ბრაზილიის ქსელი – ანტიკორუფციული ინიციატივების ლიდერი

კერძო სექტორში ანტიკორუფციული ინიციატივების ხელშეწყობის მიმართულებით ბრაზილია ლიდერის პოზიციას იკავებს. ამ შედეგის მისაღწევად გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელის როლი  გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. გაეროს გლობალური შეთანხმების ანტიკორუფციული სამოქმედო პლატფორმა ბრაზილიაში მთავარ ბიზნეს ფორუმს წარმოადგენს, რომელიც 350-ზე მეტ პარტნიორს აერთიანებს და ხელს უწყობს კომპანიებს შორის თანამშრომლობას. რა გამოწვევების წინაშე დგას ბრაზილიის კერძო სექტორი ანტიკორუფციული ზომების მიღებისას და რა როლი აქვს გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელს ამ დაბრკოლებების გადალახვის პროცესში? ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებს გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელის მენეჯერი კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში შანტალ კასტრო პასუხობს.

შანტალ კასტრო, გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელის მენეჯერი კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში

გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელი ლიდერია კერძო სექტორში ანტიკორუფციული ინიციატივების ხელშეწყობის კუთხით. შეგიძლიათ, გაგიზიაროთ ინფორმაცია წლების განმავლობაში გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელის მიერ წამოწყებული ინიციატივის შესახებ?

ბრაზილია მართლაც ლიდერობს კერძო სექტორის მიმართ წამოწყებულ ანტიკორუფციულ ინიციატივებში და ამ მხრივ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გააფართოოს თავისი ძალისხმევა. სხვადასხვა ძირითადი ეტაპის გავლისა და წამოწყებული ინიციატივების შედეგად, გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ პროცესში.

გაეროს გლობალური შეთანხმების კორუფციასთან ბრძოლის პლატფორმა  წარმოადგენს ბიზნესის ძირითად ბიზნეს ფორუმს ბრაზილიაში, რომელიც მიზნად ისახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ბიზნესის კეთილსინდისიერების წახალისებას.ფორუმი 350-ზე მეტ პარტნიორს აერთიანებს და ხელს უწყობს კოლეგებთან დისკუსიების გამართვასა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. ამგვარი პლატფორმა თავისთავად მოქმედებს, როგორც კორუფციასთან ბრძოლისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სფეროში რიგი პროექტების განვითარებისა და ინიციატივების განხორციელების ცენტრი. მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც სექტორული მიდგომის გამოყენებით, აერთიანებს დიდ და პატარა კომპანიებს მსგავსი გამოწვევებითა და ინტერესებით, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ითანამშრომლონ პასუხისმგებლობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების გაუმჯობესების საქმეში, რაც შემდგომ მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და მიწოდების თანმიმდევრობაში აისახება.  დღეს ისინი გაერთიანებულნი არიან სამშენებლო, აგროინდუსტრიული და ენერგეტიკის სექტორების განვითარების გარშემო.

კიდევ ერთ, მეტად მნიშვნელოვან ადგილობრივ ინიციატივას 100%-იანი გამჭვირვალობის მოძრაობა წარმოადგენს. მისი ამბიციური მიზნები უბიძგებს კომპანიებს, 2030 წლისთვის გამჭვირვალობის მიზნის მიღწევის მიმართულებით და ხუთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპის დაცვით, გასცდნენ საკანონმდებლო ვალდებულებების ჩარჩოებს. ამგვარი მიზანი და პრინციპები მოიცავს ხელისუფლების ინფორმირებას ყველა შესაბამისი ურთიერთქმედების შესახებ, მენეჯმენტის მაღალი თანამდებობის პირების ანაზღაურების სამართლიანობის კრიტერიუმების გამჟღავნებას, საჯარო შესაბამისობისა და მმართველობის სტრუქტურების შექმნის შესახებ ინფორმირებას, ანგარიშგების ფორმების გამჭვირვალობას და იმის უზრუნველყოფას, რომ მაღალი რისკის საქმიანობაში ჩართულ მონაწილეთა 100%-მა გაიაროს ტრენინგი კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე. მოძრაობის მიზანია, რომ წამყვან კომპანიებში გააძლიეროს კეთილსინდისიერების ამაღლების მექანიზმები, უზრუნველყოს მათი უფრო მეტად მდგრადობა და ისინი წარმატების მაგალითებად დაამკვიდროს ბრაზილიაში. დღეს ეს მოძრაობა 70 კომპანიას აერთიანებს.

ბრაზილიისთვის ერთ-ერთ მთავარ მიღწევას ბაზელის მმართველობის ინსტიტუტისგან[1] მიღებული ორი „2024 წლის ანტიკორუფციული ერთობლივი ძალისხმევისთვის ჯილდო“  წარმოადგენს. აგრარულ სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული საქმიანობის შედეგად, „აგრობიზნესში კორუფციასთან ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევა“ დაჯილდოვდა „ერთობლივი ძალისხმევის განხორციელების“ კატეგორიაში  და “100% გამჭვირვალობის მოძრაობა“ აღიარებულ იყო „ერთობლივი ძალისხმევის სულის ჩამდგმელ ახალ მონაწილედ,“ რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიზნეს სექტორში გამჭვირვალობის ხელშეწყობის  ვალდებულება.

2023 წლის ოქტომბერში გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელი მიწვეულ იყო ბრაზილიის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სამინისტროს მიერ კეთილსინდისიერების პრიზის მინიჭების მმართველ კომიტეტში.  ამ მიწვევამ ხაზი გაუსვა ჩვენ მიერ წამოწყებული ინიციატივების მნიშვნელობას, მათ შორის აგრობიზნესის სექტორში განხორციელებულ ერთობლივ ძალისხმევას და 100%-იანი გამჭვირვალობის მოძრაობის აღიარებას. 2024 წლის მარტისთვის სამინისტრომ ამ ჯილდოს მფლობელად აგრობიზნესის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციიდან (ACCA)[2] 11 კომპანია აღიარა.

უფრო მეტიც, 2024 წლის აგვისტოში გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელი მიიწვიეს კონკურსში „Empresa Pró-Ética“ („პრო-ეთიკური კომპანია“) მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ბრაზილიის გენერალური კონტროლის ოფისის (CGU)[3] მიერ, ქვეყნის ყველაზე ეთიკური კომპანიებისთვის ტარდება . ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მჭიდრო ურთიერთობას ფედერალურ საჯარო სექტორთან და ძალას გვმატებს, როგორც შესაბამისობის კულტურისა და ეთიკური ბიზნეს პრაქტიკის ნორმების ფორმირების ხელშეწყობაში ლიდერის როლის შემსრულებელს.

აღნიშნული ინიციატივები და ეტაპები ასახავენ კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მიმართულ  ჩვენს მტკიცე ერთგულებას, რაც ხელს უწყობს უფრო მეტად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მდგრადი ბიზნეს გარემოს შექმნას.

ერთობლივი ძალისხმევა გადამწყვეტია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორ უწყობს ხელს გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელი ბიზნესს, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობას მათი ერთობლივი ძალისხმევის გასაძლიერებლად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში?

ერთობლივი ძალისხმევა მართლაც მნიშვნელოვანია კორუფციასთან საბრძოლველად, რადგან ხელს უწყობს  სექტორებს შორის თანამშრომლობას და აყალიბებს ნდობასა და ერთობლივ მიდგომას საერთო პრობლემების გადასაჭრელად. სტრატეგიულად, ერთობლივ ძალისხმევაში ჩართვა მიუთითებს ბიზნესის ერთგულებაზე მათი კორპორაციული, სოციალური და ეფექტიანი შესაბამისობის პროგრამების პრინციპების მიმართ. ამგვარი ძალისხმევის სტიმულირებისთვის, ბიზნესის, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის არსებული დიალოგის ნეიტრალურ პლატფორმაზე,  გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელი ხელს უწყობს „გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ძალისხმევის სახელმძღვანელოს“[4] განვითარებას, რაც  იდეების, მიზნებისა და ერთობლივი ქმედებების გაცვლის საშუალებას იძლევა და პრაქტიკულად, სცილდება ინდივიდუალურ ძალისხმევის პრინციპებს.

გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელი ხელს უწყობს კორუფციის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის  სამოქმედო ინიციატივებს, რომელიც ძირითადად  კერძო სექტორში შემავალი კონკრეტული დარგებისკენაა მიმართული, თუმცა, ამავდროულად,  იმართება სადისკუსიო ფორუმები კერძო სექტორში არსებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სამოქალაქო საზოგადოებაში  არსებული საჭიროებების გადასაჭრელად, რომლებშიც მონაწილე დაინტერესებული მხარეები, ძირითადად, საჯარო სექტორის წარმომადგენლები არიან. გარდა ამისა, აღნიშნულ ჯგუფებს შორის კონტაქტების დამყარების ხელშეწყობის მიზნით,  სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება.

ქსელი მჭიდროდ თანამშრომლობს  ბრაზილიის ძირითად სამთავრობო უწყებებთან, მათ შორისაა მარეგულირებელი სააგენტოები, ზედამხედველობის ორგანოები და დარგობრივი სამინისტროები. ამ თანამშრომლობის შედეგია სახელმძღვანელოები, დოკუმენტები და სასწავლო კურსები, რომლებიც გვთავაზობენ როგორც ინტეგრირებულ და ინოვაციურ მიდგომებს, ასევე, აერთიანებენ კომპანიების მოთხოვნებსა და არსებულ პრობლემებს საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ხედვიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელის მონაწილეობა ისეთ საბჭოებში, როგორიცაა „Pró-Ética“, რომელიც შექმნილია გენერალური კონტროლიორის ოფისის (CGU) მიერ, ნათელი მაგალითია, თუ როგორ ვცდილობთ ბრაზილიის მთავრობასთან თანამშრომლობის გზით, კერძო სექტორის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მხარდაჭერას.

რა გამოწვევების წინაშე დგას ბრაზილიის კერძო სექტორი ანტიკორუფციული ზომების მიღებისა და მათი განხორციელებისას და რა გზით გაუწია დახმარება თქვენმა ქსელმა ამ დაბრკოლებების გადალახვას ერთობლივი ინიციატივების მეშვეობით?

ანტიკორუფციული ზომების მიღების და მათი განხორციელებისას ორგანიზაციები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან. არსებული დაბრკოლებების დასაძლევად, გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელის ანტიკორუფციული პლატფორმა, რომელიც  350-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, ავითარებს სტრატეგიებსა და სხვადასხვა მეთოდოლოგიას შესაბამისობის, მთლიანობისა და ეთიკური პრაქტიკის შესახებ ცოდნის ასამაღლებლად.

 გამოწვევებს შორისაა კეთილსინდისიერების კულტურის მხარდაჭერა და ეთიკური პრინციპების დანერგვა არა მხოლოდ კომპანიებში, არამედ მათი მიწოდების ჯაჭვში. არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელი გეგმავს მრგვალ მაგიდებს, ღონისძიებებს, პანელურ დისკუსიებს, კურსებსა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს, სადაც ექსპერტებისა და სხვადასხვა დარგში მომუშავე წამყვანი კომპანიების მხარდაჭერის გზით, ის სთავაზობს  მონაწილეებს, გამოიყენონ საუკეთესო პრაქტიკისა და წარმატების ისტორიების გაზიარების შესაძლებლობა.

მაგალითად, ჩვენ ვთავაზობთ ტრენინგებს კეთილსინდისიერებაზე და ღირებულებათა ჯაჭვის კეთილსინდისიერების შემოწმებაზე როგორც კომპანიების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წრმომადგენლებს, რომლებიც  მსხვილი კომპანიების მიწოდების ჯაჭვში შედიან.

ეს ტრენინგი უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში, გაეროს გლობალური შეთანხმების აკადემიის  ხელშეწყობით,   საშუალებით. ასევე, 2023 წელს გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელი გახდა „კეთილსინდისიერების ალიანსის“ ეროვნული ჰაბი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს მათთვის განკუთვნილ,  ანტიკორუფციულ ტრენინგებს სთავაზობს.  DEPE[5] ტრენინგი (ანუ „კომპანიიდან კომპანიაში“) სრულფასოვან დახმარებას უწევს მსხვილ კომპანიებს კადრების მომზადებაში და ანტიკორუფციული, სამართლიანი პრაქტიკის პრინციპებზე დაყრდნობით, თავისი საქმიანობის  წარმართვაში, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფილია მსხვილ კომპანიებში დასაქმებული დატრენინგებული პროფესიონალების მიერ.  ამგვარად, ჩვენ გვაქვს ბიზნესის ფართო სპექტრზე წვდომისა და ბრაზილიაში უფრო მეტად ეთიკური და მდგრადი ბაზრის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

შეგიძლიათ,  გაგვიზიაროთ ბრაზილიაში არსებული კომპანიების, ან ინდუსტრიის დარგების წარმატების კონკრეტული ისტორიები, სადაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული?

ბრაზილიის აგრობიზნესის სექტორი, რომელიც, ისტორიულად, მარეგულირებელი ნორმატიული აქტების დაცვის მოთხოვნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს ხშირად აწყდებოდა, ამ მხრივ საინტერესო მაგალითია.  2017 წელს სექტორმა  ერთობლივი ძალისხმევის ინიციატივა წამოიწყო, რომელიც მას შემდეგ ხელს უწყობს ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან დაკავშირებული პოლიტიკის სრულყოფას და ბევრად უფრო ეთიკური და კეთილსინდისიერი პრაქტიკის დანერგვას. გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელის ხელმძღვანელობით წამოწყებული ინიციატივა ხელს უწყობს კვლევას, ტრენინგსა და პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია აღნიშნული სექტორის მიერ ნორმატიული აქტების მოთხოვნათა  დაცვისა და კეთილსინდისიერების ამაღლების საქმეში. 2017 წლიდან დაწყებული, ჩვენ ვეხმარებით ამ სექტორს ეფექტიანი შესაბამისობის პროგრამების შემუშავებაში და მის საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კეთილსინდისიერების კულტურის დანერგვას. ეს მხარდაჭერა მოიცავს ყველა დონეს – ამ სექტორის საქმიანობის ღირებულებიდან დაწყებული, იქ მომუშავე უმაღლესი თანამდებობის პირებით დამთავრებული.

2024 წლის მარტში აგრობიზნესში ანტიკორუფციული ერთობლივი ძალისხმევის აქციაში მონაწილე 11 კომპანიას ბრაზილიის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სამინისტროს მიერ კეთილსინდისიერების ჯილდო გადაეცა . აღნიშნული მიღწევა ხაზს უსვამს ამ ინიციატივის წარმატებას შესაბამისობისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობის კუთხით, ხოლო ამ კომპანიებს გამოარჩევს, როგორც ლიდერებს  აგრობიზნესის სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის, ასევე, ხაზს უსვამს კორპორაციული პასუხისმგებლობის მზარდ მნიშვნელობას და აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთობლივმა ძალისხმევამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს მთელი სექტორის მაშტაბით. 2022 წელს ერთობლივმა ძალისხმევამ შეიმუშავა „აგრობიზნესში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის სახელმძღვანელო“[6], რომელშიც ხაზგასმულია შესაბამისობის პრაქტიკის სარგებელის მნიშვნელობა და ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა საჭიროა ბევრად  უფრო ეთიკური და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შესაქმნელად. ამის საფუძველზე, ინიციატივამ წამოიწყო კამპანია „Deep Down You Already Know“ („გულის სიღრმეში თქვენთვის უკვე ცნობილია“), რომელიც მოიცავს რვა ანიმაციურ ვიდეოს. მათში ასახულია ბიზნესის ის პრობლემები, რომელთა წინაშე ის ყოველდღიურად დგას და კეთილსინდისიერების პრაქტიკის საუკეთესო მაგალითები, რომლებიც თანხვედრაშია 2022 წელს შემუშავებული „აგრობიზნესის საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელოსთან“[7].

აღნიშნული საქმიანობის შედეგად, 2024 წლის ივნისში, „აგრობიზნესში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის“ სახელმძღვანელო აღიარებულ იქნა ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის მიერ და მას „ერთობლივ ძალისხმევაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის” ჯილდო გადაეცა.

როგორ ასახავს გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელი გლობალურ ანტიკორუფციულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას ადგილობრივ ინიციატივებში და რა გზით უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო მიზნებთან მიმართებით?

გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელი გლობალური პრინციპების ინტეგრირებას ადგილობრივი დონეზე რიგი ინიციატივების მეშვეობით ახდენს. პირველ რიგში, უზრუნველვყოფთ, რომ კომპანიებთან მიმართებით შემუშავებული ჩვენი ყველა პროექტი შეესაბამებოდეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს[8], განსაკუთრებით კი მე-16 მიზანს და გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებს[9], სადაც აქცენტი მე-10 პრინციპზე კეთდება. გარდა ამისა, ქსელი საერთაშორისო ანტიკორუფციულ ჩარჩოებს, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენცია[10], უსადაგებს ადგილობრივ კონტექსტსა და საკითხებს, რაც უზრუნველყოფს მათ შესაბამისობასა და პრაქტიკულ გამოყენებას. ჩვენ, ასევე, ვცდილობთ დავნერგოთ არსებული საერთაშორისო ჩარჩოები ბრაზილიურ კომპანიებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობისას, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. ჩვენ ვმოქმედებთ, როგორც შუამავალი რგოლი საერთაშორისო სუბიექტებსა და ბრაზილიის კერძო და საჯარო დაინტერესებულ მხარეთა შორის და ამ გზით ვაჩვენებთ, თუ როგორ შეუძლიათ მათ საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირება თავიანთ ბიზნეს მოდელებში.

ამრიგად, ჩვენ მოვუწოდებთ კომპანიებს, რომ გასცდნენ კანონმდებლობის ჩარჩოებს და ჩამოყალიბდნენ, როგორც შესაბამისობისა და კეთილსინდისიერების მოდელები. ამის მიღწევა შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების დანერგვის მეშვეობით. ამით კომპანიები ნათლად აჩვენებენ  ერთგულებას გამჭვირვალობისადმი და, შესაბამისად, სათანადო ადგილს დაიკავებენ, როგორც წამყვანი მოთამაშეები გლობალურ ეკონომიკურ გარემოში. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის გაზრდისა და პროგრესზე თვალყურის მიდევნების კუთხით, ამ ძალისხმევას სჭირდება მონიტორინგისა და ანგარიშგების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

სამომავლოდ, რა არის ის ძირითადი სფეროები, სადაც ბრაზილიის კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს ანტიკორუფციულ ძალისხმევა და როგორ გეგმავს ქსელი გააგრძელოს ბიზნესის მხარდაჭერა ამ სფეროში?

ჩვენ ვგეგმავთ, გავაძლიეროთ  მუშაობა კომპანიების მიწოდების ჯაჭვის გასაძლიერებლად. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსხვილ ბრაზილიურ კომპანიებსა და ბრაზილიაში მოქმედ კომპანიებს უკვე აქვთ შესაბამისობის პროგრამები და კეთილსინდისიერების კულტურა; თუმცა, ისინი კვლავ აწყდებიან გარკვეულ გამოწვევებს იმ მცირე და საშუალო ბიზნესთან საქმიანი ურთიერთობის დროს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ ან ძალიან მცირე აქვთ შესაბამისობის პრაქტიკის გამოცდილება. ეს არამხოლოდ ცოდნის უფსკრულს ქმნის ბიზნესპარტნიორებს შორის, არამედ ხელს უშლის შესაბამისობის პროგრამის სრულად განხორციელებას. ამიტომ, ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ძალისხმევა მცირე და საშუალო საწარმოების ტრენინგების გზით მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად კორუფციასთან ბრძოლის სფეროში, რათა ხელი შევუწყოთ უფრო  ერთიანი და მდგრადი ბიზნესგარემოს ფორმირებას.

გარდა ამისა, გაეროს გლობალური შეთანხმების ბრაზილიის ქსელი ავითარებს მეტად ფართო და ინტერდისციპლინურ ხედვას. მტკიცედ გვჯერა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ძალისხმევა, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვასთან ერთად, იქნება ბიზნესის მდგრადობის გაუმჯობესების ძირითადი სტრატეგია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კორუფცია, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ყველა კომპანიის მდგრადი განვითარების ძალისხმევაზე. ამ მიზნით, ვზრდით ჩვენს ძალისხმევას, რათა კომპანიებს გავუწიოთ სექტორთაშორისი მხარდაჭერა იმ ყოვლისმომცველი პროექტებისა და ინიციატივების საშუალებით, რომლებიც ბიზნესის საქმიანობის ძირითად სფეროებს მოიცავენ. მაგალითად, გვწამს, რომ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება განუყოფლად უნდა იყოს დაკავშირებული კორუფციასთან ბრძოლის ძალისხმევასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინვესტიციების მოზიდვა და რესურსების სწორი განაწილება. ამასთან ერთად, ვაძლიერებთ კომპანიების  მხარდაჭერას, რათა მათ ჰქონდეთ მდგრადი და სტრუქტურულად მართებული შესაბამისობის სისტემების განვითარების შესაძლებლობა და, საერთო ჯამში, უზრუნველყოფილი იყოს ინვესტიციების ეფექტიანობა და მდგრადობის განვითარების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა


[1] Basel Institute on Governance

[2] Association of Chartered Certified Accountants

[3] Brazilian Comptroller General’s Office

[4] UN Global Compact´s Collective Action Playbook

[5] “De empresas para empresas” (DEPE) The Alliance for Integrity’s Capacity-building Programme in the Latin  Americas; „კომპანიიდან კომპანიაში“ კეთილსინდისიერების ალიანსის შესაძლებლობების განვითარების პროგრამა ლათინურ ამერიკაში

[6] Best Practice Guide on Anti-Corruption in Agribusiness

[7] Best Practices Guide for Agribusiness

[8] UN Sustainable Development Goals (SDGs)

[9] Principles of the Global Compact

[10] UN Convention Against Corruption

გააზიარე: