GE

COP

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

2023 წლის ივნისში გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ, ტექნიკური პრობლემების გამო, ანგარიშგების – კომუნიკაცია პროგრესის შესახებ (Communication on Progress (COP) – ახალი ონლაინ პლატფორმის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, თქვენ აღარ გქონდათ წვდომა ანგარიშგების კითხვარზე.ვინაიდან ამ დრომდე არ მომხდარა ანგარიშგების ახალი პლატფორმის წარდგენა გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2023 წელს ანგარიშგების მომზადება არ იქნება სავალდებულო.

გაძლიერებული კომუნიკაცია პროგრესის შესახებ

გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ 2023 წლიდან ანგარიშგების – კომუნიკაცია პროგრესის შესახებ (COP) ფორმა შეცვალა. გაძლიერებული კომუნიკაცია პროგრესის შესახებ კერძო სექტორს  არაერთ უპირატესობას სთავაზობს.

ანგარიშგება იქნება ელექტრონული – კითხვარის ფორმით. ანგარიშგების ვებგვერდზე შეავსებთ ონლაინ კითხვარს, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს, შრომით უფლებებს, გარემოს დაცვას, კორუფციასთან ბრძოლას და მმართველობით საკითხებს.

  • გაძლიერებული კომუნიკაცია პროგრესის შესახებ

    კითხვარი საშუალებას აძლევს მონაწილეებს:

    • სანდოობის და ბრენდის ფასეულობის გაზრდას კორპორაციული მდგრადობის, ათი პრინციპის და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით გამოჩენილი ძალისხმევის დემონსტრირებით;
    • პროგრესის გაზომვას;
    • ინფორმაციის მიღებას, სწავლისა და მუშაობის მუდმივ გაუმჯობესებას; და
    • კორპორაციული მდგრადობის მსოფლიოს უმსხვილეს, უფასო და საჯარო მონაცემებზე წვდომის გზით, სხვა კომპანიებთან საკუთარი პროგრესის შედარების.

    ანგარიშგების ატვირთვის ვადა ყველა წევრისთვის ყოველი წლის 1 მარტიდან – 30 ივნისამდეა. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების კითხვარის შევსება ამ დროში არ მოხდება, წევრი კომპანიის/ორგანიზაციის სტატუსი იქნება non-communicating. მხოლოდ მიმდინარე წელს ანგარიშგების პორტალი გაიხსნება 27 მარტიდან – 30 ივნისამდე.

  • როგორ ვამზადებთ ანგარიშგებას – კომუნიკაცია პროგრესის შესახებ

    1 ნაბიჯი: იცოდეთ მოთხოვნები

    კომუნიკაცია პროგრესის შესახებ ორი ნაწილისგან შედგება: ხელმძღვანელის წერილი და კითხვარი.

    ხელმძღვანელის წერილი არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ იცავთ გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპს. წერილი არის სტანდარტული ყველა კომპანიისთვის, რომელიც იქნება ონლაინ პლატფორმაზე. საჭირო იქნება მხოლოდ ხელმოწერა და კომპანიის მონაცემების შევსება.

    ანგარიშგების ვებ-გვერდზე შეავსებთ ონლაინ კითხვარს, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს, შრომით უფლებებს, გარემოს დაცვას, კორუფციასთან ბრძოლას და მმართველობით საკითხებს. COP-ი კითხვარის შეფასება არ მოხდება. მიზანი არის მხოლოდ გამჭვირვალობისა და პროგრესის ხელშეწყობა.

    COP-ის მოთხოვნების შესრულებისთვის, ხელმძღვანელმა წერილს ხელი ონლაინ უნდა მოაწეროს და შეავსოს კითხვარი ყოველი წლის 30 ივნისამდე. ნახეთ კითხვარის ნიმუში და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ხელმძღვანელის წერილის შესახებ.

     

    2 ნაბიჯი: იცოდეთ ვადები

    კომპანიებმა ანგარიშგება უნდა მოამზადონ ყოველი წლის 1 მარტიდან 30 ივნისამდე, იმისთვის რომ შეინარჩუნონ აქტიური სტატუსი გაეროს გლობალურ შეთანხმებაში. მხოლოდ მიმდინარე წელს, ანგარიშგების ატვირთვის ვადა იქნება 27 მარტიდან – 30 ივნისის ჩათვლით.

    იმ შემთხვევაში, თუ კომპანია 30 ივნისამდე ვერ მოამზადებს ანგარიშგებას ელექტრონულად, მას ექნება ‘non-communicating’ სტატუსი. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მოამზადონ ანგარიშგება და დაიბრუნონ ‘აქტიური’ სტატუსი 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე.

    იმ შემთხვევაში, თუ კომპანია 31 დეკემბრამდე არ შეავსებს კითხვარს, ის გარიცხული იქნება გაეროს გლობალური შეთანხმებიდან.

    ანგარიშგების ახალი წესის მიხედვით, ანგარიშგების ვადის გახანგრძლივების მოთხოვნა შესაძლებელი აღარ იქნება.

    დეტალური ინფორმაციისთვის COP-ის მოთხოვნების შესახებ, იხილეთ COP პოლიტიკის დოკუმენტი.

     

    3 ნაბიჯი: მოამზადეთ ანგარიშგება

    1. ელექტრონულად მოაწერეთ ხელი ხელმძღვანელის წერილს.
    2. გაეცანით COP კითხვარს, იმისთვის, რომ შეძლოთ შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება. კითხვარის ნიმუში იხილეთ აქ.
    3. გამოიყენეთ COP- ს სახელმძღვანელო კითხვებზე პასუხების გაცემის ინსტრუქციისთვის.
    4. დაიწყეთ ინფორმაციის შეგროვება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნიმუში, რომელიც დაგეხმარებათ ინფორმაციის შეგროვების პროცესში და COP-ისთვის საჭირო პროგრესის გამოკითხვის მონაცემთა შემაჯამებელი ცხრილი.
    5. დარწმუნდით, რომ გაქვთ წვდომა unglobalcompact.org-ის ვებ-პლატფორმაზე თქვენი კომპანიის გვერდზე.  იმისათვის, რომ შეძლოთ ანგარიშგების შევსება, გაეროს გლობალური შეთანხმების ვებგვერდზე აუცილებლად უნდა იყოთ რეგისტრირებული, როგორც საკონტაქტო პირი.
    6. იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო,  რათა შეძლოთ ვებგვერდზე რეგისტრაცია საკონტაქტო პირად.

    4 ნაბიჯი: შეავსე და ატვირთე ანგარიშგება

    მას შემდეგ რაც გაქვთ….

    • ✓    პასუხი გაცემული ყველა კითხვაზე
    • ✓    ელექტრონულად ხელმოწერილი ხელმძღვანელის წერილი
    • ✓    ატვირთული გაქვთ რელევანტური დოკუმენტები, მხოლოდ თქვენი სურვილის შემთხვევაში. დამატებითი დოკუმენტების ატვირთვა არაა სავალდებულო
    • ✓    გადაამოწმეთ შევსებული ინფორმაცია

    … მზად ხართ საბოლოოდ ატვირთოთ ანგარიშგება.

    5 ნაბიჯი: ატვირთული ანგარიშგების ვიზუალიზაცია

    ანგარიშგების ატვირთვის შემდეგ თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია ხდება საჯარო. თქვენ შეძლებთ შევსებული კითხვარის PDF ფორმატში ჩამოტვირთვას.

    თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ანგარიშებისა და პუბლიკაციების მომზადების დროს.

გჭირდებათ დახმარება?

დაგვიკავშირდით: cop-support@unglobalcompact.org (გაეროს გლობალური შეთანხმება)

nino@unglobalcompact.ge (გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი)