პოლივიმი– მდგრადი ბრენდის, უკეთესი მსოფლიოსა და მომავლისთვის

მსოფლიო ბანკის სტატისტიკით, პლასტმასის ნარჩენები მომავალში 70%-ით გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. მსოფლიოს მოსახლეობა ცხოვრების, მუშაობის და დასვენების პარალელურად პლასტიკური ნარჩენების ყველაზე უპრეცედენტო და ფართომასშტაბიანი ტალღის პირისპირ აღმოჩნდა. თუ არ მოხდა ამ ნარჩენების შეგროვება და სწორად მართვა, ეკოსისტემებზე ამ დაბინძურებით გამოწვეული გავლენა იქნება მეტად დამანგრეველი.

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი გროვდება. ნარჩენების მართვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველომ შეიმუშავა ეროვნული მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის ურბანული მყარი ნარჩენების (მუნიციპალური ნარჩენების) 100% რეგულარულად შეგროვდება, და მოხდება მათი 80%-ის მართვა. პოლივიმი ამ პერსპექტივისა და უკეთესი მომავლისკენ წინსვლის საერთო ძალისხმევის ნაწილია. კომპანია პოლივიმი არის პლასტმასის მასალების გადამუშავებისა და პოლიესტერის სინთეტიკური ბოჭკოების მწარმოებელი ქარხანა საქართველოში.

კვლევისა და განვითარების (RND) მენეჯერი – ქეთევან მაისურაძე და მარკეტინგის მენეჯერი შივა ფარიზადი საუბრობენ კომპანიის საქმიანობებსა და კორპორაციული მდგრადობის პრიორიტეტებზე.

გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენი ამჟამინდები საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ

პოლივიმი საქართველოში საქმიანობს და ვახორციელებთ სხვადასხვა სახის პლასტმასის მასალის გადამუშავებას. ჩვენი საწარმო სპეციალიზირებულია PET ფანტელების წარმოებაში პლასტმასის, კონკრეტულად კი 1. ტიპის პლასტმასის ბოთლებისგან. PET ფანტელები განკუთვნილია არასასურსათო პროდუქციის შეფუთვის მასალის დამზადებისთვის, როგორიცაა ლენტი/ღვედი და პოლიეთერის ბოჭკო. როდესაც ცნობილი ბრენდი სიამაყით აცხადებს, რომ მისი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ან ჩანთები დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ მიერ გამოყენებული ქსოვილი შედგება PET ფანტელებისგან.

ჩვენს მიერ წარმოებული PET ფანტელების უდიდესი ნაწილი – 80%-ზე მეტი, ექსპორტირებულია ევროპულ ბაზრებზე, ხოლო დანარჩენი მოცულობა გამოიყენება ადგილობრივად. ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს წრიულ ეკონომიკაში გადაგდებული პლასტმასის ბოთლების მეორადი გამოყენებისთვის ღირებულ რესურსებად გარდაქმნის სახით. ეს მიდგომა ჰარმონიაშია ჩვენს ვალდებულებასთან, რაც გარემოს დაცვასა და პლასტმასის ნარჩენების შემცირებას გულისხმობს.

უფრო მეტიც, მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ ჩვენი კომპანია გადამუშავების შესაძლებლობებში რევოლუციური ნაბიჯის გადადგმის დამასრულებელ ფაზაში იმყოფება. ჩვენ ვაფართოვებთ საქმიანობას, რათა მოვიცვათ PP (პოლიპროპილენის) და PE (პოლიეთილენის) პლასტმასის გადამუშავება. ამ კატეგორიაში შედის HDPE, LDPE და PP, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სახის პლასტმასის მასალას. პლასტმასის აღნიშნულ მასალებს მრავაფეროვანი გამოიყენება აქვთ, დაწყებული საყოფაცხოვრებო პროდუქტების შეფუთვებიდან, როგორიცაა იოგურტი და შამპუნის ბოთლები, სათამაშოები, პლასტმასის ყუთები სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, წყლისა და გაზის მილები, ასევე პლასტმასის ფირები და პალეტები.

ჩვენი ინოვაციური გადამუშავების პროცესის ფარგლებში, ვგეგმავთ ვაწარმოოთ სხვადასხვა ხარისხის რეგრანულირებული PP და PE მასალები. ამ მაღალი ხარისხის გადამუშავებულ მასალებს დიდი ღირებულება აქვს პლასტმასის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ამასთან, აქტიურად ვართ ჩართული მოლაპარაკებებში და კომუნიკაციაში მილების მწარმოებლებთან და სხვა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტი დააკმაყოფილებს მათ სპეციფიკურ მოთხოვნებს. ამ მწარმოებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიზნად ვისახავთ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას, მდგრადობისა და წრიული ეკონომიკის ხელშეწყობას.

სიამაყით გვინდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ პოლივიმში გადამუშავებული მასალა საქართველოში გროვდება. ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მოსახლეობასა და ეკონომიკას  პლასტმასის ნარჩენების ექსკლუზიურად ქვეყნის შიგნით მოპოვების სახით. გადამუშავებისთვის საჭირო მასალა სხვა ქვეყნებიდან არ შემოგვაქვს, რათა ჩვენი წარმოება მყარად დარჩეს საქართველოში. პლასტიკური ნარჩენების შესაგროვებლად დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრთან ვთანამშრომლობთ, მათ შორის ფიზიკურ პირებთან, შემგროვებელ კომპანიებთან, მწარმოებლებთან, ორგანიზაციებთან და ბიზნესებთან. ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური თანამშრომლობითა და პარტნიორობის ხელშეწყობით, ვცდილობთ გამოვხატოთ ერთგულება საქართველოში ადგილობრივი მიწოდების, მდგრადობისა და წრიული ეკონომიკის ხელშეწყობის სახით.

გარდა გადამუშავებასთან დაკავშირებული პროექტებისა, აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა კამპანიაში. მაგალითად, ჩვენს მიერ წამოწყებული კამპანია “მწვანე რევოლუცია” მიზნად ისახავს მდგრადობის კულტურის ხელშეწყობასა და კორპორაციული კულტურის განვითარებას უფრო მდგრადი მომავლისთვის. ამ ინიციატივის ფარგლებში ვაგროვებთ პლასტმასის ნარჩენებს კომპანიებიდან, სკოლებიდან, საელჩოებიდან, ქარხნებიდან და სხვა დაწესებულებებიდან. ჩვენი კამპანია „1=1“ მიზნად ისახავს პლასტმასის ბოთლების ნარჩენებისთვის ღირებულების მინიჭებას იმით, რომ ინდივიდუალურ პირებს 1 ლარს ვთავაზობთ პლასტმასის ერთ კილოგრამ ბოთლის ნარჩენებზე.

რამდენად მნიშვნელოვანია კორპორაციული მდგრადობა თქვენს საქმიანობაში?

კორპორაციული მდგრადობა არის პოლივიმის საქმიანობის საფუძველი. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე გარეთ ჩვენს მიერ მიწოდებული სერვისების სახით. ორგანიზაციის შიგნით კორპორაციული მდგრადობა აუცილებელია ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისა და სტაბილურობისთვის. საქმიანობაში მდგრადი პრაქტიკის ინტეგრირებით, ჩვენ ვამცირებთ რესურსების მოხმარებასა და ნარჩენების წარმოქმნას და ვაუმჯობესებთ ენერგოეფექტურობას. ვცდილობთ შევქმნათ იმგვარი სამუშაო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და შესაბამის პრაქტიკას კომპანიის თანამშრომლებისთვის. ეს მოიცავს რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობას, გადამუშავებისა და ნარჩენების შემცირების წახალისებასა და ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების გატარებას.

გადამუშავების პროცესებში, კორპორაციული მდგრადობა ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს კომპანიაში. PET, PP და PE მასალების გადამუშავებით, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ წრიულ ეკონომიკას და ვამცირებთ დამოკიდებულებას გადაუმუშავებელ პლასტმასზე. ეს პროცესი გულისხმობს, რომ პლასტმასის ნარჩენების გადატანა ხდება ნაგავსაყრელებიდან და ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი საქმიანობის შედეგად მცირდება მოთხოვნა ახალი პლასტმასის წარმოებაზე. ეს პროცესები იცავს ბუნებრივ რესურსებს და ამცირებს პლასტმასის წარმოებასთან დაკავშირებული ნახშირბადის ემისიას.

გარეგნულად, კორპორაციული მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულება აშკარაა ჩვენი კამპანიების, განსაკუთრებით „მწვანე რევოლუციის“ სახით. ბიზნესებთან, ორგანიზაციებთან და მწარმოებლებთან პარტნიორობით, ჩვენ ვთავაზობთ მათ შესაძლებლობას შეასრულონ მწარმოებლისთვის მინიჭებული ფართო ვალდებულება პოსტ-ინდუსტრიული ნარჩენების გადამუშავების სახით.

მდგრადი განვითარების რომელი მიზნები აირჩია თქვენმა ორგანიზაციამ პრიორიტეტად და მოიცავს თუ არა თქვენი ბიზნეს სტრატეგია კორპორაციულ მდგრადობას?

ჩვენი ორგანიზაცია მოწოდებულია განვახორციელოთ კორპორაციული მდგრადობის მიდგომები და ჩვენს ბიზნეს სტრატეგიაში ავსახოთ მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs). ჩვენი სტრატეგიული მიდგომის ნაწილად შევარჩიეთ ის ძირითადი SDG-ები, რომლებსაც პრიორიტეტს ვანიჭებთ ჩვენს საქმიანობაში. აღნიშნული მიდგომა უზრუნველვყოფს, რომ კორპორაციული მდგრადობა დგას ჩვენი ბიზნეს საქმიანობის წინა პლანზე.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია SDG 12: გონივრული მოხმარება და წარმოება. პლასტმასის მასალების გადამუშავებითა და ნარჩენების შემცირებით, აქტიურად ვუწყობთ ხელს რესურსების ეფექტურ გამოყენებასა და წრიულ ეკონომიკაზე გადასვლას. ჩვენი ძალისხმევა მიზნად ისახავს პლასტმასის წარმოების გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას და მდგრადი მოხმარების ჩვევების წახალისებას, როგორც ინდივიდებს, ასევე ბიზნესებს შორის.

ასევე, SDG 13: კლიმატის მდგრადობის მიღწევა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ვაღიარებთ კლიმატის ცვლილების შედეგებზე რეაგირების გადაუდებელ აუცილებლობას და აქტიურად ვცდილობთ შევამციროთ ნახშირბადის ემისია. გადამუშავების პროცესებისა და ენერგოეფექტური პრაქტიკის მეშვეობით, ვამცირებთ სათბურის გაზების ემისიებს, რომლებიც დაკავშირებულია პლასტმასის წარმოებასთან. გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობით ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ უფრო მდგრადი მომავლის მშენებლობაში.

ოკეანეებისა და საზღვაო ეკოსისტემების დაცვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც გათვალისწინებულია SDG 14-ით: წყალქვეშა რესურსები. ამასთან, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შევამციროთ პლასტმასის ნარჩენები, რომლებიც აბინძურებს ჩვენს წყლებს და საფრთხეს უქმნის ზღვის ეკოსისტემას. პლასტმასის ბოთლების გადამუშავებით და ნაგავსაყრელებიდან მათი გატანით, ხელს ვუწყობთ საზღვაო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ჩვენი ძვირფასი წყლის რესურსების შენარჩუნებას.

და ბოლოს, SDG 17: თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის ფუნდამენტურია ჩვენი საქმიანობებისთვის. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თანამშრომლობა საკვანძოა მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ცვლილებების მისაღწევად. კერძო პირებთან, ბიზნესებთან, სკოლებთან და ორგანიზაციებთან პარტნიორობის ხელშეწყობით ვაძლიერებთ ჩვენს გავლენასა და ერთობლივ ძალისხმევას მდგრადი განვითარებისთვის.

რატომ გადაწყვიტეთ შეუერთდეთ გაეროს გლობალურ შეთანხმებას და რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის გაერთიანება უკეთესი სამყაროს შესაქმნელად?

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ გაეროს გლობალურ შეთანხმებას, რადგან მტკიცედ გვწამს კოლექტიური ქმედებისა და თანამშრომლობის ძალა უკეთესი სამყაროს შესაქმნელად. გაეროს გლობალურ შეთანხმებაში გაწევრიანება გვაკისრებს ვალდებულებას დავიცვათ ათი პრინციპი – ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოს დაცვისა და ანტიკორუფციულ სფეროებში. ეს წევრობა გვისაზღვრავს ჩარჩოსა და მითითებებს საქმიანობათ ყველა ასპექტში მდგრადობის გათვალისწინების შესახებ,  მასალების მოპოვების, წარმოების პროცესისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საქმიანობების ჩათვლით.

კერძო სექტორის გაერთიანება ისეთი ინიციატივების გარშემო, როგორიცაა გაეროს გლობალური შეთანხმება, გადამწყვეტია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ის საშუალებას გვაძლევს გავუზიაროთ ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა და ინოვაციური გადაწყვეტილებები სხვა კომპანიებს, რომლებიც ასევე მდგრადობას ემსახურებიან. თანამშრომლობითა და ერთმანეთის ცოდნის გაზიარებით, ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ პროგრესი და პოზიტიური ცვლილებები გავხადოთ უფრო მასშტაბური.

ამასთან, კოლექტიური ქმედება საშუალებას გვაძლევს უფრო ეფექტურად ვუპასუხოთ გლობალურ გამოწვევებს. კერძო სექტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების საქმეში და ჩვენს საქმიანობაში მდგრადობის მიდგომების ინტეგრირებით შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მიზნების მიღწევაში.

უფრო მეტიც, გაეროს გლობალური შეთანხმება უზრუნველყოფს დიალოგისა და ჩართულობის პლატფორმას დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ფართო პუბლიკასთან. ამ ინიციატივაში აქტიური მონაწილეობით, ჩვენ ვადასტურებთ ერთგულებას გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკისადმი. ეს ჩართულობა ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებას, პარტნიორობის ხელშეწყობასა და უფრო მდგრადი მომავლისადმი საერთო ხედვის ფორმირებას.

რას ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ქართულ კომპანიებში და რამდენად მნიშვნელოვანია ისეთ პლატფორმებში გაწევრიანება, როგორიც არის გაეროს გლობალური შეთანხმება? რას ეტყოდით კომპანიებს, რატომ უნდა შეუერთდნენ ისინი ამ ინიციატივას?

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა წარმოადგენს ვალდებულებას ქართული კომპანიებისთვის დაამკვიდრონ გლობალურად აღიარებული ნორმები, სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა, რაც ხელს უწყობს ეთიკურ, მდგრად და პასუხისმგებლიან ბიზნეს საქმიანობას. ჩვენი კომპანიისთვის ეს ნიშნავს ჩვენი წარმოების საერთაშორისო პრინციპებთან შესაბამისობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, შრომა, გარემო დაცვა და ანტიკორუფციული ზომები.

ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი პლატფორმების წევრობას, როგორიცაა გაეროს გლობალური შეთანხმება. ის გვიბიძგებს იმისკენ, რომ მდგრადობა ავსახოთ ორგანიზაციის სტრატეგიაში, ოპერაციებსა და ორგანიზაციულ კულტურაში. ამ ინიციატივაში გაწევრიანებით ჩვენ ვადასტურებ ერთგულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ. ეს პლატფორმა გვთავაზობს ცოდნის გაზიარების, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისა და სხვა თანამოაზრე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

საქართველოში არსებულ ბიზნესებს გვინდა მტკიცედ მოვუწოდოთ შეუერთდნენ გაეროს გლობალურ შეთანხმებას. წევრობა აძლიერებს ჩვენს რეპუტაციას, ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებელი ბიზნესისადმი და აძლიერებს ურთიერთობებს დაინტერესებულ მხარეებთან.

გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობა გვაძლიერებს მოვახდინოთ ეფექტური დადებითი გავლენა საზოგადოებასა და გარემოზე. ჩვენი სტრატეგია თავსებადია ათ პრინციპთან და ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. გაწევრიანებით ჩვენ ვადასტურებთ მდგრადობის საკითხის პრიორიტეტულობას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს პოზიტიურ ცვლილებებს ჩვენს საზოგადოებებში და მის ფარგლებს გარეთ.

დასასრულს, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და გაეროს გლობალურ შეთანხმებაში გაწევრიანება სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაბიჯია ბიზნესის სექტორისთვის საქართველოში. ეს საშუალებას გვაძლევს მოვიდეთ შესაბამისობაში გლობალურ სტანდარტებთან, გვქონდეს ხელმისაწვდომობა ღირებულ რესურსებზე და აქტიური წვლილი შევიტანოთ მდგრად განვითარებაში. მოდით გავერთიანდეთ, გამოვიყენოთ თანამშრომლობის ძალა და შევქმნათ აყვავებული, ინკლუზიური და მდგრადი მომავალი ყველასთვის.

რას ურჩევდით დამწყებ კომპანიებს, რატომ უნდა შეადგინონ ბიზნეს სტრატეგია კორპორაციული მდგრადობის პრინციპების გათვალისწინებით?

როგორც დამწყები კომპანია, რომელიც მომართულია წარმატებისკენ, გირჩევთ გაითვალისწინოთ კორპორაციული მდგრადობა, როგორც თქვენი ბიზნესის სტრატეგიის ფუნდამენტური ელემენტი. საქმიანობაში მდგრადობის პრინციპების ჩართვით, თქვენ არა მხოლოდ გამოხატავთ ერთგულებას პასუხისმგებლიანი პრაქტიკის მიმართ, არამედ პოზიციონირებთ, როგორც კომპანია, რომელსაც მოაქვს პოზიტიური ცვლილებები. 

მდგრადობის საკითხების ინტეგრირება ბიზნეს სტრატეგიაში ხშირად ინსპირაციულია და განსაზღვრავს ორგანიზაციის მიზანსა თუ ხედვას. აღნიშნული მიდგომა აერთიანებს გუნდს, მათში აჩენს მოტივაციასა და შემართებას მიაღწიოს საერთო მიზანს და აერთიანებს მთლიან გუნდა დიდი მიზნის გარშემო.  უფრო მეტიც, მდგრადობის მიდგომების დამკვიდრება გახდის თქვენს ბრენდს განსხვავებულს და მოგანიჭებთ კონკურენტულ უპირატესობას.

მდგრადობაზე ორიენტირებული სტრატეგიები ასევე ზრდის თქვენი ბიზნესის მომავალ მდგრადობასა და გამძლეობას. ეფექტიანიი პროცესების, რესურსების ოპტიმიზებული გამოყენებისა და ნარჩენების შემცირების მეშვეობით შეგიძლიათ არა მხოლოდ ხელი შეუწყოთ უფრო ჯანსაღ გარემოს, არამედ შეძლებთ გააუმჯობესოთ საქმოანობათა ეფექტურობა და ეფექტიანი ხარჯვა. აღნიშნული გააძლიერებს თქვენს ახლადშექმნილ კომპანიას, რომ სწრაფად და მოქნილად ადაპტირდეს და გაუმკლავდეს მომავალ გამოწვევებს.  

გარდა ამისა, მდგრადობის ინტეგრირება იზიდავს საუკეთესო ტალანტებს და ხელს უწყობს კომპანიის პოზიტიური კულტურის განვითარებას. მილენიალები და თაობა Z (Gen Z) ესწრაფიან იმგვარ სამსახურს, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მდგრადობას.  მიმზიდველი სამუშაო ადგილის კულტურის შექმნით, რომელიც შეესაბამება ამ თაობათა ღირებულებებს, შეგიძლიათ მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც გააუმჯობესებენ თქვენი ბიზნესის ინოვაციურობას და შემოქმედებითობას, ასევე ხელს შეუწყობენ განვითარებას.

გააზიარე: