კორპორაციული მდგრადობა სწორად წარმართული ბიზნესია

მე მტკიცედ მჯერა საქართველოსი და მისი შემდგომი მდგრადი განვითარების

შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
საქართველოში, ულრიკ თიდესტრომი

შვედეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით. მოგვიყევით თქვენი ქვეყნის სტრატეგიაზე ამ მიმართულებით?
შვედეთი იღწვის იყოს ლიდერი 2030 წლისთვის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, როგორც ეროვნულ ისე გლობალურ
დონეზე. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა გავხდეთ მსოფლიოში პირველი საწვავისგან თავისუფალი სახელმწიფო. “RobecoSAM”-ის მდგრადი ქვეყნების რეიტინგში (2019), შვედეთი 65 ქვეყანას შორის პირველია გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ინდიკატორების (ESG) მიხედვით.

ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ მსოფლიო ლიდერობა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ამ ყველაფერში მნიშვნელოვან როლს თამაშობს შემდეგი კომპონენტები: ძლიერი დემოკრატიული და ეკონომიკური პირობები, ასევე თანამშრომლობისა და პარტნიორობის კულტურა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის სხვადასხვა სფეროში; ძლიერი ინსტიტუტები და მმართველობა – ჯერ კიდევ 2002 წელს, შვედეთმა შეიმუშავა მდგრადი განვითარების პირველი სტრატეგია და კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ მდგრადი განვითარება, რომელიც ჯანსაღ გარემოს ქმნის არსებული და მომავალი თაობებისთვის, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი უნდა იყოს; მოქალაქეებში ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლება; საერთაშორისო თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომლებსაც საფუძვლად უდევთ სიღარიბის შემცირება და მდგრადი განვითარება.

რატომ არის კორპორაციული მდგრადობა მნიშვნელოვანი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის?

კორპორაციული მდგრადობა გულისხმობს მუშაობას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და ანტიკორუფციული სტანდარტი. შესაბამისად, კომპანიები, რომლებიც ამ სტრატეგიების ბიზნეს
საქმიანობაში ინტეგრირებას ახდენენ, ზეგავლენას ახდენენ საზოგადოების კეთილდღეობასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაზე. მდგრადობა ხშირად არის დანახული, როგორც დანახარჯი, არადა, ეს ზუსტად ის არის, რაც ღირებულებას ქმნის და ხელს უწყობს უფრო მყარი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური გარემოს შექმნას ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. კორპორაციული მდგრადობა სწორად წარმართული ბიზნესია! შვედეთის მთავრობა მოუწოდებს ყველა შვედურ კომპანიას გაითვალისწინონ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ნორმები მულტინაციონალური საწარმოებისთვის, გაეროს გზამკვლევი ნორმები ბიზნესისა და ადამიანის უფლებებისთვის და გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი.

შვედეთი საქართველოში არაერთ პროექტს აფინანსებს. რა არის თქვენი პრიორიტეტები და მთავარი სამიზნე ჯგუფები ჩვენს ქვეყანაში და რას იტყოდით თქვენს სამომავლო გეგმებზე საქართველოში?

უკვე წლებია შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
პარტნიორი და დონორია განვითარების საკითხებში. სიღარიბის შემცირება და
საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის საჭირო რეფორმების ხელშეწყობა ჩვენი თანამშრომლობის მთავარ საფუძველს წარმოადგენს. ჩვენი
მხარდაჭერის პრიორიტეტი ბაზრების განვითარება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კიდევ უფრო გაძლიერება, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაა. ჩვენ ამ საკითხებზე კერძო და საჯარო სექტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვმუშაობთ.

ჩვენ უნდა ვიღწვოდეთ ავაშენოთ უფრო ინკლუზიური, თანასწორი და დაბალანსებული მომავალი, როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად და ეკოლოგიურად. ამ მიზნის მისაღწევად კი, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა სექტორებისა და საზღვრების მასშტაბებით. ერთად უფრო ძლიერნი ვართ!

რა არის თქვენი რეკომენდაციები ბიზნესისა და სახელმწიფოსათვის კორპორაციული მდგრადობისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად? რას იტყოდით საქართველოს მდგრად მომავალზე? რა ისწავლა ბიზნესმა და მთავრობამ პანდემიის დროს?

მე მტკიცედ მწამს, როგორც თქვენი ქვეყნის, ისე მისი მდგრადი განვითარების. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს მუდმივი მხარდაჭერის იმედი ისეთი მეგობრებისგან, როგორიც შვედეთია. პანდემიამ 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა და პროგრესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფრთხის წინაშე დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ზეგავლენა იქონია ყველა ჩვენგანზე, მისი ზემოქმედება ღარიბ და მოწყვლად ჯგუფებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კრიზისი შეიძლება დავინახოთ, როგორც საშუალება გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, დავიწყოთ პარტნიორობა და ვიმუშავოთ ერთად იმისათვის, რომ არავინ დარჩეს მიტოვებული. მდგრადი განვითარების მიზნების პრინციპები გზამკვლევს
წარმოადგენს, როგორც პანდემიის, ისე მისი ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური გავლენების დასაძლევად. ჩვენ უნდა ვიღწვოდეთ ავაშენოთ უფრო ინკლუზიური, თანასწორი და დაბალანსებული მომავალი, როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად და ეკოლოგიურად. ამ მიზნის მისაღწევად კი, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა სექტორებისა და საზღვრების მასშტაბით. ერთად უფრო ძლიერნი ვართ!

გააზიარე: