GPI Holding

პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების დასაძლევად, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და სრულად შეცვალა მუშაობის სტილი. ჯიპიაი იყო ერთერთი პირველი კომპანია, რომელიც პანდემიის გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე, მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.

დაზღვევის სრული სერვისის ციფრული პლატფორმებ

დისტანციური სერვისების განვითარება, პანდემიამდეც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი იყო და შეიძლება ითქვას, კომპანია ცვლილებებს მომზადებული დახვდა, თუმცა პანდემიამ პროცესები ბევრად უფრო დააჩქარა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯიპიაის 200 000- ზე მეტი დაზღვეული სრულ სადაზღვევო მომსახურებას ონლაინ იღებს.

დაზღვეულები დისტანციურად იღებდნენ ისეთ მომსახურებებს როგორიცაა: დაზღვევის შეძენა, პრემიის გადახდა, ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, ანაზღაურების მოთხოვნა, საგარანტიო წერილი მოთხოვნა და ა.შ. მეტი უსაფრთხოებისთვის, ჯიპიაიმ თავის დაზღვეულებს პარტნიორ კლინიკა „კურაციოში“ ნებისმიერი პროფილის ექიმთან სატელეფონო კონსულტაციაზე ჩაწერის შესაძლებლობაც მისცა.

კომპანია კვლავ განაგრძობს დისტანციური სერვისების კიდევ უფრო გამარტივებას და მომხმარებელს ამ კუთხით მუდმივად სიახლეებს სთავაზობს. შემოდგომაზე აპლიკაციასა და ვებპლატფორმას დაემატა რიგი მომსახურება: მოიხსნა 500 ლარიანი ლიმიტი ონლაინ ანაზღაურებაზე და ახლა ნებისმიერი თანხის ანაზღაურებაა შესაძლებელი გაცხადებიდან ერთ დღეში, დაემატა ჰოსპიტალური და მშობიარობის სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების საშუალება, ხოლო ციფრული ანაზღაურების გამარტივების და წახალისების მიზნით, ჩაირთო ანაზღაურების მენეჯერთან ვიდეოქოლით კონტაქტის ფუნქცია.

ჰიბრიდული მართვის მოდელი – „წინ, ახალი რეალობისკენ!“

კომპანიამ შეძლო ყველა დასაქმებულის შენარჩუნება, მეტიც, ამ გამოწვევაში, ჯიპიაის მენეჯმენტმა შესაძლებლობაც დაინახა და ახალი სტრატეგია შეიმუშავა – წინ, ახალი რეალობისკენ! ამ სტრატეგიის მიხედვით, კომპანია მუშაობის ე.წ. ჰიბრიდულ მოდელზე გადადის, სადაც თანამშრომელთა 70%- ზე მეტი კვლავ დისტანციურად გააგრძელებს მუშაობას. მთლიანად იცვლება მენეჯმენტი და შიდა საკომუნიკაციო სისტემები, რაც სრულად განხორციელდება კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

კლიენტების ფინანსური მხარდაჭერა ლოქდაუნისას

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ არაერთი ღონისძიება განახორციელა თავისი კლიენტების მხარდაჭერის მიმართულებით: პირველი ლოქდაუნის პერიოდში ავტოდაზღვევისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ინდივიდუალურ მომხმარებლებს გაუნახევრდათ გადასახადი, დაწესდა საშეღავათო პერიოდი, ხოლო ტურიზმის და სხვა მოწყვლად სექტორში ჩართული მცირე და საშუალო კომპანიებთან ინდივიდუალურად ხდებოდა პირობების შეთანხმება, ჯარიმებისა და პოლისების გაუქმების თავიდან ასაცილებლად.

კოვიდის ბინაზე მკურნალობის პროცესში ჩართვა

2020 წლის ნოემბრიდან კი, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პანდემიის მართვაში დახმარება გაეწიათ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და ჩაერთო კოვიდ-პაციენტების ბინაზე მართვის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებით პანდემიის რისკი გამონაკლისი იყო, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ საკუთარ დაზღვეულებს უფინანსებს ბინაზე ყოფნისას მკურნალობისა და კვლევების ხარჯებს. კომპანიამ გააორმაგა რესურსები გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და პროვაიდერი კლინიკების საშუალებით უზრუნველყოფს პირადი ექიმების სერვისს ყველა კოვიდ-დადასტურებული დაზღვეულისთვის.

ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალის ფინანსური მხარდაჭერ

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ COVID19-თან მებრძოლი ექიმების მხარდასაჭერად, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ანაზღაურება გაუორმაგა. კომპანიამ, „მადლობის ფონდი“ შექმნა სადაც ჯიპიაის კონტრიბუცია პირველ ეტაპზე 100 000 ლარი იყო, რაც სრულად ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის მხარდაჭერას მოხმარდა. ექიმების მხარდასაჭერად საკუთარი სურვილით, ფონდში თანხა ჯიპიაის თანამშრომლებმაც ჩარიცხეს.

გააზიარე: