცნობადობა, მისცეს შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და მნიშვნელოვან შეჯიბრებასა თუ ტურნირებში იასპარეზონ. ჩვენ ხელს ვუწყობთ ცალკეულ ათლეტებს მათ პროფესიულ ზრდაში. ასევე, საკუთარი წვლილი შეგვაქვს ამ დარგის განვითარებაში.

რამდენიმე თვის წინ კომპანიამ კორპორაციული პასუხისმგებლობის პლატფორმა – INICIATIVA.GE წარადგინა. გვიამბეთ მეტი ამ წამოწყების შესახებ.

„აჭარაბეთმა“ შექმნა კორპორაციული პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“, სადაც ერთ
სივრცეშია გაერთიანებული ყველა ის პროექტი თუ წამოწყება, რაც კომპანიას დღემდე განუხორციელებია. „ინიციატივის“ მიზანია, თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში. კორპორაციული პასუხისმგებლობის პლატფორმა ორიენტირებულია პასუხისმგებლიანი თამაშის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე, ქართული სპორტისა და კრეატიული ადამიანების მხარდაჭერაზე.

პარტნიორული პროექტების წახალისება და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია. როგორია ამ მხრივ თქვენი გამოცდილება? თანამშრომლობთ თუ არა სხვადასხვა სექტორთან, მათ შორის, არასამთავრობოებთან?

ჩვენი მიზანია, პარტნიორებთან თანამშრომლობით შევქმნათ სწორედ ისეთი პროექტები, რომელიც კონკრეტული საჭიროებების მოგვარებაზე, მდგრადობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ვთნამშრომლობთ არაერთ კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. გამოვყოფ პროექტს – „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა,“ რომელსაც საქართველოში ანალოგი არა აქვს. პროექტის მიზანია საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა, სპორტულ- შემოქმედებით და სოციალურ პროექტებში ჩართულობა.

მინდა აღვნიშნო „ინიციატივის“ ფარგლებში ჩატარებული პირველი პროექტი – მომღერალ სტეფანეს კონცერტი-მარათონი, რომელიც ფონდ „1ანობის“ ბენეფიციართა დასახმარებლად გაიმართა. კონცერტზე შემოსულ თანხასთან ერთად, კომპანია „აჭარაბეთმა“ დამატებითი ფინანსური რესურსი გამოუყო ფონდ „1ანობის“ ბენეფიციარებს, ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

რა ახალ ინიციატივებს უნდა ველოდოთ კომპანიისგან სამომავლოდ? რა გეგმები გაქვთ კორპორაციული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით?

„აჭარაბეთი“ მუდმივად სიახლეებსა და ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანიაა. სწორედ ამიტომ ბევრი კარგი სიახლე გვექნება უახლოეს მომავალში, რადგან არაერთი საჭირო და სასარგებლო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ვიმედოვნებთ, ამ პროექტებს ინტერესით შეხვდება საზოგადოება.

გააზიარე: