TBC

კორონავირუსის გავრცელებამ გლობალური შოკი გამოიწვია. შოკი მრავალმხრივია – დაავადების გაჩენისა და გავრცელების, შემდეგ უკვე მასთან ბრძოლისა და გავლენების შემსუბუქების მცდელობებით სავსე. ფინანსური სექტორი, განსაკუთრებით კი ბანკები, არსებულ კრიზისთან გამკლავებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თიბისი ბანკი თავად აღმოჩნდა რთული გამოწვევების წინაშე, თუმცა არაპროგნოზირებად ეკონომიკურ გარემოში მაინც შეძლო სტრატეგიული და ეფექტური ნავიგაცია.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თანამშრომლებისა და კლიენტების ინფიცირების რისკის ზრდა იყო, რასაც ბანკმა პანდემიის პირველი დღეებიდანვე ახალი ინიციატივით უპასუხა – 2020 წლის მარტიდან „ბექოფისის“ თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ, მათგან 95% კი დღემდე დისტანციურად მუშაობს. „ფრონტოფისის“ თანამშრომლების სამუშაო სივრცეებში დეზობარიერები დაემატა. სადეზინფექციო ხსნარები და პირბადეები კი ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომი გახდა. შეიქმნა კლიენტების მიღებისა და მომსახურების განსაზღვრული წესი, რისი მიზანიც, როგორც თანამშრომლების, ისე, კლიენტების ჯანმრთელობის დაცვაა. ბანკი დღესაც აწყობს დისტანციურ შეხვედრებს, სადაც გუნდის წევრებს საშუალება აქვთ ეპიდემიოლოგებს მოუსმინონ და მათგან პანდემიის პირობებში აუცილებელი, უსაფრთხო ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო რჩევები მიიღონ.

ბანკისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო საქმიანი პროცესების უწყვეტობა, რაც კლიენტების მაღალხარისხიან მომსახურებას, ახალი თანამშრომლების მიღებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობდა. იმისათვის, რომ ეს პროცესები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებულიყო, ონლაინ რეჟიმში გადავიდა შემდეგი აქტივობები: თიბისი აკადემია, რომელიც ბანკის გუნდის წევრებს, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ცოდნის გაღრმავების საშუალებას აძლევს, მათ TBC ბანკის ექსპერტი თანამშრომლები ასწავლიან; ახალი თანამშრომლების გუნდში ინტეგრაციის პროგრამა – ტრენინგი „გამარჯობა“ და სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის.

მეტი კომფორტისთვის და დისტანციური სერვისებით ეფექტურად სარგებლობისთვის, ბანკმა ვებსაიტი შექმნა – tbcforyou.ge, სადაც თავი მოუყარა ყველა ციფრულ პროდუქტს და შეთავაზებას, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესებისთვის; გაზარდა უპაროლოდ გადახდის ლიმიტები ისეთი უკონტაქტო გადახდის საშუალებებიდან, როგორებიცაა ბარათი და სამაჯური, რის შედეგადაც მომხმარებლებს ნაღდი ფულის გამოყენებისა და ფიზიკური კონტაქტის გარეშე ანგარიშსწორების შესაძლებლობა მიეცათ.

ბანკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება ორი თვის განმავლობაში ტრანზაქციებზე გაუქმებული საკომისიო, რითაც ბანკმა თავის მომხმარებლებს ჯამურად სამი მილიონი ლარი დაუზოგა.

თიბისი ბანკის როლი პანდემიასთან გამკლავებაში, კომპანიის შიგნით განხორციელებული ინიციატივებით არ ამოწურულა. ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მხარდასაჭერად, ბანკმა კოვიდ-ინფიცირების დადგენისთვის საჭირო 10,000 ტესტი შეიძინა და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცა. „თიბისი დაზღვევამ“ კი 300,000 ლარი გამოყო, რომელიც პაციენტების მოვლის პროცესში დაინფიცირებული მედპერსონალის მკურნალობას მოხმარდა. აღნიშნული მხარდაჭერა 90-მა ექიმმა და სანიტარმა მიიღო.

ხარისხიანი განათლების მხარდასაჭერად, თიბისი ბანკმა შეიძინა ლეპტოპები იმ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც არ ფლობდნენ საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობას და, შესაბამისად, ვერ ერთვებოდნენ დისტანციური სწავლების პროცესში. ორგანიზაცია „ჩართეს“ და თიბისი ბანკის პარტნიორი უნივერსიტეტების დახმარებით კი სკოლის მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ჯამურად 200 ლეპტოპი გადაეცათ.

სიღარიბის აღმოფხვრაში წვლილის შესატანად, ბანკმა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები – სოციალურად დაუცველი მოხუცები – საკვებითა და მედიკამენტებით მოამარაგა.

ბანკმა, როგორც ფიზიკური პირებისთვის ისე ბიზნესებისთვის სესხები 3 თვით გადაავადა. ეს პროექტი დამატებით სამი თვე გაგრძელდა, რამაც მოსახლეობას საშუალება მისცა გადაენაწილებინა სესხის გადასახადი შემოსავლების ცვლილების შესაბამისად.

დაარსების დღიდან, თიბისი ბანკისთვის, როგორც განსაკუთრებით დიდი მასშტაბის მქონე კომპანიისთვის, კორპორაციული პასუხისმგებლობა ორგანული ნაწილია, რადგან „თიბისის“ დიდი გავლენა აქვს როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე, დამკვიდრებულ სტანდარტებსა და ტენდენციებზე.

კომპანიის მდგრადობისთვის, მისი რეპუტაციისა და საზოგადოებასთან ფორმირებული ნდობის საკითხი ტოპ-პრიორიტეტია. გარდა უშუალოდ ბიზნესის წარმოებისა, თიბისი ბანკი მუდმივად ზრუნავს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, უფრო კონკრეტულად კი ისეთი პრობლემების აღმოფხვრაზე, რაც განვითარებას აფერხებს. რაც უფრო გათვითცნობიერებული და მომთხოვნია საზოგადოება, მით მეტია კორპორაციული პასუხისმგებლობის როლი კომპანიის მდგრადობაში. თუმცა, ეს ორმხრივი პროცესია – წამყვანი კომპანიები მუდმივად უნდა უსწრებდნენ საზოგადოების მოთხოვნებს და თავად ნერგავდნენ პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტებს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, აღიქვას, მოიწონოს და შესაბამისი მიდგომები ყველა სხვა კომპანიას მოსთხოვოს. თიბისი ბანკი კი მუდამ მზადაა საზოგადოების კეთილდღეობას ემსახუროს და კორპორაციული პასუხისმგებლობის ღირსეული სტანდარტი დაამკვიდროს.

გააზიარე: