ნექსია თიეი
კომპანიის შესახებ:
“ნექსია თიეი” საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში 2014 წლიდან.
“ნექსია თიეი” მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ მიდგომას და მაღალხარისხიან მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია ეფექტურ ადგილობრივ და გლობალურ გადაწყვეტილებებზე. “ნექსია თიეი” კლიენტ კომპანიებს მხარს უჭერს და ეხმარება, მიიღონ მნიშვნელოვანი და შედეგიანი გადაწყვეტილებები ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: აუდიტი, გადასახადები, ბუღალტერია, კონსალტინგი, იურიდიული მომსახურება და სხვა.
პრიორიტეტული მიმართულებები:
ხარისხიანი განათლება, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა – განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; თანამშრომლების გადამზადება, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა; მათთვის თანაბარი შესაძლებლობების, კარგი და სამართლიანი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – კლიენტი კომპანიების მაქსიმალური გაძლიერება და გაუმჯობესება, რათა მათ მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს და ხელი შეუწყონ ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას და ადგილის დამკვიდრებას განვითარებულ და ცივილიზებულ სამყაროში.
CEO
“ნექსია თიეი” მუდმივად ჩართულია სხვადასხვა აქტივობაში კორპორაციული პასუხიმგებლობის მიმართულებით. ჩვენ ვზრუნავთ იმ გარემოსა და საზოგადოების განვითარებასა და კეთილდღეობაზე, რომელშიც ვფუნქციონირებთ, შესაბამისად ამ ზრუნვის სისტემატიზაცია კომპანიის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.” – დავით ლომიძე.