ბიზნესის კეთილსინდისიერების გაძლიერება: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამოქმედო პლატფორმა
ავტორი: მაია გიორგაძე
პარტნიორობისა და კერძო სექტორთან ურთიერთობის მენეჯერი
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
გლობალური ბიზნეს ლანდშაფტის უფრო პასუხისმგებლიანი და ეთიკური პრაქტიკისკენ შეცვლასთან ერთად, ქართული კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ თავიანთი ოპერაციების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობას. გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს გლობალურ ჩარჩოს მდგრადი და პასუხისმგებლიანი ბიზნესის წარმართვისთვის, ამ ძალისხმევის საფუძველს წარმოადგენს.
გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპი იყოფა ოთხ ძირითად მიმართულებად: ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. მსოფლიო მასშტაბით ეს პრინციპები წარმოადგენს ბიზნესის მიერ აღებულ ერთობლივ ვალდებულებას დაიცვან ეთიკური პრაქტიკის ნორმები და პოზიტიური წვლილი შეიტანონ საზოგადოებაში. ისინი საფუძველს უყრიან ნდობის მოპოვებას, საქმიანობის გაუმჯობესებას და კომპანიების მდგრად განვითარებას. კორუფციასთან ბრძოლის პრინციპი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს ჭრილში, დააკმაყოფილოს ბიზნესის კეთილსინდისიერების გლობალური სტანდარტები .
საქართველომ, როგორც განვითარებადმა ბაზარმა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა განიცადა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. თუმცა, ამ განვითარებას მოჰყვება ბიზნესის პასუხისმგებლობა კეთილსინდისიერ, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საქმიანობის წასამართად. სწორედ ამ კონტექსტშია გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. გამჭვირვალე მმართველობის, ანტიკორუფციული ღონისძიებებისა და მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის აუცილებლობის აღიარება მზარდია საქართველოს ბიზნეს საზოგადოებაში.
კორუფცია წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას მდგრადი განვითარების მიზნების, კერძოდ კი მე-16 მიზნის მიღწევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კორუფციის დონის შემცირებას, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიზანია გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით და უშუალო წვლილი შეიტანოს მე-16 მიზნის მიღწევაში, სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობისთვის.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამოქმედო პლატფორმა ბიზნესის კეთილსინდისიერების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი ინიციატივაა საქართველოში. ის გადამწყვეტ როლს თამაშობს გაეროს გლობალური შეთანხმების მეათე პრინციპის ხელშეწყობაში, რომელიც მოუწოდებს ბიზნესს, ებრძოლოს კორუფციის ყველა ფორმას. რეგულარული ჯგუფური შეხვედრების საშუალებით პლატფორმა ხელს უწყობს პრევენციული ღონისძიებების განხილვას და საშუალებას აძლევს კომპანიებს გააზიარონ საუკეთესო პრაქტიკა.
კორუფციასთან ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევა უნიკალური და თანამედროვე მიდგომაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს – ბიზნესს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ურთიერთ თანამშრომლობით და კოორდინირებული გზით წარმართონ თავიანთი ძალისხმევა კორუფციის დასაძლევად. ინდივიდუალური მცდელობებისგან განსხვავებით, სადაც კომპანიები, ან ორგანიზაციები ცდილობენ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ კორუფციას, ამგვარი ერთობლივი ძალისხმევა ქმნის ანგარიშვალდებულებისთვის საჭირო საერთო საფუძველს, რაც ხელს უწყობს გამჭვირვალობას და ეთიკური ქცევის ნორმების დამკვიდრებას ყველა სექტორში.
გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კულტურის გასაძლიერებლად, ერთი წლის წინ, დანერგილმა სამოქმედო პლატფორმამ გააერთიანა გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი ბიზნესები. აღნიშნული, ერთობლივი ძალისხმევის მიდგომა, უნიკალურია იმით, რომ ის სარგებელის მომტანია არა მხოლოდ ცალკეული კომპანიებისთვის, არამედ ზოგადად აძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ გარემოს. პლატფორმის ძალისხმევა ასევე ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მიღწევას ისეთი სამართლიანი, ეფექტიანი ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერით და მათ შორის პარტნიორობის ხელშეწყობით, რომლებსაც შეუძლიათ ამ კრიტიკული საკითხების მოგვარება.
პლატფორმა ორიენტირებულია სამ ძირითად მიზანზე:
შესაძლებლობების განვითარება: სემინარებისა და ტრენინგების საშუალებით, პლატფორმა ეხმარება ქართულ კომპანიებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, განახორციელონ შესაბამისობის ეფექტიანი პროგრამები და დანერგონ ეთიკური ბიზნეს პრაქტიკა. აღნიშნული, შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-16 მიზანს, რადგან ის გამიზნულია ინსტიტუტების გაძლიერებასა და ბიზნესის ანგარიშვალდებულების ხელშეწყობაზე.
დიალოგის ხელშეწყობა: პლატფორმა ხელს უწყობს კონსტრუქციულ დიალოგს საჯარო და კერძო სექტორებს შორის, მთავრობის პოლიტიკასა და ბიზნეს პრაქტიკას შორის არსებული გამოწვევების დაძლევას. ამგვარი ჩართულობა აუცილებელია პრაქტიკული და ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკისა და საკანონმდებლო ჩარჩოების შემუშავებისთვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მე-16-მიზნის მიღწევას ძლიერი და გამჭვირვალე ინსტიტუტების შესაქმნელად.
ერთობლივი ძალისხმევის წახალისება: იმის აღიარებით, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს თანამშრომლობას, პლატფორმა მოუწოდებს კომპანიებს ერთობლივი მუშაობისკენ. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და საერთო გამოწვევების გადაჭრით, კომპანიებს შეუძლიათ ერთობლივად წარმოაჩინონ კეთილსინდისიერი ეთიკური ბიზნეს პრაქტიკის დასანერგად, რაც მე-16 მიზნის შესაბამისად, ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე საზოგადოებების შექმნას.
მომავალში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, რომელმაც გრანტის სახით ახლახან მიიღო ტექნიკური დახმარება Siemens-ის კეთილსინდისიერების ინიციატივისგან (Integrity Initiative) მიზნად ისახავს გააფართოვოს სამოქმედო პლატფორმის შესაძლებლობები და მისი გავლენა. დაგეგმილი ინიციატივები მოიცავს საერთაშორისო კონფერენციების მასპინძლობას, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ფარგლებში, ბიზნესის კეთილსინდისიერების ჯილდოს დაწესებას და კერძო სექტორზე მორგებული ყოვლისმომცველი 10-საათიანი თემატური კურსის შემუშავებას. ამ ძალისხმევას დაემატება საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც შექმნილია შესაბამისობისა და კეთილსინდისიერების დანერგვის კუთხით, კომპანიების ცოდნის გაღრმავების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტად გამჭვირვალე და ეთიკური ბიზნეს გარემოს შექმნას.
ამ ძალისხმევის მეშვეობით, ქართულ კომპანიებს შეეძლებათ საქმიანობა გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ, გაზარდონ რეპუტაცია და მოიპოვონ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა. სამოქმედო პლატფორმაში აქტიური ჩართულობით და გაეროს გლობალური შეთანხმების მეათე პრინციპის დაცვით, კომპანიები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ ბევრად უფრო გამჭვირვალე, ეთიკური და მდგრადი ეკონომიკის შექმნაში.