აქციე გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად – გამოსავლების ძიება პარტნიორობის მეშვეობით

25-26 მარტს საქართველომ უმასპინძლა გლობალური შეთანხმების ფლაგმანურ ღონისძიებას. ღონისძიებამ შეკრიბა მაღალი დონის დელეგაციები რეგიონიდან, რომლის მიზანი იყო კოლექტიური მოქმედების და 10 პრინციპსა და მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDG) პოზიტიური გავლენის დასახვა.

მთავრობების, ადგილობრივი და გლობალური ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და გლობალური შეთანხმების ქსელების ძირითადი დაინტერესებული მხარეები საქართველოდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ბელორუსიიდან და პოლონეთიდან შეიკრიბნენ თბილისში, რათა პარტნიორობის გზით მოეძიებინათ გადაწყვეტები გლობალური მიზნების ადგილობრივ მიზნებად გარდასაქმნელად, რაც ემსახურება 2030 წლის დღის წესრიგის მიღწევას რეგიონში.

გლობალური შეთანხმების ქსელის საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ქსელის საბჭოს თავმჯდომარემ, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა, რომ მდგრადი განვითარების მიზნები „განსაზღვრავს მიზნებს, რომლებიც წარუძღვება სახელმწიფოს მდგრადობის გამოწვევების გადალახვასა და ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.“

„მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიღწევა სასარგებლოა ყველა ჩართული მხარისთვის: სახელმწიფოებისთვის, ბიზნესის სექტორისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემებისთვის“, – განაცხად მან და მოუწოდა თითოეულ დაინტერესებულ მხარეს, მონაწილეობა მიიღონ მიზნების განხორციელებაში, რადგან „პარტნიორობა ნამდვილად მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკის წარმართვისა და SDG-ების მიღწევისთვის.“

მეზობელი ქვეყნების გლობალური შეთანხმების ქსელების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან სწავლა, თანამშრომლობა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. მისასალმებელ სიტყვაში გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების CEO-მ და აღმასრულებელმა დირექტორმა სანდა ოჯიამბომ მოუწოდა არა მხოლოდ საზოგადოებებს, ბიზნესებსა და მთავრობებს, დააჩქარონ 2030 წლის დღის წესრიგის მხარდაჭერა, არამედ ასევე ხაზი გაუსვა გაეროს გლობალური შეთანხმების როლს უკეთესი სამყაროსთვის ბიზნესის გაერთიანებაში.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების თანახმად მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის საკითხზე თანამშრომლობის შესახებ საქართველოს პასუხისმგებლობაზე საუბრისას, ოჯიამბო მიესალმა საქართველოს ძალისხმევას, შეინარჩუნოს ეს გარდამავალი ეტაპი და პრიორიტეტები მიანიჭოს მდგრად განვითარებას და ცირკულარულ ეკონომიკას ახალი პოლიტიკებისა და კანონების განხორციელებით.

“ნულოვანი ნახშირბადის ეკონომიკის რეალობად ქცევა მოითხოვს კერძო სექტორის, მთავრობის, გაეროს, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობას”, – განაცხადა ოჯიამბომ და დასძინა, რომ ეს ამოცანა წარმოადგენს უზარმაზარ გამოწვევას და მომავლის შესაძლებლობას, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს, „ხელახლა გამოიგონონ საკუთარი თავი, გარდაქმნან მიწოდების ჯაჭვები მდგრადი განვითარების ძრავებად, შექმნან ბიზნეს მოდელები, რომლებშიც პრინციპები და მოგება თანხვედრაშია იქნება“. Covid-19-ის მიერ გაძლიერებული უპრეცედენტო გამოწვევების სამყაროში, სადაც კლიმატის ცვლილების, სოციალური უსამართლობისა და უთანასწორობის დამანგრეველი შედეგები კვლავ სახეზეა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ქმედების მნიშვნელობა, ახალი შესაძლებლობებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნა SDG- ების მიღწევის გზაზე.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემია და კლიმატის ცვლილებები საფრთხეს უქმნის გლობალურ სტაბილურობას, რის გამოც ქვეყნებმა უნდა ეძებონ ინოვაციური გზები და უფრო მწვანე გადაწყვეტილებები.

მისი თქმით, საჯარო და კერძო პარტნიორობის კარგი მაგალითებია გარემოს დაცვის მიმართულებით, მან განაცხადა, რომ „სახელმწიფოს შემუშავებული და ზუსტი სტრატეგია უზრუნველყოფს ეფექტიან შედეგებს საქართველოს კერძო სექტორთან ძალების გაერთიანებისას, აგრეთვე სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცებისას”.

საქართველოს პარლამენტის სპიკერმა კახაბერ კუჭავამ, რომელიც მხარს უჭერს კერძო სექტორის აქტიურ ჩართვას საპარლამენტო მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის რეალიზებაში, განაცხადა, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანი თანხმდება, რომ „მომავალი მწვანეა… ჩვენ ნამდვილად უნდა გვესმოდეს, რას ვგულისხმობთ და რა არის ის, რაც გვჭირდება მწვანე მომავლის მისაღწევად“.

გააქტიურდნენ კერძო ორგანიზაციებიც, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ. ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციის კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩილ ბაკურაძის თქმით, მის გუნდს მიაჩნია, რომ მდგრადობა მიიღწევა არა მხოლოდ მათი სოციალური ზემოქმედებით, არამედ ახლო წარსულში წარმოქმნილი მწვანე პორტფელის საშუალებით.

ენერგოეფექტურობაში ინვესტიციის გრძელვადიანობაზე საუბრისას ბაკურაძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც კომპანიები დადგნენ მწვანე ზრდისთვის თანამშრომლობისას. ამასთან, მან განაცხადა, რომ კრისტალი მომავალში თავს მდგრად ბანკად ხედავს და მდგრადობა მიიღწევა არა მხოლოდ მათი სოციალური გავლენის, არამედ მწვანე ინვესტიციების საშუალებით. Caparol-ის უკრაინის კომერციული დირექტორი ანდრეი კოროლი ასევე ეთანხმება, რომ მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის გადასარჩენად გრძელვადიანი სარგებლის მიღება ადვილი არ არის, Caparol უკრაინა ქმნის პროგრამებს, რომლებიც გათვლილია მომხმარებელთა სარგებლის, მათი ჯანმრთელობის, ეფექტიანობისა და მდგრადობისთვის.

მწვანე და ინკლუზიური მომავლის განხილვისას, კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოს პლატფორმად ჩამოყალიბებას მონაწილე ქვეყნების ბიზნესის ლიდერებსა და მონაწილე ქვეყნების მთავრობებს შორის მრავალმხრივი დიალოგის განვითარების მიზნით, ახალი პარტნიორობის მისაღწევად და პოლიტიკის განხორციელებისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შესასწავლად, რომლებიც ხელს უწყობენ ნულოვანი ნახშირბადის ეკონომიკურ ზრდას და აჩქარებენ პროგრესს პარიზის შეთანხმებისა და SDG-ების მიზნებისკენ.

ნულოვანი ნახშირბადის ეკონომიკური ზრდის მიზნის მისაღწევად და პარიზის შეთანხმების მიზნებისკენ წინსვლის დასაჩქარებლად, საჭიროა კორპორაციული ქმედებების მასშტაბირება. იმის გამო, რომ აღმოსავლეთ-ევროპული კომპანიები აქტიურდებიან და ლიდერობენ, საჭიროა უფრო მეტი გზის გაკვლევა და ერთობლივი მოქმედებები, რათა ისინი სწორი მიმართულებით წავიდნენ.

დაინტერესებულ მხარეებთან მრავალმხრივი პარტნიორობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისას USAID საქართველოში კერძო სექტორის ჩართულობის კოორდინატორმა, ბევერლი ჰუვერმა განაცხადა, რომ 2020 წელს მხოლოდ USAID საქართველო და კერძო სექტორი თანამშრომლობდნენ 20 მილიონის ოდენობის შემოსავლის მისაღებად ადგილობრივი ბიზნესისთვის და შექმნეს 3400 ახალი სამუშაო ადგილი.

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა UNDP საქართველოში, ნინო ანთაძემ ასევე აღნიშნა, რომ UNDP ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან კლიმატის პოლიტიკის გაუმჯობესების, ტექნიკური დახმარებისა და სახელმძღვანელო მითითებების უზრუნველსაყოფად და დარწმუნებულია, რომ საქართველო მიუყვება თავის ვალდებულებებს და შეუძლია მათი შესრულება.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში კერძო სექტორის მონაწილეობისა
და ჩართულობის უზრუნველყოფას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები ან სესხები ნამდვილად არ იქნება საკმარისი. მაღალი დონის კონფერენციის მსვლელობისას, არაერთმა სტუმარმა გაუსვა ხაზი პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას, ყველასათვის საერთო მიზნების მისაღწევად.

შვედეთის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ულრიკ თიდესრომი მიიჩნევს, რომ „ქვეყნები უნდა ჩაერთონ დაინტერესებულ მხარეებთან მრავალმხრივ დიალოგში”, რადგან „მწვანე და ინკლუზიური ეკონომიკა მხოლოდ სწორი არჩევანი და მდგრადი გადაწყვეტა კი არაა, არამედ კარგი ბიზნესიცაა“.

კომპანიების წახალისებისთვის, რათა მათ გამოწვევები აქციონ ბიზნეს გეგმად, ელჩმა განაცხადა: „ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ უკეთესად განვავითაროთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ უფრო მწვანე და ინკლუზიური მომავლისკენ, ისე, რომ არავინ დავტოვოთ უკან“.

აქციე გლობალური მიზნების ადგილობრივი ბიზნესად – საქართველო წარმოადგენს ბიზნეს ლიდერების და მონაწილე ქვეყნების მთავრობების პლატფორმას, რათა ხელი შეუწყონ დაინტერესებულ მხარეებთან მრავალმხრივ დიალოგს, ჩამოაყალიბონ ახალი პარტნიორობა და აღმოაჩინონ ინოვაციური გადაწყვეტები იმ პოლიტიკის დასახვეწად, რომლებიც ხელს უწყობს ნულოვან ნახშირბადის ეკონომიკურ ზრდას და დააჩქარებს პროგრესს პარიზის შეთანხმებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. იგი შეიქმნა ადგილობრივი და რეგიონული გადაწყვეტების და პარტნიორობის კონტექსტში, რეგიონში 2030 წლის დღის წესრიგის მისაღწევად.

გააზიარე: