კრისტალი

გლობალურმა პანდემიამ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

კრიზისის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, კომპანიამ შეძლო თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა, პროცესების მართვა და სერვისების შეუფერხებლად მიწოდება მომხმარებლებისთვის, რაც მიმართული იყო როგორც ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებისკენ, ისე გუნდის წევრებისა და მომხმარებლების დაცვისკენ.

რა გაკეთდა თანამშრომლებისთვის?

,,კრისტალმა“ სრულად შეინარჩუნა კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლები და განახორციელა შემდეგი აქტივობები მათ მხარდასაჭერად:

დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა ყველა იმ პოზიციის თანამშრომელი, რომლისთვისაც ეს შესაძლებელი იყო, ხოლო ფილიალებში დაწესდა ორკვირიანი მორიგეობები, რათა არ შეფერხდეს, მაგრამ შედარებით უსაფრთხო გახდეს მომსახურების პროცესი;

ტარდება ონლაინ ტრენინგები და სასწავლო კურსები სხვადასხვა მიმართულებით, რათა კომპანია სრულად მომზადებული შეხვდეს კრიზისის შემდგომი პერიოდის გამოწვევებს;

ოფისები სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით და დღემდე სისტემატურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად;

შემუშავდა პანდემიის პერიოდში ოფისში გასათვალისწინებელი წესები და რეკომენდაციები, რომლის დაცვაც თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის გახდა სავალდებულო;

თანამშრომელთა სწორი ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა საინფორმაციო პორტალი, სადაც განთავსდა ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მითითებები, კომპანიის შიგნით გამოყოფილი პასუხისმგებელი პირების შესახებ, რომლებიც მხარდაჭერას უწევენ თანამშრომლებს;

შეიქმნა სპეციალური პლატფორმა „დამემგზავრე“, რომელიც საშუალებას აძლევს ავტომობილების მფლობელ თანამშრომლებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა კოლეგების მიმართ და აარიდონ ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას, სადაც დაინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია.

ინდივიდუალური მიდგომებით და კრისტალის მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა დისტანციური მუშაობის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება თანამშრომლებს პანდემიის პერიოდში მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართონ სამუშაო პროცესი.

რა გაკეთდა მომხმარებლებისთვის? „კრისტალი“ ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცა ყველა მომხმარებელისთვის, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაზეც უარყოფითად აისახა კორონავირუსის გავრცელების საფრთხით შექმნილი მდგომარეობა.

სოციალური დისტანცირების შენარჩუნების მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

საშეღავათო პერიოდის ამოქმედებასთან დაკავშირებით დაიწყო განცხადებების დისტანციურ რეჟიმში მიღება;

გაუმჯობესდა ონლაინ განვადებების არხი. მომხმარებლებს სასურველი ნივთის განვადებით შეძენა, „კრისტალის“ ონლაინ განვადების მეშვეობით სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ;

გაძლიერდა დისტანციური საკომუნიკაციო არხები: საინფორმაციო ცენტრში მომხმარებელთა ნაკადების ზრდის გათვალისწინებით, აღნიშნული მიმართულება გაძლიერდა და გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რათა კომპანიის მომხმარებლებს სწრაფად მიეღოთ მათთვის საჭირო ყველა ინფორმაცია.

კომპანიის საქმიანობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოში სიღარიბის დაძლევა მეწარმეობის ხელშეწყობით – ფინანსური, სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობის გზით. „კრისტალმა“ გარემოსდაცვითი და სოციალურად პასუხისმგებლიანი საქმიანობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას შეუსაბამა და 17 მიზნიდან განსაზღვრა 6 მიზანი:

SDG 1 – სიღარიბის აღმოფხვრა

SDG 4 – ხარისხიანი განათლება

SDG 5 – გენდერული თანასწორობა

SDG 7 – ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია

SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

SDG 10 – შემცირებული უთანასწორობ

კომპანია ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთია – ახალგაზრდების მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა USAID YES Georgia, რომელსაც წელს დაემატა ქალთა გაძლიერების კომპონენტი Buzz Georgia/ბაზ საქართველო. პროგრამის მიზანია სამეწარმეო და პიროვნული ზრდის შესახებ ცოდნა და ბიზნეს განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის.

კრისტალმა პირველმა დააორგანიზა ასევე ონლაინ ჰაკათონი “YES Hackathon – Contain the Spread of COVID-19”, რომელიც პანდემიის შესაკავებლად და მისგან გამოწვეული შედეგების სოციალური და ეკონომიკური ნიშნით გასაუმჯობესებლად ჩატარდა.

კომპანიის შედეგები ცხადყოფს, რომ მდგრადობა და კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნეს საქმიანობის თანმდევი ატრიბუტია. კომპანიის მიზანია, მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული, ადამიანებზე ორიენტირებული და მონაცემებზე დაფუძნებული რეგიონული ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია იყოს. სწორედ ამიტომ, „კრისტალის“ სასურველი შედეგი 3P-ის პრინციპის მიხედვით განისაზღვრება: ადამიანები, გარემო და მოგება (People, Planet and Profit).

გააზიარე: