კორუფციასთან ბრძოლა – ომში მყოფი უკრაინის კიდევ  ერთი გამოწვევა

უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, კორუფციასთან ბრძოლა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ქვეყანას ანტიკორუფციული პოლიტიკის გადახედვა და ახალ გამოწვევებთან ადაპტირება მოუხდა. უკრაინისთვის ყველა თვალსაზრისით უმძიმეს ვითარებაში, გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელმა რამდენიმე ანტიკორუფციული კამპანია და ინიციატივა წამოიწყო, რომლებიც მიზნად ბიზნეს ეთიკის, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობას ისახავს.

უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, კორუფციასთან ბრძოლა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ქვეყანას ანტიკორუფციული პოლიტიკის გადახედვა და ახალ გამოწვევებთან ადაპტირება მოუხდა. უკრაინისთვის ყველა თვალსაზრისით უმძიმეს ვითარებაში, გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელმა რამდენიმე ანტიკორუფციული კამპანია და ინიციატივა წამოიწყო, რომლებიც მიზნად ბიზნეს ეთიკის, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობას ისახავს.

როგორ უჭერს მხარს გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელი მცირე და საშუალო ბიზნესს ანტიკორუფციული ზომების მიღებაში, რა იქნება ორგანიზაციის შემდგომი ნაბიჯები ანტიკორუფციული ძალისხმევის წინსვლისთვის და რა როლს შეასრულებს ბიზნესის კეთილსინდისიერება უკრაინის აღდგენისა და მისი მდგრადი განვითარების გზაზე – გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს გლობალური შეთანხმების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ქსელის საბჭოს თავმჯდომარე ტიანა სახარუკი საუბრობს.

უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მიმდინარე ომის პირობებში. როგორ განვითარდა ამ რთულ პერიოდში გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელი მიდგომა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში და ძირითადად რომელ სფეროებზე იყო გამახვილებული ყურადღება?

უკრაინისთვის უდავოდ რთული პერიოდია და კორუფციის დაძლევა არასდროს ყოფილა ასე ხაზგასმით აქტუალური.  2020 წლიდან დაწყებული, გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელი მოწოდებულია, განამტკიცოს ბიზნესისადმი ერთიანი მიდგომის კულტურა და ეთიკური დამოკიდებულება. თუმცა, ომის დაწყებასთან ერთად, ჩვენ სწრაფად მოგვიწია ჩვენი მიდგომის იმ გამოწვევებთან ადაპტაცია, რომლებიც ამ უპრეცედენტო ვითარებამ გამოიწვია. ამის საპასუხოდ,  ყურადღება ომისდროინდელ შესაბამისობაზე გადავიტანეთ და  დახმარება გავუწიეთ ბიზნესის განვითარებას ამჟამინდელი კონფლიქტის ფონზე არსებული სამართლებრივი ვალდებულებების რთულ და მუდმივად ცვალებად გარემოში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ  ისეთი მხარდამჭერი გარემო ბიზნესისთვის, სადაც ის არამხოლოდ გადარჩება, არამედ აყვავდება მის გარშემო არსებული ქაოსის მიუხედავად.

ამ მიმართულებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ აქტიურად ვეხმარებით  ბიზნესსექტორს, სამთავრობო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგს, რათა ხელი შევუწყოთ მათ შორის არსებული აზრებისა და სტრატეგიების გაცვლას. ჩვენი მუშაობის მთავარი მიმართულება განათლებაა . ინიციატივები, როგორიცაა “ანტიკორუფციული” ვიდეო კურსი[1], ისეთ სახელმძღვანელოებთან ერთად, როგორიცაა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა: „კოლექტიური ქმედება”[2] და “ბიზნესის კეთილსინდისიერების გაკვეთილები საომარი ზონიდან”[3] შექმნილია იმ მიზნით, რომ კომპანიებს ჰქონდეთ საშუალება აღიჭურვონ ისეთი უნარ-ჩვევებით, რომელიც მათ მტკიცედ დაეხმარებათ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს რესურსები შემუშავდა დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრთან თანამშრომლობის გზით, რაც ხაზს უსვამს ერთობლივი ძალისხმევისა და ქმედების მნიშვნელობას.

საბოლოო ჯამში, ჩვენს ხედვას მომავალში კორუფციისგან თავისუფალი უკრაინა წარმოადგენს, სადაც კეთილსინდისიერება არამხოლოდ წარმოსახვითი იქნება, არამედ რეალობად იქცევა როგორც ბიზნესისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

ანტიკორუფციული ძალისხმევა უკრაინაში ხშირად მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას, რომელიც მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს. როგორ შეუწყო ხელი თქვენმა ქსელმა ამ სექტორებს შორის თანამშრომლობას და რა გავლენა იქონია ბიზნეს გარემოში კორუფციის შემცირებაზე ამ ერთობლივმა ძალისხმევამ?

კორუფციასთან ბრძოლა მარტო რომელიმე ცალკეულ ორგანიზაციას არ შეუძლია – ის მოითხოვს ბიზნესსექტორისგან, მთავრობის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების მხრიდანაც კი ერთობლივ ძალისხმევასა და ქმედებას. ამიტომაც ამ რთული საკითხის მოსაგვარებლად ჩვენ მრავალმხრივი მიდგომა შევიმუშავეთ.

ყოველწლიური ანტიკორუფციული დღეები[4] ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება და საკმაოდ ძლიერი პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა სექტორში მომუშავე ექსპერტები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ი აწყდებიან და იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებსაც მათთან გამკლავების მიზნით იღებენ.  შთამაგონებელია ამდენი გულანთებული ადამიანის ხილვა, რომელიც იღვწის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

მემორანდუმი ერთობლივი ანტიკორუფციული ქმედებების შესახებ[5] კიდევ ერთ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელზეც 52 ხელმოწერა შეგროვდა და რაც, შესაბამისად, ამ ბრძოლაში ერთიანი ფრონტის სიმბოლოს წარმოადგენს. შედეგიც აღსანიშნავი იყო: ჩვენ დავინახეთ გაზრდილი გამჭვირვალობა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ჭეშმარიტი პასუხისმგებლობის სურვილის ქონა ანტიკორუფციული ღონისძიებების განსახორციელებლად. ყოველივე  ემსახურება ნდობის ჩამოყალიბებას და  ეს ნდობა უკრაინაში კეთილსინდისიერების კულტურის გაზრდის საფუძველს წარმოადგენს.

საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ დავაფუძნეთ უკრაინის ბიზნეს შეთანხმება.[6] მის ფარგლებში გლობალურად მოვიპოვეთ 750-ზე მეტი ბიზნესის მხარდაჭერა, რაც   52 ქვეყანას და 21 ძირითად ეკონომიკურ სექტორს მოიცავს, საბაზრო კაპიტალით $5.2 ტრილიონზე მეტი. ის ორიენტირებულია უკრაინის აღდგენის საქმის ხელშეწყობაზე, გამჭვირვალე, კორუფციისგან თავისუფალი გარემოს შექმნაზე, ვაჭრობის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ექსპერტიზის გაზიარებასა და საზოგადოების საკეთილდღეოდ მიმართულ საქმიანობაზე.

მცირე და საშუალო ზომის საწარმოების არსებობა აუცილებელია უკრაინის ეკონომიკური აღდგენისა და მისი მთლიანობისთვის. როგორ უჭერს მხარს გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელი მცირე და საშუალო ბიზნესს ანტიკორუფციული ზომების მიღებაში და როგორ ხედავთ მათ როლს ანტიკორუფციულ დღის წესრიგში მათ უფრო ფართო ჩართულობასთან დაკავშირებით?

მცირე და საშუალო ბიზნესი ჩვენი ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს და მათი როლი ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. ჩვენ შევქმენით ამ ბიზნესში დასაქმებულ კომპანიებზე მორგებული მხარდაჭერა და ვაცნობიერებთ მათ თვისობრივ გამოწვევებს. ჩვენი ვიდეო კურსი კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან და საწარმოთა და ექსპორტის განვითარების ოფისთან თანამშრომლობის წყალობით, კურსი ხელმისაწვდომია სახელმწიფო საგანმანათლებლო პლატფორმებზე, რომლებზეც 500 000 მომხმარებელს აქვს წვდომა, რაც, თავის მხრივ, საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია

როდესაც ერთი რომელიმე მცირე ან საშუალო ბიზნესი მიმართავს ანტიკორუფციულ ზომებს, ის ამით მხოლოდ საკუთარ თავს არ იცავს – მაგალითს აძლევს სხვებს, ქმნის ტალღისებურ ეფექტს და აძლიერებს მთელი ბიზნესის ეკოსისტემას. ასეთ კომპანიებს აქვთ პოტენციალი მომავალშიც იარონ უკრაინისთვის საჭირო გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობის გზაზე.

გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელმა წამოიწყო რამდენიმე ანტიკორუფციული კამპანია და ინიციატივა, რომლებიც მიზნად ბიზნეს ეთიკის, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობას ისახავს. შეგიძლიათ, დაგვისახელოთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლებმაც გავლენა მოახდინა და ხელი შეუწყო კეთილსინდისიერების კულტურის ჩამოყალიბებას უკრაინაში?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მიდგომა ემყარება იმის აღიარებს, რომ კორუფცია ფუნდამენტურად კულტურულ საკითხს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ცნობიერების ამაღლებაზე როგორც ბიზნეს წრეებში, ასევე, ზოგადად, საზოგადოებაში.

ამგვარი ინიციატივის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ანტიკორუფციული არტ-ინსტალაცია,[7] რომელიც სარკისებურ კუბს წარმოადგენს და რომელიც  პირადი პასუხისმგებლობისა და კორუფციასთან ბრძოლის არსებული გამოწვევების სიმბოლოა. ამ ინსტალაციამ ფართო რეზონანსი ჰპოვა, რამაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო სოციალურ მედიაში და ვიდეოებმა 900,000 ნახვა და 370,000 კომენტარი დააგროვა.

ყველა ეს ინიციატივა ხელს უწყობს კეთილსინდისიერების კულტურის განვითარებას, რისკენაც ჩვენ ყველანი მივისწრაფვით უკრაინაში.

როგორ აფასებთ ანტიკორუფციული ინიციატივების წარმატებას უკრაინაში და რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც ბიზნესი აწყდება ანტიკორუფციული პრაქტიკის დანერგვასა და მის შემდგომ შენარჩუნებაში, განსაკუთრებით კი არსებულ გარემოში?

უკრაინაში ანტიკორუფციული ინიციატივების წარმატების შეფასება საკმაოდ რთულია და ამგვარი შეფასებისთვის საჭიროა როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები. ვაკვირდებით მონაწილეობის დონეს ჩვენს პროგრამებში და ზედამხედველობას ვუწევთ არსებულ ცვლილებებს ბიზნეს პრაქტიკაში. მთავარი გამარჯვება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც კომპანიები აქტიურად აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით; მაგალითად, რამდენიმე მსხვილმა უკრაინულმა კომპანიამ ჩვენი ვიდეო კურსი თავიანთ სავალდებულო სასწავლო პროგრამებში ჩართო, რამაც აჩვენა მათი ერთგულება კეთილსინდისიერების კულტურის ხელშეწყობისადმი.

ამ ძალისხმევაში ჩვენ ვაღიარებთ მომავალი ლიდერების აღზრდის მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ეროვნულ ეკონომიკურ უნივერსიტეტთან, რათა ჩვენი ვიდეო კურსი ჩავრთოთ შესაბამისობის მენეჯმენტის ახალ სამაგისტრო პროგრამაში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი თაობა შესაბამისად იქნება აღჭურვილი ანტიკორუფციული პრაქტიკის განსახორციელებლად.

თუმცა, არ შეგვიძლია უგულებელვყოთ გამოწვევები. მიმდინარე ომმა მნიშვნელოვანი გაურკვევლობა შექმნა და არაერთ ბიზნესზე მოახდინა გავლენა. მცირე და საშუალო საწარმოები ხშირად შეზღუდული რესურსებით იბრძვიან ყოვლისმომცველი ანტიკორუფციული ღონისძიებების განსახორციელებლად. ეს არის ზუსტად ის, რაშიც ჩვენი მხარდაჭერა და საგანმანათლებლო ინიციატივები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რაც ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება ამ რთულ პერიოდში.

რა იქნება გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელის შემდგომი ნაბიჯები ანტიკორუფციული ძალისხმევის წინსვლისთვის და როგორ წარმოგიდგენიათ, რა წვლილს შეიტანს ბიზნესის კეთილსინდისიერება უკრაინის აღდგენისა და მისი მდგრადი განვითარების გზაზე?

ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელის მომავალს ანტიკორუფციული ძალისხმევის წინსვლის თვალსაზრისით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა გულისხმობს კომპანიების დახმარებას მათი ბიზნესის კეთილსინდისიერად წარმართვის პროგრამებში, არსებული ხარვეზების აღმოჩენასა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს საშუალებას მისცემს კომპანიებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში შეაფასონ და გააძლიერონ თავიანთი მმართველობის პრაქტიკა. ბიზნესის კეთილსინდისიერება არ არის მხოლოდ მიზანი; ეს გადამწყვეტი ფაქტორია უკრაინის აღდგენისა და მისი მდგრადი განვითარებისთვის. გამჭვირვალობისა და ეთიკური ქცევის კულტურის ხელშეწყობით, ჩვენ თავიდან არ ვიწყებთ აღმშენებლობას, არამედ ვქმნით საფუძველს მდგრადი და აყვავებული ეკონომიკური მომავლისთვის.


[1] Anti-Corruption

[2] Fighting against Corruption: Collective Action

[3] Business Integrity Lessons from a War Zone

[4] Annual Anti-Corruption Days

[5] Memorandum on Joint Anti-Corruption Actions

[6] Ukraine Business Compact

[7] Art Installation

გააზიარე: