ორიენტ ლოჯიკი – წარმატებული პარტნიორი

კომპანია „ორიენტ ლოჯიკი“ 1995 წელს დაფუძნდა და უკვე 25 წელია ქართულ ბაზარზე არსებულ ორგანიზაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ინტეგრირებაში ეხმარება. მისი პარტნიორობა Dell Technologies- თან 1998 წლიდან იწყება. სწორედ „ორიენტ ლოჯიკი“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში ეს უფლება მოიპოვა. 23 წლის მანძილზე ერთობლივი ძალისხმევით არაერთი მასშტაბური და წარმატებული ტექნოლოგია დანერგეს, რამაც ამ სფეროში სასიკეთო ძვრები განაპირობა.

„ორიენტ ლოჯიკის“ გუნდმა Dell Technologies-თან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მოამზადა როგორც ადგილობრივი კომპანიების, ისე ტექნოლოგიური ბაზრის განვითარებისთვის. აღსანიშნავია სახელმწიფო სექტორში განხორციელებული პროექტები, რომელთა საფუძველზე მოსახლეობას
მთელ საქართველოში უწყვეტად მიეწოდება სხვადასხვა სახის სერვისი. ამასთან, სახელმწიფო უწყებები შეუფერხებლად ოპერირებენყოველდღიურრეჟიმში. მნიშვნელოვანია მუშაობა საგანმანათლებლო მიმართულებითაც. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში Dell Technologies-ის არაერთი ინოვაციური გადაწყვეტილება დაინერგა, რომელთა საფუძველზე უმაღლესი სტანდარტებით მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესი. ეს კი განსაკუთრებით აქტუალურია პანდემიის პერიოდში, როდესაც სასწავლო რეჟიმი დისტანციურ სწავლებასაა მორგებული.

პარტნიორის სტატუსი ორგანიზაციებს რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის საფუძველზე ენიჭებათ, პლატინუმ სტატუსს კი გარკვეული რაოდენობით წარმატებული პროექტი, კომპანიაში დასაქმებული სპეციალისტების მაღალი კომპეტენცია და სხვადასხვა მიმართულების ტექნოლოგიური სერტიფიცირება განაპირობებს. „ორიენტ ლოჯიკის“ გუნდმა სრულად დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნები, რაც ხაზს უსვამს მათ უმაღლეს პროფესიონალიზმს ქართულ ბაზარზე მსოფლიოს წამყვანი ვენდორის გადაწყვეტილებების დანერგვისადაშესაბამისი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.

გააზიარე: